დიდი 10

18:44 | 26.03.2017 | ნანახია 5369 - ჯერ

მეკოს წარმოდგენა და 34 ქულა

2016/2017 წლების დიდი 10-ის მე-16 ტურის მატჩში, მერაბ კვირიკაშვილმა ბოლნისის „ყოჩებს“ 4 ლელო დაუდო, 4 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაუტანა და 34 ქულა მოაგროვა.

საქართველოს ზედიზედ 4-გზის ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ აუტსაიდერს დიდ დიღომში დაუხვდა, 7 ლელო დაუდო და პრემიალური ქულით დაამარცხა - 49:17. თბილისელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და გამარჯვებულის ბედი 25 წუთში გადაწყვიტეს. თამაშში ყველაზე მეტად „ბორჯღალოსანი“ ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი გამოირჩა, რომელიც ბოლნისელებს დიდ თავისტკივილად ექცა.

„ყოჩებისთვის“ თამაში ცუდად დაიწყო, ცერცვაძემ მაღალი ბოჭვისთვის ყვითელი ბარათი პირველსავე წუთზე მიიღო და კვირიკაშვილმა ჯარიმა ცენტრიდან გაიტანა. მე-4 წუთზე „მეკომ“ ერთი შეტევისას ხაზი სუფთად ორჯერ გაჭრა და ლელო დაამიწა, მე-11 წუთზე მასზე ბოჭვები გაცუდდა და მართალია ბოლნისელები ლელოს გადარჩნენ, მაგრამ ჯარიმის ფასად და კვირიკაშვილმა კარის წინიდან გუნდს მორიგი 3 ქულა შემატა - 11:0.

შემადგენლობის გათანაბრების მიუხედავად „ლელო-სარასენსმა“ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა, ნოდარ ჭეიშვილმა ახლოდან შეუტია და მცველების მცდელობის მიუხედავად ლელო დაამიწა. 23-ე წუთზე კვირიკაშვილის ბურთის დაქნევამ მცველები კვლავ დააბნია და მანაც ბურთი ძელებსუკან დაამიწა. ორიოდე წუთში იგივე განმეორდა, ოღონდ ამჯერად კვირიკაშვილმა ლელოში ბურთი სანდრო თოდუას შეაყოლა და თავად გარდასახა - 30:0.

„ყოჩებმა“ პირველი ხიფათი მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შექმნა, როდესაც ირაკლი გეგენავამ ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა. ამას ჯარიმა მოყვა, ბოლნისელებმა მოლით მიძალების შემდეგ ბურთი ფლანგზე გაშალეს და ალამთან ლელო ჯაბა კიკვიძემ დაამიწა. კვირიკაშვილი ამას არ შეეგუა, საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, მბოჭავებს ქონწასმულივით დაუსხლტა და ლელო თავადვე გარდასახა - 37:5.

მეორე ტაიმში მეკოს წარმოდგენა გაგრძელდა, 49-ე წუთზე მის დაქნევას მცველები ისევ გაყვნენ და კვირიკაშვილმა თავისი მეოთხე ლელო დაამიწა - 44:5. ჩემპიონი მოდუნდა და „ყოჩებმა“ საპასუხოდ ორი ლელოს დადება მოახერხა. პირველ ჯერზე მიხეილ გაჩეჩილაძემ დერეფნის შემდეგ შეუტია და ის ხაზზე შეაჩერეს, ხოლო რაქიდან გამოსული ბურთი გიორგი ბეგაძემ დაამიწა. მერე ქოიავამ ყვითელი ბარათი მიიღო, „ყოჩებმა“ მეტობა გამოიყენა, ბურთი ფლანგზე ჩაათამაშა და ალამთან ცირეკიძემ დაამიწა. გეგენავამ ერთი გარდასახა - 44:17.

ბოლნისელებს ლელოს დადების მცდელობა კიდევ ჰქონდათ, თუმცა ბოლოს მორიგი 5 ქულა თავად მიიღეს. ბურთი სიხარულიძემ დაამიწა და „ლელო-სარასენსმა“ 49:17 მოგებით და 5 სატურნირო ქულის აღებით რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასრულების შანსი შეინარჩუნა.

„შევარდენზე“ „არმაზმა „ბათუმს“ დიდი ბრძოლა გაუმართა, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს, შესვენების შემდეგ თბილისელებმა ჯარიმა გაიტანეს, ბათუმელებმა ლელო დაამიწეს, ბოლო წუთზე კი, ჯარიმის დარტყმის უფლება „არმაზმა“ მიიღო და კიკნაძეს რომ გაეტანა მისი გუნდი დიდ 10-ში დასარჩენად დიდ ნაბიჯს გადადგამდა. მაგრამ ასე არ მოხდა და ერთ კვირაში „არმაზსა“ და „ყოჩებს“ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება.

დიდი 10. 2016/2017 წლების სეზონი.

XVI ტური. 26 მარტი

თბილისი. „ლელო-არენა“

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 49:17

თბილისი. „შევარდენი“

არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 10:12

26/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

აია ქუთაისი

16

12

0

4

2

3

0

325:227

+98

35/21

53

2

ჯიქი გორი ^

16

10

1

5

7

3

0

355:195

+160

43/17

52

3

ლელო სარასენს თბილისი

16

10

3

3

5

1

0

379:288

+91

50/27

52

4

ბათუმი ბათუმი

16

10

2

4

2

3

0

340:204

+136

34/15

49

5

ლოკომოტივი თბილისი

16

9

2

5

1

5

0

288:232

+56

31/23

46

6

აკადემია თბილისი

16

9

0

7

2

4

0

256:210

+46

26/23

42

7

არმია თბილისი

16

8

0

8

1

4

0

259:271

-12

24/30

37

8

ბაგრატქუთაისი

16

3

0

13

0

6

0

210:457

-247

20/61

18

9

არმაზი თბილისი

16

3

0

13

1

4

0

226:354

-128

23/45

17

10

ყოჩები ბოლნისი

16

2

0

14

0

4

0

203:403

-200

27/51

12

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

26/03 @ 16.25

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები

XVII ტური. 1-2 აპრილი

ლოკომოტივი - ბაგრატი, ჯიქი - ლელო-სარასენსი, ყოჩები - არმაზი, ბათუმი - არმია, აია - აკადემია


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:21 | 29.03.2017
არჩილ სოხუმელი (484)

გადავხედე საქართველოს ჩემპიონატში (დიდი 10) მონაწილე გუნდების შემადგენლობას. ძალიან ბევრი არაქრთული გვარები ვნახე.
1. გუნდი “სარაგბო კლუბი ბათუმი“
ნიუვენჰუიზენი კორნე 10/01/1992 194 115 4-5
შამულო იოან 08/09/1994 173 80 9
2. გუნდი სპორტული კლუბი არმია
გიორგი ვაშკლევიჩი 06/05/1998 190 90 6,7,8
3. გუნდი: „ბაგრატი“ ქუთაისი
კობზევ ოლეგ 05.04.1981 178 89 12/13
ნეპეივოდა ევგენი 15.09.1989 186 79 11/14
გოლოვ ალეკსეი 24.01.1992 191 98 10/15
ხოდინ რომან 06.09.1993 178 99 6/7/8
შეიძლება კიდევ არიან და გამომრჩა. მაინტერესებს - რომელი ქვეყნიდან არიან და თავიანთი ქვეყნის ნაკრებში თუ თამაშობენ? თუ გაქვთ ინფორმაცია არსებობენ თუ არა საბავშო სარაგბო გუნდები სომხეთსა და აზერბაიჯანში და აქვს თუ არა საქართველოს რაგბის კავშირს ურთიერთობა აზერბაიჯანელ, სომეხ და თურქ კოლეგებთან?

22:15 | 28.03.2017
პანტელეიმონი (1218)

გილოცავ მეკო ! ! !

0.071713