საფრანგეთი პრო დ2

13:40 | 23.03.2017 | ნანახია 2886 - ჯერ

დღეს მჭედლიძე "აჟენის“ სასტარტოში იქნება (+VIDEO)

დღეს, „აჟენისა“ და „ოიონას“ შეხვედრით, საფრანგეთის პრო დ2-ში 25-ე ტური დაიწყება. ეს ტურის ცენტრალური მატჩი ხომ არის და არის, მაგრამ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე და სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ წლეულს ფრანგთა მეორე ელიტურ ჩემპიონატში ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჯერ არ გამართულა.

„აჟენი“ 70 ქულით მე-2 საფეხურზეა, „ოიონას“ 1 ქულით მეტი აქვს და ცხრილს სათავეში უდგას. მატჩის შედეგს კი უდიდესი მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ რეგულარული პირველობის, ანუ ტურის 30 შედეგად პირველ ადგილზე გასული გუნდი ტოპ 14-ში ავტომატურად დაწინაურდება. მომდევნო 4 ადგილზე განლაგებულები პლეი-ოფში კიდევ 2 საგზურს გაითამაშებენ. ასე რომ, ლიდერთა თამაშის საბოლოო ანგარიშს ამ სტადიაზე უდიდესი სატურნირო დატვირთვა აქვს.

რატომ გვაინტერესებს ეს თამაში? თუნდაც იმიტომ, რომ მასში გარანტირებულად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე. შეგახსენებთ, თვის დასაწყისში, მონტობანში მოგებული მატჩისას მჭედლიძემ თანაგუნდელი აგრესიული მეტოქისგან დაიცვა, თუმცა აკრძალული ილეთით, რისთვისაც წითელი ბარათი და სამკვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. დრო გავიდა და თაზო „აჟენის“ სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა (იხ. ვიდეო).

ნაკრებიდან კლუბში დაბრუნდა აჟენის კიდევ ერთი ქართველი - ბურჯი გიორგი თეთრაშვილი „აჟენის“ მარქაფაში იქნება და თამაშში ალბათ მეორე ტაიმში ჩაერთვება. ასევე შეცვლაზეა მოსალოდნელი მისი თანაამპლუელის, გიორგი ვეფხვაძის თამაში, ვინც „ოიონას“ სამატჩო განაცხადშია შეყვანილი. აი, ვეფხვაძის თანაგუნდელი და ასევე ბურჯი ირაკლი მირცხულავა კი ტურს გამოტოვებს, ისევე, როგორც აჟენელი ვახტანგ ახობაძე, ისიც ბურჯი.

მატჩი თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:25 | 24.03.2017
dinamo222 (692)

მაგარი დებილი დამრტყ,ე;ლები ყავს აჟენს და მაგირომაც აგებენ 6-14 ! ბურთი ვერ გამოუტანიათ საკუთარი 22 დან წესიერი დარტყმით @2

00:26 | 24.03.2017
dinamo222 (692)

უკვე 6-21 !

20:19 | 23.03.2017
პანტელეიმონი (1218)

თაზო კარგი კაცი ხარ.

17:27 | 23.03.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.077105