6 ერი

12:36 | 24.03.2017 | ნანახია 2314 - ჯერ

სტიუარტ ჰოგი - 6 ერში საუკეთესო (+VIDEO)

ზედიზედ მეორე წელია, ექვსი ერის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ სტიუარტ ჰოგი სახელდება. ტურნირის ისტორიაში 24 წლის შოტლანდიელი ფულბეკი მხოლოდ მეორეა, ვინც მიჯრით ორჯერ აღიარეს უძლიერესად. 2006 და 2007 წლებში იგივე პატივი დიდებულმა ირლანდიელმა უკანახაზელმა ბრაიან ოდრისკოლმა დაიმსახურა და სულ ესაა.

რაც შეეხება ჰოგს, გასულ ნოემბერში ბორჯღალოსნებთან თამაში საუკეთესო დასტურია მისი უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობისა. ბრწყინვალე ფულბეკმა ექვსი ერის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე მოწყობილი გამოკითხვა დამაჯერებლად მოიგო - გამოკითხულთა ხმების 24%-ზე მეტი მიიღო და თითქმის 10%-ით მეორე ადგილზე გასულ ირლანდიელ მესამეხაზელ სიჯეი სტენდერს აჯობა.

„ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მოგება უზარმაზარი პატივია, თუ გავითვალისწინებთ, რა დონის კონკურენტები მყავდა. ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმა მომცა“, - ასეთი მოკლე კომენტარი გაუკეთა საკუთარ აღიარებას 24 წლის სქოთმა.

გასული პირველობის მოთამაშეთა ტოპ 10

1. სტუარტ ჰოგი (შოტლანდია) – 24,60%

2. სიჯეი სტენდერი (ირლანდია) – 14,95%

3. ლუი პიკამოლი (საფრანგეთი) – 12,84%

4. ჯო ლონჩბერი (ინგლისი) – 8,96%

5. ფინ რასელი (შოტლანდია) – 8,35%

6. კონორ მიურეი (ირლანდია) – 7,91%

7. ოუენ ფარელი (ინგლისი) – 7,61%

8. რის უები (უელსი) – 5,52%

9. სერჯო პარისე (იტალია) – 3,34%

10. კენ ოუენსი (უელსი) – 3,06%

ექვსი ერის ყველა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები

2017 - სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია)

2016 - სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია)

2015 - პოლ ოკონელი (ირლანდია)

2014 - მაიკ ბრაუნი (ინგლისი)

2013 - ლი ჰალფპენი (უელსი)

2012 - დენ ლიდიეიტი (უელსი)

2011 - ანდრეა მაზი (იტალია)

2010 - ტომი ბოუ (ირლანდია)

2009 - ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია)

2008 - შეინ უილიამსი (უელსი)

2007 - ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია)

2006 - ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია)

სტუარტ ჰოგის წლევანდელი მარგალიტები


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:59 | 24.03.2017
buratino (480)

მართლაც ძალიან მაგარი მოთამაშეა! ახლაც თვალწინ მიდგას ის მომენტი, როგორ მარჯვედ შეიცურა ბურთი ჩვენს 22-ში, როდესაც ჩვენი ნაკრების 4 წევრი (თოდუა, შარიქაძე და კიდევ ორი სხვა) სახტად დატოვა და ლელო დაგვიდო. ეეჰ, 15 ნომერზე ასეთი ფულბეკი რას დაგვხატავდა?!

0.077899