ამბები

22:44 | 23.03.2017 | ნანახია 5290 - ჯერ

ნოემბერში - ტონგა, ფიჯი და უელსი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2017 წლის ნოემბერში ტონგასა და ფიჯის ნაკრებებს უმასპინძლებს.

ცნობილია, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები უელსს კარდიფში ეწვევა - „დრაკონებს“ „მილენიუმზე“ 18-ში შეხვდება.

ერთი კვირით ადრე საქართველოში ტონგას ნაკრები ჩამოვა, ხოლო 25 ნოემბერს ფიჯი გვესტუმრება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:28 | 24.03.2017
DataN24 (215)

უკეთეს ტესტებს ვერც ვინატრებდით, აი აქ გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა თუ რა შეგვიძლია ამ ეტაპზე თაობათა ცვლის პროცესში, ასემგონია ერთათასზე ჩვენს ძველ გვარდიას უკვე აღარ აქვს ისეთი მოტივაცია, კუნძულებზე ბევრად მებრძოლები და აგრესიულები იყვნენ ივნისის ტესტებზე

12:38 | 24.03.2017
ანდროიდი (50)

ამ ეტაპზე ჩვენთვის შესანიშნავი ტესტები გვერგო!

12:23 | 24.03.2017
buratino (480)

ექვსი მართლაც მაგარი ტესტი გველის ამ წელს (2 უძლიერეს და 4 ძლიერ გუნდთან). არ მინდა ოცნებებმა წაგვიღოს მაგრამ თუ ვიყოჩაღებთ და ივნის-ნოემბერში ჩრდილო-ამერიკელებსა და კუნძულელებს ვაჯობებთ, ხოლო არგენტინა-უელსთან ვიბრძოლებთ, სრული შანსი გვაქვს ასე ნანატრი 10-ეულის წევრი გავხდეთ

10:48 | 24.03.2017
zangura (109)

მაგარი ტესტებია, მართლა მეტი რა გვინდა ამ ეტაპზე? 2 გრანდია და 4 კარგი დონის გუნდი (ერთ წელს).
დაჟე მე ფიჯისაც გრანდებში გავიყვანდი თუ სრული შემადგენლობით ჩამოვლენ. უძლიერესი მორაგბეები ყავთ. მარტო ნადოლო და ტუისოვა რად ღირს.
ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი "ა" ნაკრები არგენტინის "ა" ნაკრებს და ურუგვას ხვდება, სადაც ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი ახალგაზრდები.

მოკლედ კარგი ტენდენციაა, ყოველწლიურად იზრდება ტესტების ხარისხი.

12:07 | 24.03.2017
dede (87)

ნაკარავა დაგავიწყდა)))

14:32 | 24.03.2017
zangura (109)

კი : )

10:31 | 24.03.2017
BEERTRANCE (1073)

ტონგა და ფიჯი დასამარცხებლები გვყავს.

0.082948