დიდი 10

16:57 | 1.04.2017 | ნანახია 2147 - ჯერ

ფრე „არმაზის“ სასარგებლოდ

დიდი 10-ის მე-17 ტურის პირველ ორ მატჩში გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა გუნდებმა ითამაშეს და ბოლო ტურის წინ უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი სამივეს რჩება.

დღის ცენტრალურ მატჩში ბოლნისის „ყოჩები“ და თბილისის „არმაზი“ „შევარდენზე“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეიბნენ. ბოლნისელებისთვის მარცხი პირველი ლიგის საგზურის გაფორმებას ნიშნავდა, ხოლო „არმაზი“ მოგებით დიდ 10-ში თამაშს ინაღდებდა.

საწყისი 10 წუთი სწორედ „არმაზის“ იყო, ბადრი ლიპარტელიანმა დებიუტში ლელო გაიტანა, მერე ხაზი კარგად გაჭრა და გრძელი პასით ლელოში ლეგაშვილი შეუშვა. დავით კიკნაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და თბილისელები 14:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას „ყოჩები“ დაეუფლა, ტაიმის შუაში 5-მეტრა დერეფნიდან აფციაურმა შეუტია და მისი ლელო რამაზ ჯინაშვილმა გარდასახა. 30-ე წუთზე ჯინაშვილს საშუალო დისტანციიდან ჯარიმა გაუცუდდა, შესვენებიის წინ კიკნაძემ 3 ქულა აიღო და ტაიმი „არმაზმა“ 17:7 მოიგო.

მეორე ტაიმი კვლავ თბილისელების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ამჯერად პერანიძემ ჯარიმა ვერ გაიტანა. 10 წუთის შემდეგ კვლავ „ყოჩებმა“ იმძლავრა, 5-მეტრა შერკინებაში „არმაზი“ დაჩაგრა და ლელო გიორგი ბეგაძემ დაამიწა. მეორე ჯერზე „ყოჩებმა“ 5-მეტრა დერეფნიდან მოლით შეუტია და ლელოში ბურთი ჯაბა კიკვიძემ დაამიწა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციებიდან გარდასახვები არაზუსტი იყო. მერე ბოლნისელებს ჯარიმაც გაუცუდდათ და „არმაზმა“ მეტოქეს მისთვის ხელსაყრელი ფრე გამოგლიჯა - 17:17.

მეორე მატჩში თბილისის „ლოკომოტივმა“ ქუთაისის „ბაგრატს“ დიდი სხვაობით, 64:14 სძლია და ამით „ყოჩებს“ დიდ 10-ში დარჩენის შანსი შეუნარჩუნა. მანამდე ხვალინდელი დღეა და საქმეში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები ჩაერთვებიან.

დიდი 10. 2016/2017 წლების სეზონი. XVII ტური

1 აპრილი

ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი) 17:17

ლოკომოტივი (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი) 64:14

2 აპრილი

ჯიქი (გორი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)

ბათუმი (ბათუმი) - არმია (თბილისი)

1/04 @ 16.00

სხვ

მ-წ *ფ

$

აია ქუთაისი

53

+98

12-4

5

ჯიქი გორი ^

52

+160

10-5*1

10

ლელო სარასენს

52

+91

10-3*3

6

ლოკომოტივი

51

+106

10-5*2

7

ბათუმი

49

+136

10-4*2

5

აკადემია

42

+46

9-7

6

არმია

37

-12

8-8

5

არმაზი

19

-128

3-13*1

5

ბაგრატი ქუთ

18

-297

3-14

6

ყოჩები ბოლნისი

14

-200

2-14*1

4


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:16 | 02.04.2017
პანტელეიმონი (1218)

სუპერ "დიდი ათი" ! ! !

0.080511