ეროვნული ნაკრები

13:57 | 21.03.2017 | ნანახია 5224 - ჯერ

რაგბი ევროპამ რეიტინგი ვერ შეგვიცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2017 წლის რაგბი ევროპის დაწყებას მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე შეხვდა და მისი დასრულების შემდეგაც ამავე პოზიციაზეა.

იყო შანსი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბორჯღალოსნები ისტორიულად ყველაზე მაღალ, მე-11 პოზიციაზე აღზევებულიყვნენ (რომელსაც ერთხელ უკვე შეწვდნენ), მაგრამ ამისთვის რუმინელთა დამარცხება იყო საჭირო (რაგბი ევროპის ჩემპიონატის სხვა შეხვედრების შედეგებს რეიტინგზე გავლენა არ მოუხდენია). მაგრამ ბუქარესტში 7:8 დავმარცხდით, რამაც 1,22 სარეიტინგო ქულა დაგვაკარგვინა და ახლა იაპონიას 1,3 ქულით ჩამოვრჩებით.

სხვა შედეგებს რაც შეეხება, ექვსი ერის დასკვნით ტურში უელსის მარცხმა ირლანდიას მოწინავე ოთხეულში დამკვიდრების შანსი მისცა და ეს ინგლისის ძლევით მოხერხდა. მსოფლიო თასის კენჭისყრისას ირლანდიელები პირველ კალათაში იქნებიან განთესილნი, რაც ისტორიაში პირველად მოხდება. წლევანდელი ექვსი ერის შემდეგ, ასევე პირველად ისტორიაში, მე-5 ადგილზე აღზევდა შოტლანდიის ნაკრები.

მსოფლიო რაგბის რეიტინგის ტოპ 30 (20 მარტი)

1 (1). ახალი ზელანდია 94,78

2 (2). ინგლისი 89,53

3 (3). ავსტრალია 86,35

4 (4). ირლანდია 84,66

5 (5). შოტლანდია 82,18

6 (8). საფრანგეთი 82,00

7 (7). სამხრეთ აფრიკა 81,79

8 (6). უელსი 81,36

9 (9). არგენტინა 79,91

10 (10). ფიჯი 76,46

11 (11). იაპონია 74,22

12 (12). საქართველო 72,92

13 (13). ტონგა 71,94

14 (14). სამოა 71,25

15 (15). იტალია 71,17

16 (16). რუმინეთი 70,15

17 (17). აშშ 66,79

18 (18). ესპანეთი 63,05

19 (19). ნამიბია 62,78

20 (20). რუსეთი 62,40

21 (21). ურუგვაი 61,24

22 (22). კანადა 59,63

23 (23). კენია 59,28

24 (25). პორტუგალია 58,87

25 (24). გერმანია 58,40

26 (26). ჰონკონგი 56,50

27 (27). ბელგია 55,87

28 (28). კორეა 55,50

29 (31). ჰოლანდია 53,98

30 (29). ჩილე 53,91


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:35 | 22.03.2017
BEERTRANCE (1073)

რეიტინგი სწორად ასახავს ხოლმე გუნდების სიძლიერეს. ჩემთვის კატასტროფა იქნება 70-ზე ქვემოთ ჩAმოსვლა. 75-ზე გამაგრება კი მნიშვნელოვანია რომ სწორედ აწეულ დონეს ვინარჩუნებდეთ.

სხვა მხრივ რეიტინგზე ეს ადგილი ის ადგილზე გამოკიდება არც ჩემთვის არის მანდამაინც საინტერესო.

6 ერზე იმდენად არ არის ბევრი სასაუბრო, მაგრამ იმის მიღწევა რო ამ ჯღანიან თასზე A ნაკრების გავიყვანოთ ხოლმე, ვთვლი რომ რეალურია და ამიტომ მეწყინა ეგ მარცხი.

11:28 | 22.03.2017
ანდროიდი (50)

სულსწრაფი ხალხი ვართ. დაგავიწყდათ რას ვთამაშობდით და სად ვიყავით სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ. და მართლა სად რაგბი და სად ფეხბურთი :-)

23:38 | 21.03.2017
test (124)

მეთოთხმეტე ადგილზე რომ ვიყავით მაგიტომ ვერ დავამარცხეთ მერვე ადგილზე მყოფი სამოა.. კარგი რა.. ძალიან კარგად იციან იქ ზევით რასაც "ნიშნავს" რეიტინგი, იტალია რომ მეთხუთმეტეზეა მაგიტომაა რომ ექვსი ერიდან აგდებენ ))))))) არაფერია არაფერი, მთავარია 2019 წელს გვქონდეს შედეგი და დანარჩენს მოუკვდა პატრონი ექვს ერში მაგ დრომდე არ მიგვიღებენ. მანამ რაღაც ახალი არ ვიპოვეთ თამაშში ვერც მეთერთმეტე ადგილი გვიშველის და ვერც მერვე და ა.შ. კაცმა არ იცის ხვალ იტალიასთან თამაში რომ დაგვინიშნონ მოვიგებთ თუ წავაგებთ, ფაქტია რომ იტალია ექვს ერში ამჟამად ყველაზე სუსტი გუნდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს იმას რომ იტალიას ექვს ერში თამაშის უფლება შემთხვევით მისცეს ან სულაც სუსტი გუნდია. და მერწმუნეთ არც რუმინეთია როგორც მინიმუმ რუსეთი, რაგბის თამაში რომ ვისწავლეთ დიდ წილად იმის დამსახურებაა რომ რუმინეთი ერთა თასზე დაუშვეს თავის დროზე და კიდევ მილიონი არგუმენტის მოყუვანა შეიძლება, ერთი სიტყვით ეს რაგბია და არა ფეხბურთი, აქ სულ სხვა სამზარეულოა და სხვა ქიმია.. და ძალიან გთხოვთ ნუ ავლებთ პარალელებს..

21:02 | 21.03.2017
პანტელეიმონი (1218)

მთავარი რა თქმა უნდა ახალგაზრდების გამოცდა და ნაკრებში სიღრმეების შექმნაა, მაგრამ ჩვენისთანა ქვეყნისთვის რეიტინგიც არგუმენტია და ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას უცხოელი ჟურნალისტები არა ერთხელ თავიანთ სტატიებში.

19:13 | 21.03.2017
mamulo (31)

აცადე-აცადეს ძახილით რა დღეში ჩავარდა ქართული ფეხბურთი ყველა ხედავს და რაგბისაც იგივე რომ არ დაემართოს მიტომ უნდა მოვთხოვოთ პასუხი ჰეიგსა და ფედერაციას. თავის დროზე ქეცბაიასა და არველაძეების თაობამ რომ ვერაფერს მიაღწია, მაშინ რომ აეტეხათ განგაში და აცალეთო არ ეძახათ ,იქნებ არ ჩავარდნილიყო ამ დღეში ქართული ფეხბურთი.

18:42 | 21.03.2017
Torres9 (48)

აზრი არ აქვს ამ რეიტინგს ვითვლით მარტო ჩვენ და მორჩა სხვას არავის არ აინტერესებს რომელზე ხარ,6 ერის ექვსივე ნაკრებს რო აჯობო მაინც უარს გვეტყვიან...ტრა.ში გაიკეთეთ ეგ თქვენი რეიტინგიო ასე გვეუბნებიან.
ფ უ ლ ი
ბ ა ბ ა
ფ უ ლ ი ო...

18:40 | 21.03.2017
Torres9 (48)

მართლა ნუ გაბურღეთ ბიჯო ტვინი ამ რეიტინგის და 6 ერის ყვირილით რა ამბავია რა ვერ შეიგნეთ რა აზრი აქვს ამ რეიტინგს.
მარტივადაა საქმე...იქნება ფული იქნება 6 ერი ან რომელიმე საკლუბო ევროტურნირი...ყველას კიდია ეს ჩვენი რეიტნგი თუგინდ ხუთეულში შევსულვართ და ჩვენც დავიკიდოთ...
მიდი მელიტონ მიაწექი 2019მდე ჯობია ისევ ხელით თამაში და გაშლილი რაგბი დავამუღამოთ...

18:15 | 21.03.2017
miriani (151)

ტვინი ნუ მოტ...ა ზოგიერთმა რა აქ... რეიტინგი..რეიტინგი...მაგარი მკიდია ეგ რეიტინგი თუ სიმართლე გინდათ, მთავარია 2019 მსოფლიოზე ნაკრები ფორმის პიკში იყოს და შედეგი დადოს და მანამდე პერიოდი სწორედაც ექსპერიმენტებისთვის და ოპტიმალური შემადგენლობის შესარჩევად გამოიყენოს ჰეიგმა... მელიტონ კაცი ხარ , მიდი მიაწექი "ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო"
და კიდე ერთი რეიტინგს გამოკიდებული საზოგადოება ვეჭვობ ობიექტურად ერკვეოდეს რაგბის არსში და წესებში.....

17:07 | 21.03.2017
mamulo (31)

დადეთ Hეიგის პრეს-კონფერენცია.საინტერესოა როთ გაამართლა ეს დამარცხება ,რომელიც 70%მისი ბრალი იყო.დაეყენებინა რუმინეთთან ნორმალური გუნდი?რა დანარჩენი თამაშები არ იყო საკმარისი ახალგაზრდების გამოსაცდელად? 1.22-ქულა კი დავკარგეთ და ეხლა ის მაინც აგვიხსნას რატომ იყო ასე ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი ნაკრები.რატომ არ ყავდა ნემსაძეს შემცვლელი(ესეც გაახალგაზრდავების ბრალია?)და რატომ დაკარგა თვითონ ჰეიგმა მოტივაცია?

17:17 | 21.03.2017
ანდროიდი (50)

რა ეტყობა მოტივაციადაკარგულის ჰეიგს? აქამდე რომ არ წაგვიგია მაგის ბრალია დიდწილად რაც ვნახეთ. იაპონიასთან წაგება მაინც უფრო ძლიერთან წაგებად ჩაგვეთვალა და ვერ იქონია სათანადო შედეგი. აი ეს კი კარგი ბიძგი და გამოცდილება იქნება. 2019 -ის კვერცხი ჯობია წლევანდელ ჩემპიონობას ოთხი წლის წინაც სულ ჰეიგს ლანძღავდა ხალხი. აცალეთ მუშაობა ხალხს.

14:53 | 21.03.2017
GiorgiG83 (525)

1.22 დაგვაკლდა, თუმცა პოზიცია არ დაგვიკარგავს

14:07 | 21.03.2017
BEERTRANCE (1073)

ნოემბერშიც შეგვეძლო მე-11ზე ასვლა მარა ....

17:37 | 21.03.2017
temuchin (431)

მეთერთმეტეზე ისედაც ვიყავით, მეათე შეგვეძლო.

0.137054