საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ოთხშაბათს, 5 აპრილს რაგბის ქომაგებს და სპორტულ ჟურნალისტებს დიდუბის საგამოფენო სივრცის მე-2 პავილიონში არაოფიციალურ გარემოში შეხვდება.
შეხვედრა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, 18:30 საათზე დაიწყება, რათა დაინტერესებულ პირებს შეხვედრაზე მისვლაში ხელი არ შეეშალოთ.
სვანიძე რაგბის ქომაგებს პირველად შარშან მაისში ‘შევარდენზე’ შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა შეკითხვას. ინტერესიდან და გულშემატკივრების რაოდენობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ამჯერად შეხვედრა დიდუბის საგამოფენო სივრცის მე-2 პავილიონში გაიმართოს.
გულშემატკივრისთვის ესაა შესაძლებლობა, რომ პირველი პირისგან პირადად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრის ხანგრძლივობა შეუზღუდავია.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია და აუცილებლად ვეცდები რომ მისვლა მოვახერხო
ექსპო-ჯორჯიაში მითხრენ რო მესამე პავილიონში იქნება შეხვედრაო.
რაღა 5 აპრილს, როგორ მინდოდა ამ შეხვედრაზე დასწრება
თან რამდენიმე კითხვაც მქონდა ჩამოწიკწიკებული.
ეგ მეორე პავილიონი სადაა?
ბატონო გოჩა, იქნებ სამ მხრივი შეხვედრის ფორმატზეც შევთანხმდეთ; რაგბის კავშირი, გულშემატკივრები და სპონსორები (გენერალურუ და დანარჩენი სპონსორები).
თუ წელსაც ვერ შეძლებს საქართველოს რაგბის კავშირი მინიმუმ ორი კლუბის ("დიდი 10"-ის ფინალისტების) მონაწილეობის უზრუნველყოფას ევრო ტურნირებზე, სერიოზულ ანტი-პიარულ ღონისძიებებს უნდა მივმართოდ გულშემატკივარმა ! ! !
მოთმინების ფიალა აივსო გოჩა ბატონო ! ! !
მეჩვენება რომ გენერალურ სპონსორს ძალიან იაფად მივეცით საქართველოს უპირველეს ეროვნულ ნაკრებზე თავისი ლოგოს განთავსების უფლება, ამიტომ ვფიქრობ ანტი-პიარი პირველ რიგში სპონსორების მისამართით უნდა იყოს მიმართული.
მადლობა ბატონ გოჩას, ნამდვილად მაინტერესებს დასწრება