საფრანგეთი ტოპ-14

11:57 | 4.04.2017 | ნანახია 12222 - ჯერ

ფრანგული პრესა: „ოთარ გიორგაძემ შთამბეჭდავი ლელო გაიტანა“ (+VIDEO)

„ოთარ გიორგაძემ შთამბეჭდავი ლელო გაიტანა“ - სწორედ ასე მოიხსენიეს ფრანგულ პრესაში ახალგაზრდა ქართველი მესამეხაზელის მიერ ესპუარების ჩემპიონატში გატანილი ლელო. მისმა „კლერმონმა“ „ლა როშელს“ უმასპინძლა და 37:21 დაამარცხა.

ესპუარების ჩემპიონატის რიგით მატჩებს, როგორც წესი, განსაკუთრებული ყურადღება არ ექცევა, მაგრამ ამ შეხვედრას თითქმის 1000 მაყურებელი დაესწრო. პუბლიკას გაუმართლა - 7 ერთმანეთზე უკეთესი ლელო გავიდა, გიორგაძისა კი, თამაშის მშვენება იყოო. 21 წლის ქართველმა ბურთი მეტოქის 22-ში მიიღო, პირველივე დარტყმით ორი მოწინააღმდეგე გაზონზე დააგდო, მეორეთი - მხოლოდ ერთი, მესამედ დარტყმა უკვე ლელოს ხაზზე მოუწია, ოპონენტი არ წაქცეულა, მაგრამ წონასწორობა კი დაკარგა, ამ უკანასკნელს კიდევ ერთი ლაროშელელი დაემატა, მაგრამ ოთიამ ესენიც გადათელა. ისე გამოვიდა, რომ ოთარ გიორგაძემ „ლა როშელის“ ესპუართა მესამედი აქეთ-იქით მიყარ-მოყარა და ბურთი ლელოში დაამიწა.

ცნობისთვის, „კლერმონის“ ესპუართა გუნდი ისტორიულად ყველაზე წარმატებულია საფრანგეთში, მაგრამ შარშან ფინალში „ბორდოსთან“ დამარცხდა. ესპუართა მიმდინარე ჩემპიონატის I პულს 67 ქულით „პერპინიანი“ ლიდერობს, „ბორდოს“ (სადაც ლაშა ტაბიძე სტაბილურად თამაშობს) 66 ქულა აქვს და მეორეა, ხოლო „კლერმონი“ 64-ით მე-3 პოზიციაზეა. პირველ-მეორეზე გასული გუნდები პლეი-ოფის ნახევარფინალში ავტომატურად გადიან, ხოლო კიდევ ორი ნახევარფინალისტი მესამე-მეექვსეადგილოსნებს შორის ვლინდება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:51 | 05.04.2017
federer (17) (469)

ასაკობრივი ნაკრებიდან მოყოლებული ვქომაგობ ამ ბიჭს და მგონია რო ძალიან დიდი მორაგბე დადგებაა

22:16 | 04.04.2017
dede (87)

ზირაქა მხარს უმშვენებს)))))

21:12 | 04.04.2017
Kala94 (151)

ბრავო ოთია ბრავო !

17:25 | 04.04.2017
krasni (587)

შენ გენაცვალე. ოთიას თაობიდან იაპონიის მსოფლიოზე, ეროვნულის შემადგენლობაში ბიჭები მრავლად იქნებიან და თავსაც ისახელებენ.

16:49 | 04.04.2017
პანტელეიმონი (1218)

ოთარ გაიხარე ! ! !

0.093689