18-წლამდელები

16:31 | 22.03.2017 | ნანახია 2765 - ჯერ

18-წლამდელების მეორე მატჩი ფრანგულ შეკრებაზე

დღეს ღამით, ჩვენი დროით 22:30 საათზე ფრანგულ შეკრებაზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები მეორე საკონტროლო მატჩს გამართავენ.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდები რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატისთვის (ყოფილი ელიტ დივიზიონისთვის) ემზადებიან, რომელიც 6-16 აპრილს საფრანგეთში, ბრეტანში გაიმართება და ისინი მონპელიეში 12-დღიანი შეკრებით 13 მარტს გაემგზავრნენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 17 მარტს პირველი საკონტროლო თამაში გამართეს და ‘მონპელიესა’ და ‘ბეზიეს’ თანატოლთა გაერთიანებული გუნდი 33-17 დაამარცხეს.

დღეს ჩვენი მეტოქე ‘მონპელიესა’ და ‘ნარბონის’ გაერთიანებული გუნდია. პირველ მატჩთან შედარებით მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისეს და 12 კაცი შეცვალეს.

უმცროსი ბორჯღალოსნები მონპელიეში 24 მარტამდე რჩებიან, ერთი კვირით სამშობლოში დაბრუნდებიან და 2 აპრილს კვლავ საფრანგეთში, უკვე ევროპის ღია ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. მეოთხედფინალში ქართველების მეტოქე კანადის ნაკრები იქნება. თამაში 7 აპრილს გაიმართება.

დღევანდელ თამაშს ჩვენი 18-წლამდელები ასეთი შემადგენლობით იწყებენ: 15. ლევან ნარიმანიძე, 14. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. გიორგი ჭედია, 10. დავით გობეჯიშვილი, 9. ანდრო ახვლედიანი; 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. იროდიონ ქუცნიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

შეკრებაზე არიან: ლუკა ჭელიძე, ირაკლი მეთაფლიშვილი, სოსო ჭყოიძე, გია ხარაიშვილი, ნიკა წივწივაძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, იოანე იაშაღაშვილი, გიგი ლეშკაშელი; საბა ხურცილავა, მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე, რევაზ ხარაზიშვილი, გოჩა ჩანადირი, ლაშა ლომიძე, გიორგი ასათიანი, კონსტანტინე მარჯანიშვილი, ოთარ ძაგნიძე.

სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გიორგი მაისურაძე - ფიზ. მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:49 | 22.03.2017
პანტელეიმონი (1218)

აბა თქვენ იცით ბიჭებო ! ! !

17:28 | 22.03.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.081423