საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი და შუამარბი გიორგი კოშაძე 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვეები გახდნენ.
ორივე მათგანის ანგარიშზე 4-4 ლელოა. თხილაიშვილმა ლელოები ბელგიას, გერმანიას (2) და ესპანეთს დაუდო, ხოლო კოშაძემ ბელგია, გერმანია (2-ჯერ) და რუსეთი დაამწუხრა. მათ მსგავსად 4 ლელო მიითვალა გერმანელმა იაკობუს ოტომ.
საუკეთესო მექულე ესპანელთა ფულბეკი ბრედლი ლინკლეიტერი გახდა, რომელმაც 51 ქულას მოუყარა თავი (1 ლელო, 8 გარდასახვა და 10 ჯარიმა). მას 3 ქულით ჩამორჩა გერმანელი რეინორ პარკინსონი (1 ლელო, 11 გარდასახვა და 6 ჯარიმა), ხოლო მესამე რუმინელი ფლორინ ვლაიკუ იყო (2 ლელო, 12 გარდასახვა და 4 ჯარიმა - 46 ქულა). ბომბარდირთა სიაში მე-5 ადგილი ერგო ბორჯღალოსან მერაბ კვირიკაშვილს, რომელმაც 14 გარდასახვითა და 3 ჯარიმით ჯამში 37 ქულა მოაგროვა. მასზე 3 ქულით მეტი მოაგროვა რუსმა იური კუშნარიოვმა (1 ლელო, 10 გარდასახვა და 5 ჯარიმა).
ჯამში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ყველაზე მეტი, 19 ლელო გაიტანა და მოაგროვა ასევე ყველაზე მეტი, 136 ქულა. 16 ლელოთი და 122 ქულით მეორე იყო რუმინეთი, ხოლო რუსეთმა და გერმანიამ 14-14 ლელო მიითვალეს. საქართველომ გაუშვა ყველაზე ცოტა - 4 ლელო და 44 ქულა. ამ მხრივ მეორე ესპანეთი იყო - 5 ლელო და 54 ქულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი ბატონო უნდა დაუფასდეს შრომაც და ყველას ყოველთვის ისე არ გამოგვდის საქმე როგორც გვინდა, მაგრამ ფაქტია რომ ჰეიგი არ არის მაღალი კლასის მწვრთნელი. მომავალზე რომ საუბრობს და წინ იხედება ეგ კარვია და კი ბატონო მაშინ ჩავაბაროთ რაგბის ბავშვთა აკადემია, ან ახალგაზრდული ნაკრები რომელიმე, მაგრამ ეროვნული ნაკრების დონეს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. გუნდს ბოლო თამაშებში არანაირი ტაქტიკა, გუნდურობა, თამაშის გეგმა არ გააჩნია და ამას ყველა ხედავს. სადაც მწვრთნელის გადაწყვეტილებაა საჭირო, ვერსად სწორ გამოსავალს ვერ პოულობს. დონე არ ყოფნის. გავიგეთ რომ კარგი კაცია, საქართველოში ცხოვრობს და ა.შ. მაშინ დიმიტრი გელოვანი დაგვენიშნა. მოკლედ უფრო მაღალი კლასის ტრენერი ჭირდებათ ბიჭებს
კი ბატონო, მეც პირადად არ ვეთანხმები მელიტონას ყველა გადაწყვეტილებას, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბში, ფიფიას თბილისის დინამო არ არის, რომ ყოველ სამ თვეში ვცვალოთ მწვრთვნელი.
რაგბის კავშირი ენდო ამ კაცს და კეთილი ვინებოთ მოვუცადოთ შედეგებს მსოფლიო ჩემპიონატზე.
ბავშვთა აკადემია ფიზკულტურის მასწავლებლობა და ეგეთები ნამეტანია როგორც მახსოვს ქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან, ტაქტიკა სადაც დაგვჭირდა კი მოვიგეთ ყველგან მოსაგები თამაშები კუნძულებზეც და მსოფლიოზეც, ფაქტია რომ გულიანი კაცია და ჯერჯერობით მშვენივრად ირჯება ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ნაკრები ვართ ფაქტობრივად და ჰეიგს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის
კმარა დუმილი, დადეთ ბოლოსდაბოლოს რა ითქვა პრეს-კონფერენციაზე ან სარაგბო თემის შიგნით
თავიდანვე ცხადი იყო რომ შედეგზე არკეთდებოდა აქცენტი და ამას შეგუებულები ვიყავით!
გაახალგაზრდავებაც გინდათ და შედეგიც?? ეგრე არხდება, ჰეიგმა წინა თამაშის მერე თქვა ჩვენ ვთამაშობთ ისე, რის საშუალებასაც მეტოქე გვაძლევსო! ამ შემთხვევაში რუმინეთმა არმოგვცა ამაზე მეტის საშუალება, მაგრამ ეს ბიჭები 1-2 წელში მსგავსი პრაქტიკებით სერიოზულ დონეზე გავლენ!!
თუ შედეგი გგონიათ მთავარი მაშინ ნაკრებს გარეთ არიქნებოდნენ ჩილაჩავა, ასეიშვილი, ფეიქრიშვილი, მამუკაშვილი, ჩხაიძე, სუთიაშვილი, კოლელიშვილი, მალაღურაძე და მჭედლიძე..
გვიან სჯობს ვიდრე არასდროსო და მაინც უნდა გააკეთონ კომენტარი.
სადაა მწვრთნელების ინტერვიუები?
რატომ არ დებთ? ვინ რა თქვა, ვინ არ აზრის იყო რუმინეთთან ტამაშზე
ყველა მოგებული თამაშის მერე რომ დებდით ჰეიგის ინტერვიუს ეხლა მოკითხეთ ერთი წაგების მიზეზები და ისიც თუ ნემსაძის შემცვლელი რატომ არ ჰყავდა წაყვანილი.რატომ იყო გუნდი ფსიქოლოგიურად არასათანადოდ მომზადებული.თუ ხვდება მაინც,დიდი წილი მწვრთნელის ბრალი რომ იყო ეს წაგება.საინტერესოა რა თქვა მატჩიშ შემდეგ კონფერენციაზე.დადევით მისი ინტერვიუ თუ შეგიძლიათ.