შიდა რაგბი

20:03 | 6.04.2017 | ნანახია 2391 - ჯერ

თელავის "ჭადარი" პრაღის ფესტივალზე

თალავის "ჭადარის" 12-წლამდელთა გუნდი დღეს გამთენიისას პრაღაში გაემგზავრა, სადაც ბავშთა საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

მოწვევა საქართველოს რაგბის კავშირში მოვიდა, მას თელაველები გამოეხმაურნენ, ქალაქის მერიამ ტურნეს დაფინანსება ითავა და "ჭადარი" არსებობის ისტორიაში პირველ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა.

„დიდ მადლობას ვუხდი თელავის მერიას და პირადად მერს, რომლის დახმარების გარეშე პირველ საერთაშორისო ტურნირზე ვერ გავემგზავრებოდით. მისი მხრიდან დიდ თანადგომას ვგრძნობთ, როგორც უფროსების, ასევე ასაკობრივ გუნდებთან მიმართებაში და ვეცდებით თელაველების იმედები გავამართლოთ. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბავშვები უცხოურ გუნდებთან თამაშის გამოცდილებას შეიძენენ“, - გვითხრა გამგზავრებამდე "ჭადარის" მთავარმა მწვრთნელმა თენგიზ ცისკარიშვილმა.

12-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში 8 ქვეყნის 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს ქვეყნები არიან ინგლისი, საქართველო, რუსეთი, გერმანია, უკრაინა, ლიტვა, ლატვია და რა თქმა უნდა ჩეხეთი, რომელიც 18 გუნდითაა წარმოდგენილი.

თამაშები 8-9 აპრილს 9X9-ზე იმართება. "ჭადარი" ჩეხეთში 11 მოთამაშით გაემგზავრა. ესენი არიან:

ნათან ვოლფი, თეიმურაზ ლიქოკელი, თორნიკე სულხანიშვილი, გელა მასურაშვილი, ვასილ უმიკაშვილი, ოთარ სვიმონიშვილი, ზურაბ ბახუტაშვილი, ნიკოლოზ ვაშაკიძე, თორნიკე წიქარაძე, გიორგი ჯინჭველაძე, ლუკა ტალიური.

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ ცისკარიშვილი; მწვრთნელები: ვანო თუშიშვილი, ბექა ებიტაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ფოტო


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:03 | 07.04.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.086946