საფრანგეთი ტოპ-14

16:03 | 21.03.2017 | ნანახია 2869 - ჯერ

ზირაქაშვილი ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურშია

პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის გასული ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და საუკეთესო მოთამაშეც დაასახელა.

უიქ-ენდის საუკეთესო მორაგბედ „კლერმონის“ 24 წლის მესამეხაზელი პესელი იატო აღიარეს, ვისაც „პოსთან“ 65:13 მოგებულ მატჩში ლელო არ დაუდია და სულაც სინბინშიც კი გაატარა 10 წუთი, მაგრამ ჯანმაგარმა და უსწრაფესმა ფიჯელმა თავისი გუნდის 9 ლელოდან მინიმუმ ნახევარში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

სიმბოლურ ნაკრებში კიდევ სამი კლერმონელი მოხვდა და რაც მთავარია, მათ შორის დავით ზირაქაშვილიცაა. ლელო არც ვეტერან ბორჯღალოსანს ჩაუწერია საკუთარ ანგარიშზე, მაგრამ „ვულკანების“ შერკინების წინა ხაზის მიერ ოპონენტების გვემაში მისი მონაწილეობა უდიდესი იყო.

აქვე ტოპ 14-ის გასული ტურის სიმბოლური XV-იც:

15. მაქსიმ მედარი (ტულუზი)

14. ვენსან რატე (ლა როშელი)

13. მატიე ბასტარო (ტულონი)

12. ნაიჯელ ჰანტი (გრენობლი)

11. ალექსი პალისონი (ტულუზი)

10. ჟან-მარკ დუსენი (ტულუზი)

9. რიკი ჯენიური (ლა როშელი)

8. ჟან მონრიბო (ბაიონი)

7. სამუ მანოა (ტულონი)

6. პესელი იატო (კლერმონი)

5. ფლიპ ვან დერ მერვე (კლერმონი)

4. ტანერა ლეტიმერი (ბაიონი)

3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი)

2. ბენჟამენ კაიზერი (კლერმონი

1. სონა ტაუმალოლო (გრენობლი)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:54 | 21.03.2017
პანტელეიმონი (1218)

დავით გაიხარე, მოგვენატრა შენი თამაში ბორჯღალოსნებში, იქნებ იფიქრო დაბრუნება მეგობარო.

19:22 | 21.03.2017
mamulo (31)

კი ბატონო უნდა დაუფასდეს შრომაც და ყველას ყოველთვის ისე არ გამოგვდის საქმე როგორც გვინდა, მაგრამ ფაქტია რომ ჰეიგი არ არის მაღალი კლასის მწვრთნელი. მომავალზე რომ საუბრობს და წინ იხედება ეგ კარვია და კი ბატონო მაშინ ჩავაბაროთ რაგბის ბავშვთა აკადემია, ან ახალგაზრდული ნაკრები რომელიმე, მაგრამ ეროვნული ნაკრების დონეს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. გუნდს ბოლო თამაშებში არანაირი ტაქტიკა, გუნდურობა, თამაშის გეგმა არ გააჩნია და ამას ყველა ხედავს. სადაც მწვრთნელის გადაწყვეტილებაა საჭირო, ვერსად სწორ გამოსავალს ვერ პოულობს. დონე არ ყოფნის. გავიგეთ რომ კარგი კაცია, საქართველოში ცხოვრობს და ა.შ. მაშინ დიმიტრი გელოვანი დაგვენიშნა. მოკლედ უფრო მაღალი კლასის ტრენერი ჭირდებათ ბიჭებს

15:38 | 22.03.2017
BEERTRANCE (1073)

ყველას გვინდა კიდევ უფრო მაგარი მწვრთნელი, მარა ამ ასპექტსაც შეხედე: ჩვენ რა თანხის გაღებაც შეგვიძლია იმ ფულით ვინ მოგყავს უკეთესი? თორე ნიჟარაძემ 1-ელ გვითხრა, რომელიღაც ინგლისელ თუ სამხრეთ აფრიკელ მწვრთნელთან იყო მოლაპარაკება და ანაზღაურებაზე რო მიდგა საქმე რაგბკის კავშირის მთლიანი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი თანხა გვითხრაო.

პირადად ჰეიგი რასაც ვუხდით ვთვლი რომ მეტს გვიკეთებს იმ თანხაში.

20:52 | 21.03.2017
პანტელეიმონი (1218)

კი ბატონო, მეც პირადად არ ვეთანხმები მელიტონას ყველა გადაწყვეტილებას, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბში, ფიფიას თბილისის დინამო არ არის, რომ ყოველ სამ თვეში ვცვალოთ მწვრთვნელი.
რაგბის კავშირი ენდო ამ კაცს და კეთილი ვინებოთ მოვუცადოთ შედეგებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

0.079723