უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიიონატის მეოთხედფინალში კანადელი თანატოლები 43:3 (31:3) დაამარცხეს. პირველ ტაიმში ქართველთა 4 ლელოს კანადის ნაკრებმა კინკილა ჯარიმით უპასუხა, მეორე ნახევარში კი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს კიდევ ორი ლელო დაუდეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე იაპონია იქნება, რომელმაც ბელგიას 36:10 სძლია. მატჩი 11 აპრილს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაი ბატონო, კანადას ვძლიეთ და ახლა იაპონიისთვის ვემზადებით. მაგრამ ამ ბელგიას რა უნდა ევროპის ჩემპიონატზე ? DDDDDDDDD
კორბენ მიტომ დაარქვეს ევროპის ღია ჩემპი აბა ბრიტანელები აიძურწენ ჩვენთან მარცხის მერე და ესპანეთთან და ღრუსებთან თამაშს ჰო ჯობია კანადა და იაპონია
ბრავო ლომებო !!!
საქართველო - კანადა (მთელი თამაში)
GEORGIA vs CANADA - U18 Rugby Europe Championship April 07, 2017
0?'>https://www.youtube.com/watch?v=XysKJfQcnVQ':'>https://www.youtube.com/watch?v=XysKJfQcnVQ'))
-------------------------------------------------------------------
საუკეთესო მომენტები
Georgia vs Canada 43:3 / Rugby Europe U18 Open Championships 2017
0?'>https://www.youtube.com/watch?v=74aqwhr9i9c':'>https://www.youtube.com/watch?v=74aqwhr9i9c'))
მაგარი შედეგია, მარა იაპონიასთან მეორე ტაიმი ასე არ უნდა ვითამაშოთ.
ვაა ბრავო ბიჭებს
1. ესპანეთი და პორტუგალია სერიოზულად უდგებიან რაგბის განვითარებას. ძლიერი ახალგაზრდობა ყავთ. U20-ში ფინალში ითამაშეს და ყველა მოწინააღმდეგეს დიდი უპირატესობით აჯობეს. რასაც ვერ ვიტყვი რუმინელებზე. ახალგაზრდობა დაბალ დონეზეა, ალბათ ნატურალიზირებას გაარგძელებენ. საქართველო იტალიის გარდა კიდევ ბევრ ნაკრებს გაამწარებდა U18-ში, რომ ეთამაშათ 6 ერის სხვა გუნდებს.
2. ფრანგები თუ მეორე შემადგენლობით არ თამაშობდნენ მათი დამარცხება შესაძლებელია ჩვენი ნაკრების მიერ. უბრალოდ უფრო სწრაფი გუნდია.
3. საფრანგათის ნაკრებში 3 ნომრად გვარად ბერია თამაშობდა - G. BERIA
0?'>http://www.rugbyeurope.eu/2017-u18-xv-mens-championship-m1-france-vs-spain#player1-3':'>http://www.rugbyeurope.eu/2017-u18-xv-mens-championship-m1-france-vs-spain#player1-3')) გადახედეთ შემადგენლობას.
გ. ბერია? ვინმემ რამე ვიცით ამ ახალგაზრდაზე?
გამიგია ბევრი გვარი რომელიც ან ძაან გავს ან ზუსტად ემთხვევა ქართულ (მეგრულ) გვარებს. მაგალითად მელია, სარია, მიქავა, კუცია და ა.შ. ბევრი გვარი თითქოს მეგრული გვარების სახეშეცვლილი ვარიანტია - ბოლო ასო ა აქვთ მოშორებული. მაგალითად სორდია - სორდი, აბლოთია - აბლოტი, ბახია - ბახი, კოხია - კოხი და ა.შ. გამიგია აფხაზეთიდან დევნილი დაოჯახდა იტალიაში იტალიელზე და გვარი გაბელია გახდა გაბელი. ვერ დავდებ თავს ამის თაობაზე, მე ასე გადმომცეს. ხოლო ბერიას რაც შეეხება გამიგია ბერიუ, ეჩებერია, ბერუა... ხოლო ბერია პირველად გავიგე. ხშირად ვეძებ უცხოელებში ქართულის მსგავს გვარებს. მაინც გამიხარდა, რომ ვნახე გვარი - ბერია (ისე გასახერებელია თუ სატირალი აი ეს არის გასარკვევი).
ვილიას ეტყობა წინ ჩამოაშორეს გ თორემ გვილია იქნებოდა.DD
საფეხბურთო კლუბ ლილში თამაშობდნენ ფლანგებზე ბერია და კორშია. შეიძლება ეხლაც იქ არიან, აღარ გადამიმოწმებია. ორივე მეგრული გვარია, მაგრამ იმათ საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
მეც მაგას ვამბობ მეგობარო - ქართული (მეგრული) გვარების მსგავსი გვარებია მეთქი. მორაგბეები არიან კუციები, ამათაც არაფერი არა აქვთ საერთო საქართველოსთან და ქართველობასთან. ეს ფეხბურთელები ეხლაც თამაშობენ ლილში - ფრანკ ბერია და სებასტიან კორშია (Sebastian Korchia, რუსულად ხან Себастьян Коршиа-ს წერენ ხან კიდევ Себастьен Коршья-ს).
გილოცავთ! ძალიან კარგი თაობა მოდის.