მსოფლიო რაგბმა 2020-2032 წლების პერიოდში პირველი და მეორე დონის ნაკრებებს შორის ურთიერთშეხვედრები 39%-ით გაზარდა, თუმცა მეორე დონის გუნდებს მოწინავეებთან მეტი თამაშის შანსი წლევანდელ ივნისშიც ექნებათ.
მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ივნისში წყნარი ოკეანის გუნდები პირველი დონის მეტოქეებთან ჯამში 5 თამაშს გამართავენ; ფიჯი ავსტრალიის, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება; ბორჯღალოსნები ამერიკული ტურნეს ფარგლებში არგენტინას ეწვევიან; ირლანდია ჯერ აშშ-ს შეხვდება და მერე იაპონიასთან ორ თამაშს გამართავს.
2017 წლის ივნისის საერთაშორისო კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ბევრი თამაში გაიმართოს პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის. გარდა ამისა, ივნისში 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის რამდენიმე გადამწყვეტი მატჩია ჩანიშნული და რაგბის ქომაგს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლება.
ბორჯღალოსნები მოგზაურობას კანადიდან იწყებენ (11 ივნისი) და ამერიკის გავლით (17 ივნისი) არგენტინაში ჩავლენ (24 ივნისი).
ურუგვაიში 10, 14 და 18 ივნისს მსოფლიო რაგბის ერთა თასი გაიმართება, რომელშიც მასპინძლების გარდა ნამიბიის, ესპანეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდები, ასევე არგენტინა XV და "მზარდი იტალია" მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ არგენტინასთან ტესტ-მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების გადახალისებული გუნდი საქართველო XV-ის სტატუსით ჯერ არგენტინა XV-ს, მერე კი ურუგვაის ეთამაშება.
ივნისის ტესტებზე პირველი დონის გუნდებთან სამ თამაშს გამართავს ფიჯი - ავსტრალიას მელბურნში ეწვევა, ხოლო შინ იტალიასა და შოტლანდიას მიიღებს; იაპონიაში ჩავა და ორ თამაშს გამართავს ირლანდია; ტონგასა და სამოას ეწვევა უელსი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან კარგია, იმედია გამოვიყენებთ განვითარებისთვის.
მართლაც კარგი ტესტებია და სწორედ აქ უნდა დავამტკიცოთ რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენთ. ამ წუთას რაიმე პროგნოზების კეთება უადგილოა, მაგრამ თუ ზოგადად ვიმსჯელებთ, მაშინ ასე ვიტყოდი: უელსსა და არგენტინას ბრძოლა უნდა გავუმართოთ, ხოლო დანარჩენებთან მოსაგებად ვიომოთ
მაგარი ტესტებია, მართლა მეტი რა გვინდა ამ ეტაპზე? 2 გრანდია და 4 კარგი დონის გუნდი (ერთ წელს).
დაჟე მე ფიჯისაც გრანდებში გავიყვანდი თუ სრული შემადგენლობით ჩამოვლენ. უძლიერესი მორაგბეები ყავთ. მარტო ნადოლო და ტუისოვა რად ღირს.
ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი "ა" ნაკრები არგენტინის "ა" ნაკრებს და ურუგვას ხვდება, სადაც ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი ახალგაზრდები.
მოკლედ კარგი ტენდენციაა, ყოველწლიურად იზრდება ტესტების ხარისხი.
ნორმალური ტესტებია. მთავარია გამოვიყენოთ.
ტონგა-უელსი-არგენტინა-ფიჯი-ამერიკი-კანადა, მეტი უკეთესი რა ტესტები გინდათ? გავიხსენოთ 3-4 წლის წინ სწორედ ამ ამერიკა-კანადასთან ტესტი გვიხაროდა და თუ ტონგა გამოერეოდა ვგიჟდებოდით... ეხლა კი ტონგაზე გაცილებით ძლიერი ფიჯი ჩამოდის და პლიუს არგენტინა-უელსი, რომლებზეც მაშინ არარეალური იყო...
ფიჯის უფრო სერიოზულ მეტოქეებთან მოუწევს თამაში ვიდრე ჩვენ, მაგრამ რაც არის ესეც კარგიაა