უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ საღამოს რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატში ჩაერთვებიან და მეოთხედფინალში კანადის თანატოლთა ნაკრებს შეხვდებიან.
ტურნირი ამ ფორმატით პირველად იმართება. 2009 წლიდან ექვსი ერის ქვეყნები ნაწილობრივ გაიხსნენ და 18-წლამდელთა ასაკში ეგრეთწოდებული მეორე დონის გუნდებთან თამაშს საფრანგეთი, ინგლისი და ირლანდია დაყაბულდნენ. 2010 წელს ინგლისი იტალიამ ჩაანაცვლა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მათზე მაღალი, მე-3 ადგილი დაიკავეს (საფრანგეთის და ირლანდიის შემდეგ), ხოლო 2011 წლის ექსპერიმენტულ ტურნირში, სადაც ექვსი ერის ორ უარეს გუნდთან (შოტლანდია და იტალია) მოგვიწია თამაში, კვლავ მესამე ადგილს დავჯერდით.
2012 წლიდან მეორე დონის ორ მოწინავეს ექვსი ერის გუნდებთან თამაშის ნება დართეს და ეს ფორმატი 4 წელი შენარჩუნდა. 2012 და 2013 წლებში, იტალიის ძლევით ტურნირი მე-6 ადგილზე დავასრულეთ, მომდევნო წელს იმავე იტალიასთან მცირედით დავმარცხდით და ერთი საფეხურით დავქვეითდით. პარალელურად, სულ უფრო უკეთ ვეთამაშებოდით სხვა ბობოლებს და მათთან სხვაობები მცირდებოდა, 2015 წელს კი, ირლანდიისა და იტალიის გავლით ფინალში გავედით, სადაც საფრანგეთთან დავმარცხდით და მეორე ადგილი დავიკავეთ.
ასეთი ეფექტის მიუხედავად, ექვსი ერის წარმომადგენლებმა ტურნირი დაშალეს და ელიტ დივიზიონს (ასე ეწოდებოდა ტურნირს 2012-2015 წლებში) ელიტიდან მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა. შედეგად, შარშან მარტივად გავედით ფინალში და ჩემპიონი კვლავ საფრანგეთი გახდა. პარალელურად, რაგბი ევროპამ ტურნირის გაძლიერების მიზნით მოლაპარაკებები აწარმოა სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინასთან, იაპონიასთან, კანადასთან და აშშ-სთან, სამი უკანასკნელი აწ უკვე რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატში ჩართვას დათანხმდა, რამაც ტურნირს ინტერესი და პრესტიჟი შემატა.
ხვალ საფრანგეთში, ბრეტანში ამ ტურნირის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება და იაპონია ბელგიას შეხვდება, აშშ პორტუგალიას დაუპირისპირდება, საქართველოს მეტოქე კანადა იქნება, ხოლო საფრანგეთი ესპანეთს ეთამაშება. მონაწილეების შეცვლის მიუხედავად ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა და გამარჯვებულები თასის ნახევარფინალში გადიან, ხოლო დამარცხებულები ასევე ნახევარფინალური ეტაპით მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას.
გამარჯვების შემთხვევაში უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე იაპონიისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის შესახებ მწვრთნელები მწირ ინფორმაციას ფლობენ, ტურნირზე პროგრამა მინიმუმად ფინალში გასვლას ისახავენ. რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატისთვის უკეთ მომზადების მიზნით, 18-წლამდელებმა მონპელიეში 12-დღიანი შეკრება გაიარეს, ფრანგულ გუნდებთან ორი საკონტროლო თამაში გამართეს და ორივეში გამარჯვება იზეიმეს.
მომავალი თამაშების წინ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე ფავორიტების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს. საქართველოსა და კანადის მატჩზე საკუთარი აზრი 411-მა ადამიანმა დააფიქსირა და მათი 79% ფავორიტად უმცროს ბორჯღალოსნებს მიიჩნევს. მატჩის პირდაპირი ტრანსლიაციის ხილვა რაგბი ევროპის ოფიციალურ გვერდზე, შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:
დიდი 10-ის მსაჯები ბრეტანში
ბრეტანში უმცროსი ბორჯღალოსნების გარდა საქართველოს კიდევ ორი ადამიანი წარმოადგენს: დიდი 10-ის ორი ყველაზე გამოცდილი მსაჯი - ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე თამაშებს მოემსახურებიან. ისინი 3 წელია წარმატებით მოღვაწეობენ საერთაშორისო რაგბში და ნაბიჯ-ნაბიჯ მაღალი დონის ტურნირებისკენ მიიწევენ.
7 აპრილი | მეოთხედფინალი. 21:00 საათი (საქ. დროით)
LIVE www.Rugbyeurope.tv
საქართველო - კანადა
საქართველო: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა; 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.
სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეოანალიტიკოსი, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი, პაატა მაისურაძე - მენეჯერი.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველო - კანადა (მთელი თამაში)
GEORGIA vs CANADA - U18 Rugby Europe Championship April 07, 2017
0?'>https://www.youtube.com/watch?v=XysKJfQcnVQ':'>https://www.youtube.com/watch?v=XysKJfQcnVQ'))
-------------------------------------------------------------------
საუკეთესო მომენტები
Georgia vs Canada 43:3 / Rugby Europe U18 Open Championships 2017
0?'>https://www.youtube.com/watch?v=74aqwhr9i9c':'>https://www.youtube.com/watch?v=74aqwhr9i9c'))
საფრანგათის ნაკრებში 3 ნომრად გვარად ბერია თამაშობდა - G. BERIA
0?'>http://www.rugbyeurope.eu/2017-u18-xv-mens-championship-m1-france-vs-spain#player1-3':'>http://www.rugbyeurope.eu/2017-u18-xv-mens-championship-m1-france-vs-spain#player1-3')) გადახედეთ შემადგენლობას.
ეგ არიქნება ნაღდად ლავრენტი პავლოვიჩის ნათესავი DD საფრანგეთში არის პროვინცია ბერი და იქაურებს ხშირად აქვთ გვარი ბერია ბერიე ბერიუ და ასეც შემდეგ იქედან იყო დარტანიანის ცნობილი ძმაკაცი პორთოსი DD
ვიცი ეს რეგიონი. მთავარი ქალაქი ბურჟია. გამიგია ბევრი გვარი რომელიც ან ძაან გავს ან ზუსტად ემთხვევა ქართულ (მეგრულ) გვარებს. მაგალითად მელია, სარია, მიქავა, კუცია და ა.შ. ბევრი გვარი თითქოს მეგრული გვარების სახეშეცვლილი ვარიანტია - ბოლო ასო ა აქვთ მოშორებული. მაგალითად სორდია - სორდი, აბლოთია - აბლოტი, ბახია - ბახი, კოხია - კოხი და ა.შ. გამიგია აფხაზეთიდან დევნილი დაოჯახდა იტალიაში იტალიელზე და გვარი გაბელია გახდა გაბელი. ვერ დავდებ თავს ამის თაობაზე, მე ასე გადმომცეს. ხოლო ბერიას რაც შეეხება გამიგია ბერიუ, ეჩებერია, ბერუა... ხოლო ბერია პირველად გავიგე. ხშირად ვეძებ უცხოელებში ქართულის მსგავს გვარებს. მაინც გამიხარდა, რომ ვნახე გვარი - ბერია (ისე გასახერებელია თუ სატირალი აი ეს არის გასარკვევი).

ფრანგები თუ მეორე შემადგენლობით არ თამაშობდნენ მათი დამარცხება შესაძლებელია ჩვენი ნაკრების მიერ.
უბრალოდ უფრო სწრაფი გუნდია.
საფრანგეთმა დასვა ესპანეთი თავის ადგილზე.
ესპანეთი და პორტუგალია სერიოზულად უდგება რაგბის განვითარებას. ძლიერი ახალგაზრდობა ყავთ. U20-ში ფინალში ითამაშეს და ყველა მოწინააღმდეგეს დიდი უპირატესობით აჯობეს. რასაც ვერ ვიტყვი რუმინელებზე. ახალგაზრდობა დაბალ დონეზეა, ალბათ ნატურალიზირებას გაარგძელებენ. საქართველო იტალიას გარდა კიდევ ბევრ ნაკრებს გაამწარებდა U18
ესპანეთი მშვენიერ წინააღმდეგობას უწევს.. რაგბის მამებმა უნდა აიძულონ ცხვირაწეული ვითომ ბობოლები, მიწაზე დაეშვნენ და ჩაერთონ ასეთ ტურნირებში..ეს მაინც ხომ არ არის კომერციული...
გაუჭირდა I ტაიმში საფრანგეთს 15-9
Грузия уверенно обыграла Канаду на юниорском Евро
В четвертьфинале чемпионата Европы U18 грузинские юниоры не испытыли больших проблем с канадскими сверстниками.
Всё самое интересно было в первом тайме. Юные «Лелос» физически выглядели мощнее соперника и грамотно организовывали атаке по всей ширине поля. Канадская оборона не справлялась с напором оппонентов. Пропустив в первом тайме четыре попытки с реализациями и одним штрафным. Первое полноценное наступление «кленовые листы» организовали только перед перерывом, размочив счёт точным штрафным.
Второй тайм Канада начала гораздо активнее, но в набранные очки это не воплотилось. Грузинская защита слабины не дала. Остаток матча прошёл в напряжённой борьбе, с минимум опасных моментов. Грузинские регбисты сбавили обороты, тренеры дали шанс проявить себя новичкам. Но и европейцы ещё дважды приземляли мяч в зачётке противника.
Грузия (31) 43:3 (3) Канада
В полуфинале Грузия сыграет с Японией, обыгравшей Бельгию 36:10
0?'>http://rugger.info/news/13337':'>http://rugger.info/news/13337'))
კარგი ვარჯიში გამოვიდა იაპონიასთან თამაშის წინ.
იაპონიის ტამაში ვნახე ბელგიასთან 36-10 მოუგო..მაგრამ ვერ ვიტყვი რომ იაპონელები აშკარად ჯობდნენ, პირველი ტაიმი თითქმია თანაბარი იყო
ყოველ წელს უკეთესი თაობა მოდის..მეორე ტაიმში ივარჯიშეს..ყოჩაღ ბიჭებს..ტრანსილაცია იყო ძალიან ცუდი..
პირველ ტაიმში ყველაფერში ვაჯობეთ, აი მეორე ტაიმში ცოტა მოეშვნენ თუ რა იყო არ ვიცი. აბა ვნახოთ იაპონიასთან ჩვენი ბიჭები
11 ნომერი ოთარ ძაგნიძე 3 ლელო და ერთი სალელოვე გადაცემა კარგი ბიჭი ჩანს. შეცდომების მიუხედავად მომეწონა თამაში,უკეთესი ხარისხის მოლოდინი მაქ. წარმატებები ბიჭებს.
ეს იმ ძაგნიძის შვილი ხომ არაა ნუგზარის ?
ნუგზარის ძმის ემზარის შვილია,მაგარი ბიჭია,სხვათაშორის ამასაც კაი ფეხი აქვს,კარებში კარგად ურტყავს.
არვიცი ვერგეტყვი
ყოჩაღ ბიჭებო, გილოცავთ,მაგარი თაობა მოდის
43 - 3. ლელო 6 - 0
გილოცავთ!
დამთავრდაა 43-3
მართალა ამ მსაჯის დედაც რაა ისინი ტრიალდებიან შერკინებაში და ჩვენ გვაჯარიმებს @@
18 წლამდე ნაკრებებში სრული მიწოლა არაა და მაგიტომ გამოაქვთ მალე ბურთი
როგორ არაა პირველ ტაიმში რამდენჯერ გადაჯეგეეს
შეზღუდულია მანძილი ისე ვერ ათრევ რამდენიმე მეტრზე როგორც დიდებში ხდება, ნუ რავი თუ არ გჯერა შეგიძლია ნახო ტურნირის წესდებაც იდება ინტერნეტში
მართალი ხარ,ეგრეა.
ამათ მერე ვის ვხვდებით პორტუგალიას თუ იაპონიას?
ახლა წავიკითხე - იაპონიას ...
მსაჯები რომ ჩვენ წინააღმდეგ არიან ყველა სპორტში უკვე აღარ მიკვირს ხმას რომ არ იღებენ ჩვენი ფედერაციები ამიტომაცაა რომ ყველა თავზე გვაკუკავს @@
24 წუთზე ძლივს დავუდეთ პირველი ლელო მეორე ტაიმში ცუდად თამაშობენ
მგონია, რომ უფრო ძალებს ზოგავენ.
არა მგონიაა მაგალითად შერკინების უპირატესობას აღარ იყენებენ არ აჯარიმებენ
ჩვენი დერეფანიც არ მომწონს უკვე მესამე საკუთარი დერეფანი წაგეს
კარგი თაობა გვეზრდება
აშშ - პორტუგალია 5 - 26
პორტუგალია კი აშკარად ჩაგრავს აშშ.
თანაც აშკარად თავის მხარეს ააგდეს აუტზე კანადელებმა და მსაჯმა "ვერ დაინახა".
ამ მსაჯს მოვვვ. დამნიშნავი და მთელ სარაგბო სამსაჯო კორპუსს
რატომ გაგვიგდეს?
რაღაცა უაზროდ ათამაშდნენ მეორე ტაიმში შერკინებიდან უცბად გასმოაქვთ ბურთი და იმათ დაჯარიმებას არ ელოდებიან @ თუ აქაც ექსპერიმენტებს მიმართავენ პირველი ნაკრებივით ? @@@
ცოტა ავქარდი რომ ვთქვი ყველაფერში ვჯობნივართო ხელით თამაშში ისინი გვჯობნიან აშკარად @
ათამაშდნენ კანასდელებიც ხელით მაგრა თამაშობენ ძალიან
პორტუგალია - აშშ 21 - 5
21-ე წუთია
შესვენებაზე დაგვიბრუნეს ის ორი მოპარული ქულა 31-3
31:3 მოვიგეთ პირველი ტაიმი
29 - 3 პირველი ტაიმი ასე დამთავრდა. ყველა რეალიზაცია გაიტანა და მგონი 2 ქულა არ ჩაგვითვალეს.
ჯარიმა გაგვიტანეს 29-3
29-0 მგონი 2 ქულა მოგვპარეს ტაბლოზე
რუსეთში დაბლოკილია ეგ საიტი. დაწერეთ ხოლმე, როგორ ვითარდება თამაში...
არაა ეგ კანადა ჩვენი ტოლ სწორი ყველაფერში ვჯობმით
24-0 ! დამრტყმელიც მაგარი გვყავს !
24-0 25 წუთზე? ))) მეტოქე მოედანზეა?
აუ რა ცუდი ჩვენებაა
სად უყურებთ?
stripslashes((strlen('http://www.rugbyeurope.eu/2017-u18-xv-mens-championship-m2-georgia-vs-canada')>0?'http://www.rugbyeurope.eu/2017-u18-xv-mens-championship-m2-georgia-vs-canada':'http://www.rugbyeurope.eu/2017-u18-xv-mens-championship-m2-georgia-vs-canada'))