დღეს ჩელენჯ კაპის შესარჩევი ეტაპის ორრაუნდიანი პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართება და მათგან ერთს საქართველო, რუსთავი უმასპინძლებს.
რთული კლიმატური პირობების გამო, ტურნირის ორგანიზატორმა EPCR-მა კრასნოიარსკის კლუბებს - რუსეთის ჩემპიონ „ენისეისა“ და ვიცე-ჩემპიონ „კრასნი იარს“ საშინაო შეხვედრების საკუთარ მოედანზე გამართვა აუკრძალა. ციმბირელებმა ალტერნატივის ძებნა დაიწყეს და „კრასნი იარმა“ არჩევანი რუსთავის სარაგბო სტადიონზე შეაჩერა, სადაც შარშან წინასასეზონო შეკრება გამართა.
რუსეთის ვიცე-ჩემპიონი 10 დღეზე მეტია, საქართველოში იმყოფება და შეკრებას მარტყოფის ბაზაზე გადის. ამ გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე, ასევე ქართველი ბურჯიი მიხეილ წიკლაური და ქუთაისელი ძმები - ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები თამაშობენ. ჩელენჯ კაპის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის მატჩებისთვის „კრასნი იარმა“ საქართველოს ნაკრების კიდევ ორი მორაგბე დაიმატა - მორკინალი ლაშა ლომიძე და უკანახაზელი გიორგი ფრუიძე.
„კრასნი იარის“ მეტოქე რუმინეთის ჩემპიონი „ტიმიშოარა სარასენსია“. მატჩი 15 საათზე დაიწყება, მასზე დასწრება თავისუფალია და მსურველებს თამამად შეუძლიათ ეწვიონ რუსთავის სარაგბო სტადიონს. მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამი ბორჯღალოსანი დააყენა. ლაშა ლომიძე შერკინების მეორე ხაზში ითამაშებს, ხოლო ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე შუმარბები იქნებიან. თამაშს იწყებს კვაჭი ვალერი ცნობილაძეც, ხოლო მიხეილ წიკლაური თადარიგშია.
მათ, ვინც თამაშზე ვერ მივა, მისი ხილვა შემდეგ მისამართზე შეეძლება:
http://rrpl.ru/news/krasnyiy-yar-timishoara-live/
„ენისეი“ პირველ თამაშს სტუმრად, იტალიაში გამართავს. მისი მეტოქე „მოლიანოა“. თამაში თბილისის დროით 16:30-ზე დაიწყება.
ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაშია საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა. ამ შეხვედრებისთვის გუნდს დაუბრუნდა მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელსაც ფეხი აწუხებს და მწვრთნელებმა ის თადარიგში დასვეს.
მატჩის პირდაპირი ტრანსლიაციის ხილვა შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რცხვენოდეს ჩვენს ბიზნესმენებს, 2O -მა ბიზნეს ჯგუფმა, რომ 10 000 დოლარი დადოს ერთ ქართულ გუნდს მაინც ვათამაშებდით რომელიმე ევროტურნირზე.
ჩვენი ბიჭებისთვის არ არის ცუდი, გამოცდილებას მიიღებენ.
საფრანგეთში ყოფნას და სათადარიგოზე ჯდომას თუნდაც რუსულ კლუბში თამაში არ ჯობია?
და რატო უნდა იჯდეს სათადარიგოზე??
ლომიძე-ფრუიძე-მალაღურაძე ერთად, წარმატებები იმედია ფრუიძით დაინტერესდებიან ფრანგული ან ბრიტანული გუნდები, ლომიძე კი ისედაც დროებით არის ამ გუნდში))))