20-წლამდელები

12:24 | 25.03.2017 | ნანახია 2842 - ჯერ

20-წლამდელები: მთავარი შეკრება მსოფლიოსთვის

ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება წლის ყველაზე მნიშვნელოვან სარაგბო მოვლენამდე საქართველოში - მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატამდე, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისში და ქუთაისში გაიმართება. ტურნისირ დროს მსოფლიოს 12 უძლიერესი 20 წლამდელთა ნაკრები და მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ჯგუფები >>>

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. თორმეტივე ნაკრები ოთხ გუნდიან სამ ჯგუფად გადანაწილდა. ჯგუფური ეტაპი 31 მაისს, 4 და 8 ინისს თბილისში - ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში - აია არენაზე გაიმართება. პლეიოფებსა და ფინალებს 14 და 18 ივნისს მიხეილ მესხის და ავჭალის სტადიონები უმასპინძლებენ.

მატჩების განრიგი >>>

მასპინძლები შევარდენზე ემზადებიან

საქართველო ამ დონის ტურნირს პირველად მასპინძლობს. უმცროსი ბორჯღალოსნებიც შესაბამისად მოტივირებულნი არიან, რათა მშობლიური პუბლიკის წინაშე სათამაშოდ განსაკუთრებულად მოემზადონ.

ნაკრებმა ტურნირისთვის მზადება 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სელექციის შემდეგ გუნდმა რამდენიმე შეკრება გაიარა და ასევე რამდენიმე საკონტროლო თამაში ჩაატარა.

შარშან ნოემბერში ბრიტანულ ტურნეზე იმყოფებოდნენ და ჩრდილოეთ ირლანდიური ‘ალსთერის’ დუბლშემადგენლობას და შოტლანდიის თანატოლთა ნაკრებს სძლიეს, ხოლო 2017 წლის იანვარში ზამთრის შეკრებაზე ‘ხარებს’, ‘ჯიქს, და ‘ლელო-სარასენსს’ მოუგეს. ახლა კი წინასატურნირო დასკვნითი, 9-კვირიანი შეკრების დრო დადგა, რომელიც 13 მარტს დაიწყო და რომლის მსვლელობისას მორაგბეებს შუალადებში დასვენებები ექნებათ.

კანდიდატთა სია შემცირდა და შეკრებაზე 35 მორაგბეა შესული, რომელთაგან 2 ტრავმირებულია და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ამ 35-ს ემატება 8 ლეგიონერი. ისინი კლუბების შემადგენლობაში ვარჯიშობენ და ჯერჯერობით უცნობია როდის შეუერთდებიან უმცროს ბორჯღალოსნებს.

მთავარი შეკრების ფარგლებში უმცროსი ბორჯღალოსნები სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ - როგორც ადრე გაცნობეთ საქართველოში სამხრეთ აფრიკული ვესტერნ პროვინსის აკადემიის (‘ზე რაგბის’ სამხრეთ აფრიკული ფრანჩიზის ‘სთორმერსის’ ბაზა) გუნდი 27 აპრილს ჩამოვა და პირველი არასტანდარტული თამაში (სამი 20-წუთიანი ტაიმი) 29 აპრილს გაიმართება, ხოლო 3 და 6 მაისს სრული საკონტროლო მატჩები ჩატარდება.

მზადება გეგმის მიხედვით

დასკვნითი შეკრება 13 მარტს დაიწყო და უმცროსი ბორჯღალოსნები ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე ყოველდღიურ ვარჯიშებს მართავდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე მზადების მიმდინარეობით კმაყოფილია:

„მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დასკვნითი შეკრება დავიწყეთ. ამ ეტაპზე ჩვენთან ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეები ვარჯიშობენ და პირველი სამი კვირა ყურადღება უმეტესად ფიზმომზადების და გამძლეობის ვარჯიშებს ეთმობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტურნირზე 19 დღეში 5 თამაშის ჩატარება გვიწევს და ამისთვის ფიზიკურად მზად უნდა ვიყოთ. 3 კვირის შემდეგ ბიჭებს 9-დღიანი დასვენება ექნებათ და ამის შემდეგ ფიზმომზადება და ბურთით ვარჯიში დაბალანსდება“.

მზადების მხრივ ნაკრებს პრობლემებს ლეგიონერების არყოფნა უქმნის, რომელთა ჩამოსვლის ვადა ჯერჯერობით უცნობია:

“ძალიან კარგია შეკრებაზე ტურნირამდე დიდი ხნით ადრე შესვლა რომ მოვახერხეთ, ეს აუცილებლად დაგვეხმარება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ლეგიონერების გამოძახებას. ამისათვის არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია და სრულად ფრანგული კლუბების კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული, ეს კეთილი ნება კი, ჯერჯერობით არ ჩანს.

“წინასწარი ინფორმაციით რამდენიმე მათგანი აპრილის ბოლოს, ‘ვესტერნ პროვინსის’ გუნდთან თამაშების წინ უნდა დაგვემატოს და იმედია ამ მხრივ პრობლემები არ იქნება. არიან მოთამაშეები, რომლებიც შესაძლოა ტურნირამდე მხოლოდ 5 დღით ადრე შემოგვიერთდნენ, როდესაც მათი ოფიციალურად გამოძახების უფლება გვექნება“ - ამბობს მაისურაძე.

მეორე პრობლემა ტრავმირებული მოთამაშეებია, თუმცა ამ მხრივ იანვართან შედარებით უკეთესობაა. ბიჭების ნაწილმა ტრავმები უკვე მოიშუშა და რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა.

“იანვრის შემდეგ ჩვენი შემადგენლობა სელექციის შედეგად შემცირდა. ამ მომენტისთვის ორი ტრავმირებული მორაგბე გვყავს და ისინი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. გიორგი კვესელაძემ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაცია საფრანგეთში გაიარა. ახლა ის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა და იმედია ტურნირამდე ფორმის აღდგენას მოახერხებს. მუხლი აწუხებს მირიან მოდებაძეს. სხვა მორაგბეებმა, რომლებიც იანვარში დაშავებულები იყვნენ, რეაბილიტაციის პროცესი დაასრულეს და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ“

20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები არგენტინის, სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ნაკრებები არიან, რის შემდეგაც პლეი ოფების დრო დადგება. მაისურაძე აქცენტს სწორედ პლეი ოფზე აკეთებს და ტურნირზე განაცხადში მყოფი 28-ე მორაგბისთვის თანაბარი სათამაშო დროის მიცემას აპირებს:

"ყველაფერი ისე მიდის, როგორც თავიდან დავგეგმეთ. ტურნირამდე ჯამში 9 თამაში გვექნება ჩატარებული. წინ რთული თამაშები გველის და სიტუაციას თუ რეალურად შევაფასებთ, ფორმის პიკი მეოთხე და მეხუთე თამაშებზე გვექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე მოედანზე რამის დათმობას ვაპირებდეთ. ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

“მოკლე დროში ამდენი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საჭიროა, რომ 28-ვე მორაგბე თანაბრად დაიტვირთოს. უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატისას ყურადღება აღდგენებს განსაკუთრებით მიექცევა. ტურნირის საქართველოში ჩატარებას ასევე დადებითი ერთ-ერთი მხარე აქვს - 28 მორაგბის გარდა ჩვენ აუცილებლად გვეყოლება რეზერვი. ეს ბიჭები გუნდთან ერთად იქნებიან და თუ ვინმე ტრავმის გამო გამოგვაკლდება, მათი ჩანაცვლება შედარებით უმტკივნეულოდ მოხდება”

მაღალი ინტენსივობა და ფიზმომზადება

რადგან დასკვნითი შეკრების პირველი სამი კვირა ფიზმომზადებას ეთმობა, საინტერესოა იმ ადამიანის მოსაზრების გაცნობა, რომელიც ბიჭების ფიზიკურ მზადყოფნაზეა პასუხისმგებელი. გიორგი ნადარეიშვილი თვლის, რომ ამ ეტაპისთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის:

“მეორე კვირაა რაც მთავარი შეკრება დაიწყო და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. რამდენიმე მორაგბეს მუხლის პრობლემა აქვს და ისინი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან, ძირითადი ჯგუფი კი პროგრამით გაწერილ გეგმას მიყვება. პირველი სამი კვირა კუნთის მასის და სისწრაფის მომატებაზე, ასევე გამძლეობაზე ვარჯიშობთ. გვაქვს დატვირთული, შედარებით მსუბუქიც და დასვენების დღეებიც, რათა ბიჭები არ გადავწვათ. ბურთით ვარჯიშებიც მაღალი ინტენსივობისაა და ჯერჯერობით ისიც ფიზმომზადებას ემსახურება.

“3 კვირის შემდეგ ბიჭებს 9 დღე ვასვენებთ, ოღონდ მე-4 დღიდან სპეციალური პროგრამით უნდა ივარჯიშონ, რათა შეკრებაზე შემოსვლისას მომზადებულები იყვნენ. დასვენების შემდგომი პერიოდი ასევე ფიზმომზადება იქნება, ოღონდ ძალის მომატებაზე ორიენტირებული, რასაც მცირედი კვლავ დასვენება და აფრიკელებთან თამაშები მოყვება. ეს თამაშები ასევე მოსამზადებელი ეტაპის ნაწილს წარმოადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მეტოქედ ასეთი ძლიერი გუნდი შეგვირჩია, რადგან სისწრაფეებთან შეგუება უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ და ‘ვესტერნ პროვინსის’ გუნდი ამაში ნამდვილად დაგვეხმარება”

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიიონატზე პირველად შარშან, მანჩესტერში იასპარეზეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და 12 უძლიერესს შორის ადგილი არა მხოლოდ მასპინძლობის უპირატესობით, არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს. ეს იყო პირველი გამოცდილება მწვრთნელთათვის და დავინტერესდით, რა შეცვალეს მათ გუნდის მზადებაში შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით:

“მთავარი ისაა, რომ წელს შარშანდელთან შედარებით მზადება 2 კვირით ადრე დავიწყეთ - 7 კვირის ნაცვლად 9 კვირას ვივარჯიშებთ. მეორე ისაა, რომ ძლიერ მეტოქეებთან სათამაშოდ აღარ გვიწევს შორეულ ტურნეში წასვლა (შარშან არგენტინასა და ურუგვაიში) და აფრიკელებს ისეთივე კლიმატურ პირობებში შევხვდებით, როგორშიც მთელი ტურნირი ჩატარდება. თავიდან ავიცილებთ მგზავრობით გამოწვეულ გადაღლილობას და შარშანდელთან შედარებით წელს თამაშები ტურნირთან უფრო ახლო პერიოდში ტარდება” - გვიყვება ნადარეიშვილი.

უმცროსი ბორჯღალოსნების რაზმი შეკრებაზე:

შერკინება: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), ივანე გელაშვილი (ვეფხვები), პეტრე ჯინჭარაძე (აია), ლევან ჭავჭავაძე (არმია), ლევან პაპიძე (ლელო სარასენს), თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენს), რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენს), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენს), ბექა საღინაძე (ლელო სარასენს), სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), ილია სპანდერაშვილი (არმია), არსენ მაჩალაძე (აია), შოთა არეშიძე (აია), გიორგი ნუცუბიძე (აია), თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), გელა მახარაშვილი (აკადემია);

ხაზი: გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), თედო აბჟანდაძე (აია), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო), სანდრო სვანიძე (არმაზი), დავით მესხი (არმია), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო), ბექა მამუკაშვილი (ლელო), მირიან მოდებაძე (აია), საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), გიორგი წიკლაური (ჯიქი), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), გიორგი კვესელაძე (არმაზი), ლუკა დვალიშვილი (არმაზი).

საფრანგეთიდან შემოგვიერთდებიან:

ლაშა ტაბიძე (ბორდო), ჯაბა შათირიშვილი (ლა როშელი), ომარ ოდიშვილი (პო), უჩა ჭეიშვილი (მონპელიე), გურამ პაპიძე (ლიონი), ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), გიორგი გოგოლაძე (მონპელიე), ლუკა იურინი (ლიონი).

სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე; მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი; მაწრთობები: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი; ფიზიო: ირაკლი შაორშიძე; ექიმები: რომან სახოკია, ლადო ჭელიძე; ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი; მენეჯერი: ოთარ იაშვილი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:33 | 26.03.2017
არჩილ სოხუმელი (484)

რუსეთის 20 წლიანებმა გერმანიას გადაუარეს. ყველაფერში აჯობეს. მგონი შედარებით ძლიერი ნაკრები ეზრდებათ.
0?'>http://rugger.info/news/13074':'>http://rugger.info/news/13074'))
ЧЕ U20: Россия смяла Германию
В четвертьфинале молодёжного первенства Европы подопечные Юрия Краснобаева деклассировали немецких сверстников.

Встреча прошла под проливным дождём, поэтому неудивительно большое количество игры вперёд и потерь мяча с обеих сторон.

Германия активно начала встречу и открыла счёт точным штрафным (0:3). После этого россияне перехватили инициативу и практически не отдавали её до конца игры. Тотальным преимуществом дружина Краснобаева владела в схватках. Первые три попытки юных «медведей» на счету нападающих. Ещё три заноса во втором тайме организовали четвертные. Немецкую команду хватило только на попытку престижа.

Самым результативным регбистом стал флай-хав Александр Будыченко, набравший 22 очка.

Россия (19) 47:10 (3) Германия
Результативные действия россиян:
Попытки: Машкин (17), Малышкин (25), Мишечкин (37), Будыченко (48), Гаврилов (61), Филиппов (68);
Реализации: Будыченко (25, 38, 49, 69);
Штрафные: Будыченко (44, 54, 80).

00:19 | 27.03.2017
BEERTRANCE (1073)

გერმანია რა საზომია.

17:48 | 26.03.2017
dede (87)

20 წლის მორაგბეები აქ ვეღარ იასპარეზებენ?

10:14 | 26.03.2017
krasni (587)

თქვენი დიდი იმედი გვაქვს.

15:48 | 25.03.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

15:11 | 25.03.2017
პანტელეიმონი (1218)

წრმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

0.083742