1:32-დან - "ორიაკის" შეტევა, რომელსაც მერაბ შარიქაძე (#12) ლელოთი აგვირგვინებს
რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების შუამარბი მერაბ შარიქაძე „ორიაკს“ დაუბრუნდა და პრო დ2-ის 25-ე ტურში აუტსაიდერ „ბურგუენს“ ლელო დაუდო.
23 წლის მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის მე-4 ლელო 32-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში 26:0 გახდა. შარიქაძე 54-ე წუთზე შეცვალეს, 58-ეზე კი თამაშში ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი ჩაერთო.
შარიქაძისთვის ეს მეორე ლელოა მიიმდინარე სეზონში, სულ კი საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში მას 4 ლელო აქვს გატანილი.
„ორიაკმა“ პრემიალური ქულაც აიღო, 60 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა და ტოპ 14-ში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1