ლევან მაისაშვილი (“თბილისის კავკასიელების” მთავარი მწვრთნელი): “შეხვედრა დაიწყო თუ არა, უპირატესობა ჩვენს ხელში ავიღეთ. საწყის ეტაპზე, თამაშს აბსოლუტურად ვაკონტროლებდით, რასაც ლელო მოჰყვა. ამის შემდეგ დავუშვით შეცდომა, რამაც ზვიად მაისურაძის სინბინში გაშვება გამოიწვია. ამან, ჩვენს თამაშში გარდატეხა შეიტანა, რაც იტალიელთა ქულებზე აისახა. ისიც დაემატა, რომ პირველი ტაიმის დასაწყისში, 12 ნომერზე მოთამაშე გიორგი ტალახაძე დაგვემტვრა (მხრის ტრავმა), შესაბამისად, სიტუაცია ვეღარ გავაკონტროლეთ და ბევრი მომენტი ხელიდან გავუშვით.
მეორე ტაიმში ინიციატივა დავიბრუნეთ. მეტოქეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქულა არ ავაღებინეთ და შეხედრაში გარდატეხა ყველაზე მნიშველოვან მომენტში შევიტანეთ - ჯარიმა გავიტანეთ, ლელო დავდეთ, მაგრამ ბოლოში, მარტივად რომ ვთქვათ, არ გაგვიმართლა: დრო იწურებოდა. მოლებით და აიღე და მიეძალეთი ვერაფერს რომ გახდნენ, იტალიელებმა ბურთი შეაცურეს, ის ძელს მოხვდა, ასხლეტილი იტალიელ მოთამაშეს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა და ლელო დაგვიდო.
მთლიანობაში, იყო ბევრი მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. იყო მომენტები, სადაც არ გაგვიმართლა და იყო უხეში შეცდომებიც. საინტერესო იქნება ამ შეცდომების ანალიზის დროს განხილვა. კმაყოფილი, ცხადია, ვერ ვიქნები, ვინაიდან შემოტრიალებული თამაში დავთმეთ”.
ლუჩანო როდრიგესი (“როვიგოს” მოთამაშე): “ეს იყო თამაში, რომელშიც ვერ შევასრულეთ ის დავალებები, რომლებზეც განვლილი კვირების განმავლობაში ვმუშაობდით. გვსურდა მაღალ ტემპში გვეთამაშა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ძალიან კარგად ითამაშა და თავს თავისი თამაში მოგვახვია. მათ კარგად იცოდნენ, სად და როგორ შეექმნათ ჩვენთვის პრობლემები. შედეგით უკმაყოფილო ვარ და მქსიმუმს გავიღებთ, რათა განმეორებითი შეხვედრა ბევრად უკეთ ჩავატაროთ”.
დენის მაისტოროვიჩი (“როვიგოს” მორაგბე): “შეტევაში ბევრი ბურთი დავკარგეთ და ვერ განვახორციელეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. ძალიან დაძაბულებუი ვიყავით და ამდენი შეცდომაც ამის ბრალი უნდა იყოს. განმეორებითი მატჩისთვის უნდა გავაუმჯობესოთ ბურთის ფლობა და ვეცადოთ, თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ”.
ფილიპო ფრატი (“როვიგოს” მწვრთნელი): “დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ და უამრავი არასაჭირო შეცდომა დავუშვით. ბევრჯერ დაგვაკლდა ბოლო პასი, რითაც კარგად ისარგებლა მეტოქემ და რთულ სიტუაციაში ჩაგვაყენა. რვაკვირიანი მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ, ეს იყო პირველი რეალური თამაში და ამან, ჩვენს საშემსრულებლო ოსტატობაზე იმოქმედა. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ბურთებით ვვარჯიშობდით, მაგრამ თამაში სულ მთლად განსხვავებული ბურთით მოგვიწია და ამის გამო, ძალიან ბევრი ბურთი დაიკარგა. თუ ამ შეცდომებს შევამცირებთ, თბილისში ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. დღევანდელი შედეგით უკმაყოფილონი ვართ, თუმცა ამ გუნდის დამარცხება თავისუფლად შეგვიძლია”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია