დიდი 10-ის 2016/2017 წლების სეზონი მორიგი წყვეტის შემდეგ კიდევ ერთხელ განახლდა. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე პაუზები აღარ იქნება და სამი ტური მიჯრით გაიმართება, რის შემდეგაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი ექვსეული და პირველ ლიგაში დაქვეითებული გუნდი გამოვლინდებიან.
მე-16 ტურის მატჩებიდან სხვებზე ადრე ქუთაისის „ბაგრატისა“ და თბილისის „აკადემიას“ შეხვედრა დაიწყო. „მხატვრები“ საჩემპიონო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან, რისთვისაც ამ თამაშის პრემიალური ქულით მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სტუმრებმა მიზნის მიღწევა მოახერხეს - 32:8.
ტურის ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც თბილისის „ლოკომოტივი“ გორის „ჯიქს“ მასპინძლობდა. ამ გუნდებს ექვსეული განაღდებული აქვთ და პლეი ოფში უკეთესი პოზიციიდან გასვლისთვის, ანუ პიირველ-მეორე ადგილის დაკავებისთვის იბრძვიან. „ჯიქმა“ პირველი ტაიმი მეტოქეზე უკეთ ჩაატარა და 20:6 დაწინაურდა. „ლოკომოტივმა“ შესვენების შემდეგ იმძლავრა და ორი გარდასახული ლელო მიითვალა, მაგრამ თავად ორი ჯარიმა გაუშვა და 20:26 მარცხისთვის მხოლოდ პრემიას დასჯერდა. გორელებმა 4 ქულა მიითვალეს და მეორე ადგილზე გამაგრდნენ.
რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირველ ადგილზე ქუთაისის „აიაა“, რომელმაც თბილისში „არმიასთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელებს პრემიის აღებაც შეეძლოთ. მათ პირველ ტაიმში ლელო არ გაუშვეს და 21:9 დაწინაურდნენ, თუმცა „არმია“ არ დანებდა და შესვენებამდე ერთის პასუხად ორი ლელო გაიტანა. „აიამ“ 26:23 იმარჯვა და „არმიას“ მცირედით მარცხისთვის პრემიალური ქულა შეხვდა, რამაც ექვსეულისთვის ბრძოლაში დარჩენის შანსი შეუნარჩუნა.
ხვალ კიდევ ორი თამაშია. „შევარდენზე“ „არმაზი“ „ბათუმს“ მასპინძლობს, ხოლო დიდ დიღომში ქვეყნის ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ აუტსაიდერ ბოლნისის „ყოჩებს“ დაუხვდება. შეხვედრები 14 საათზე დაიწყება.
25/03 @ 17.00 | ქ | სხვ | მ-წ *ფ | $ |
აია ქუთაისი | 53 | +98 | 12-4 | 5 |
ჯიქი გორი | 52 | +160 | 10-5*1 | 10 |
ლელო სარასენს | 47 | +59 | 9-3*3 | 5 |
ლოკომოტივი | 46 | +56 | 9-5*2 | 6 |
ბათუმი | 45 | +134 | 9-4*2 | 5 |
აკადემია | 42 | +46 | 9-7 | 6 |
არმია | 37 | -12 | 8-8 | 5 |
ბაგრატი ქუთ | 18 | -247 | 3-13 | 6 |
არმაზი | 16 | -126 | 3-12 | 4 |
ყოჩები ბოლნისი | 12 | -168 | 2-13 | 4 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წინ "დიდი 10" ! ! !