სიახლეები

19:59 | 24.03.2017 | ნანახია 1396 - ჯერ

აკადემიის გუნდების 5 მატჩიანი საერთაშორისო სერია

საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის გუნდები უახლოეს 11 დღეში 5 თამაშს უცხოელ თანატოლებთან გამართავენ. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკადემიების აღსაზრდელებთან სათამაშოდ ერთმანეთის მიყოლებით საქართველოში აბუ დაბი ჰარლექინზის და უელსური სენთ დევიდს კოლეჯის ჭაბუკთა გუნდები ეწვევიან.

აბუ დაბი ჰარლექინზ

სერიის პირველ მატჩს აღმოსავლეთ საქართველოს აკადემიის გუნდი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ‘აბუ დაბი ჰარლექინზის’ 15 წლამდელთა გუნდთან 25 მარტს მარტყოფის სარაგბო ბაზაზე 17 საათზე გამართავენ. მეტოქე უკვე საქართველოშია და ემზადება თამაშისთვის.

მეორე თამაში 27 მარტს, 15 საათზე ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზის ხელოვნურ საფარიან მოედანზე შედგება.

ხოლო მესამე მატჩისთვის ‘აბუ დაბი ჰარლექინზი’ ქუთაისში გაემგზავრება, სადაც მათ დასავლეთ საქართველოს აკადემიის გუნდი აია არენაზე 29 მარტს 16:00 საათზე უმასპინძლებს.

‘აბუ დაბი ჰარლექინზი’ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მცხოვრები სარაგბო და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ დაარსებული გუნდია, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების პირველობაზე თამაშობს. 15 წლამდელთა შემადგენლობაში 13 სხვადასხვა ქვეყნის მორაგბე თამაშობს, მათ შორის ავსტრალიელები, ბრიტანელები, ფრანგები, ირლანდიელები და სამხრეთ აფრიკელები.

სენთ დევიდს კოლეჯი

აბუ დაბელების შემდეგ თბილისს უელსური სენთ დევიდს კოლეჯის ჭაბუკთა გუნდი ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი ბრიტანული კოლეჯის გუნდი, რომელიც საქართველოში სარაგბო ტურნეს გამართავს.

უელსელ ჭაბუკებს 2 მატჩიან სერიაში აღმოსავლეთ საქართველოს რაგბის აკადემიის გუნდთი 1 აპრილს (მარტყოფის სარაგბო ბაზა) და 4 აპრილს (შევარდენი) ეთამაშება.

მომავალი მეტოქე ჩრდილოეთ უელსიდანაა და ‘სენთ დევიდის’ კოლეჯს წარმოადგენს, რომელიც 1965 წელს დაარსდა და სწავლება ალტერნატიული მეთოდით მიმდინარეობს. ეს მიზნად მოზარდის ყოველმხრივ განვითარებას ემსახურება და სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება სპორტი, კერძოდ რაგბი.

დღეისათვის კოლეჯში 13-იდან 16 წლამდე 250 მოსწავლე სწავლობს და მას ოთხივე ასაკობრივი კატეგორიის გუნდი ყავს. გუნდი მონაწილეობს Eyruri cup-ში და ბოლო ორი გათამაშების ფინალისტია და ‘ჯონი უილკინსონის’ თასის მოქმედი გამარჯვებულია. ამ გუნდის დევიზია „ძალა ერთობაშია“.

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:06 | 25.03.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.078781