ეროვნული ნაკრები

12:29 | 23.03.2017 | ნანახია 10563 - ჯერ

ექვსი ერის გუნდები თბილისში

‘მსოფლიო რაგბის’ გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს პირველი დონის გუნდებთან თამაშების რაოდენობა გაეზრდებათ.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი სამუშაო პროცესი, რომელშიც ‘მსოფლიო რაგბთან’ ერთად მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. საქართველოს ინტერესებს საქართველოს რაგბის კავშირი და მისი წარმომადგენელი ‘რაგბი ევროპასა’ და ‘მსოფლიო რაგბში’ გიორგი ნიჟარაძე იცავდნენ.

„მინდა ყველას მივულოცო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. 2020 წლიდან პირველი დონის გუნდებთან უფრო მეტი თამაშის ჩატარების და მათი თბილისში ხილვის საშუალება გვექნება. სიახლე არ ეხება მხოლოდ საქართველოს და ამ სიკეთით მეორე დონის ყველა ნაკრები ისარგებლებს.

ამ ეტაპზე მოხდა შეთანხმება პრინციპზე და უშუალოდ რომელი გუნდი როდის გვეწვევა, ეს იაპონიის მსოფლიო თასის მსვლელობისას გაირკვევა. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ქვეყნების ნაკრებები“ - გვითხრა გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც პირადად იყო ჩართული მოლაპარაკებებში:

„საკითხზე აქტიურად მუშაობდა მთელი რაგბის კავშირი და მათ შორის მეც, როგორც სრკ-ს წარმომადგენელი „მსოფლიო რაგბში“. საქართველოში სტუმრობისას მარკ იგანი სრკ-ს პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს შეხვდა, სადაც საქართველოს პოზიცია საბოლოოდ დაფიქსირდა, რის შემდეგაც იყო კიდევ ერთი შეხვედრა და ‘მსოფლიო რაგბმა’ საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გაახმაურა“.

ცნობილია, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩების ჩატარების პერიოდმა ივნისიდან ივლისში გადაიწია და სწორედ ზაფხულში ეწვევიან ჩვენს ქვეყანას ექვსი ერის წარმომადგენლები. ამავე პერიოდში ბორჯღალოსნებს ექნეთ ტურნე ოკეანეთში, სამხრეთ ნახევარსფეროში, ან ამერიკაში.

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და როგორც საქართველოში, ასევე რუმინეთში, ექვსი ერის წარმომადგენლები ყოველ წელს აუცილებლად ჩამოვლენ. გარდა ამისა, ივლისში გვექნება ტურნეები ოკეანეთში და ამერიკის კონტინენტზე, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც შესაძლოა ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებს ვეთამაშოთ“.

2014 წლიდან დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ყოველი წლის ნოემბერში ექვსი ერის წარმომადგენლებთან მინიმუმ თითო გასვლით შეხვედრას ვატარებთ და ეს ტრადიცია მომავალშიც შენარჩუნდება. ამრიგად, 2020 წლიდან ბორჯღალოსნებს წლის განმავლობაში მინიმუმ ორი თამაში ექნებათ ექვსი ერის გუნდებთან (ერთი შინ და ერთი სტუმრად) და გვექნება შანსი, რომ კიდევ ერთი მატჩი ჩავატაროთ პირველი დონის რომელიმე ნაკრებთან. გარდა ამისა, ივლისისა და ნოემბერის ტესტებზე კვლავ შევხდებით სამოას, ფიჯის, ტონგას, იაპონიის, აშშ-სა და კანადის ნაკრებებს.

ამ მნიშვნელოვან ცვლილებას ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი გამოეხმაურა და მას მეორე ეშელონის გუნდებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა:

„ეს წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეორე ეშელონის ნებისმიერი სარაგბო ქვეყნისთვის. ახალი კალენდრის საკითხს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ და ბედნიერი ვარ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნა მიღებული და ის უკვე 2020 წლიდან შევა ძალაში.

ამას საქართველოს და სხვა მეორე ეშელონის ქვეყნების თვალით რომ შევხედოთ - წარმოიდგინეთ, რომ ახლა 16 წლის მორაგბე ხართ და მიხვდებით რამდენ პერსპექტივას მოგიტანთ ეს ახალი კალენდარი სულ რაღაც 4 წელიწადში.

ახალი კალენდრის უმთავრესი დადებითი მხარე ისაა, რომ ჩვენ გვექნება პატივი ვუმასპინძლოთ ისეთ ნაკრებებს, როგორიცაა შოტლანდია, უელსი, ინგლისი, ირლანდია და თუნდაც ოლ ბლექსი. თუ გვინდა, რომ ყოველი შემდგომი მსოფლიო თასი უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო”.

‘მსოფლიო რაგბი’ იმედოვნებს, რომ ამ ცვლილებით მზარდი სარაგბო ქვეყნების ინტეგრირება გაადვილდება. ზაფხულის ტესტების ივნისიდან ივლისის პირველ სამ კვირაში გადატანის მიზანია, რომ ‘ზე რაგბის’ სეზონი შესვენების გარეშე ჩატარდეს და სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრებებს მოსამზადებლად მეტი დრო დარჩეს. ეს ცვლილება ბორჯღალოსნებსაც წაადგებათ, რადგან ივნისში საფრანგეთში სეზონი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ან ახალი დასრულებულია და მწვრთნელები პრაქტიკულად ვერასდროს ახერხებდნენ უძლიერესი შემადგენლობის შეკრებას, 2020 წლიდან კი, ამის შესაძლებლობა იქნება და შესაბამისად, ექვსი ერის წარმომადგენლებსაც უძლიერესი მოთამაშეებით დავხდებით.

საქართველოის რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:29 | 24.03.2017
ogafa (407)

კარგია უძლიერესებთან ტესტდბი

00:43 | 24.03.2017
dinamo222 (692)

ნიჟარაძე დააბრუნონ ფერდერაციის პრეზიდენტად !! ახალი ფედერაცია არაფრის მაქნისი არაა და რაც ეგენი მოვიდნენ უკან უკან მიდის საქმე @@@

22:31 | 23.03.2017
orioni (88)

ამერიკას და იაპონიას მერამდენედ სტუმრობენ 6 ერის ქვეყნები? ვითომ ჩვენზე რამით იყვნენ ძლიერი, თურმე მათთან ჩაფრენა უფრო ადვილია ბრიტანეთიდან ვიდრე ბორჯღალოსნების პატარა და ღარიბ ქვეყანაში, რომელიც ასე შორი ყოფილა და გზაში იღლებიან თურმე.... 2020 დან რომ ჩამოვლენ დიდი ზარზეიმით გვამცნეს...

20:15 | 23.03.2017
პანტელეიმონი (1218)

სუპერ ! ! !

16:21 | 23.03.2017
zangura (109)

ნახეთ რა მაგარი ინფოააstripslashes((strlen('http://rugger.info/news/13009')>0?' http://rugger.info/news/13009':' http://rugger.info/news/13009'))

18:05 | 23.03.2017
buratino (480)

ვააა, თუ ნაღდია მართლაც მაგარია! ამ წლის ნოემბერში სწორედაც ტონგას და განსაკუთრებით ფიჯის მასპინძლობა მსურდა, რათა ნათლად გამოჩნდეს რა დონეზე ვართ. უელსთან გასვლა ისედაც ცნობილი იყო მაგრამ "მილენიუმზე" თამაში ეს უკვე ჩვენების დაფასებაა! ერთადერთი ის არ მომწონს რომ უელსის თამაში თბილისში გასამართ მატჩებს შორის არის (შუაშია), რაც ბიჭებს ზედმეტად გადაღლის (ხანგრძლივ ფრენებს ვგულისხმობ)

10:34 | 24.03.2017
zangura (109)

ხო ჯობდა უელსთან ბოლო ტექსტი გვქონოდა ნოემბერში. ზედმეტი გადაფრენა გადმოფრენა მოუწევთ.

15:44 | 23.03.2017
alfadhirhaiti (110)

რა ამბავია 2020 წელი, გადაედოთ 2030 წლამდე მაინც...

15:01 | 23.03.2017
krasni (587)

ეს ჩვენთვისაა სიახლე, თორემ ამერიკა და იაპონია შარშანაც მასპინძლობდნენ გრანდებს და წელსაც უმასპინძლებენ. არა უშავს, მოვა ჩვენი დროც და თბილისში, ქუთაისში ბევრს ვნახავთ წაქცეულს.

14:29 | 23.03.2017
BEERTRANCE (1073)

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და იმედია მოლოდინები გამართლდება.

0.101808