2017 წლის ექვსი ერის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა იმ 12 გუნდის განთესვა, რომლებმაც 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ჯერ კიდევ 2015 წელს მოიპოვეს.
მოგეხსენებათ, იაპონიის საგზური საქართველოს ნაკრებსაც დაბევებული აქვს და კენჭისყრისას ის მესამე კალათაში იქნება. ამავე კალათაში იქნებიან არგენტინა, იაპონია და იტალია, ანუ ისინი 2019 წლის მსოფლიო თასზე არ შეგვხვდებიან.
პირველ კალათაში მოხვდნენ ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია და ირლანდია, ხოლო მეორე კალათაში არიან შოტლანდია, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა და უელსი.
მსოფლიო თასის დანარჩენი 8 საგზურისთვის გუნდები რთული შესარჩევი სისტემით იბრძვიან და კალათებში ისინიც მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაკავებული ადგილის მიხედვით განაწილდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://1tv.ge/ge/videos/view/180974/643.html')>0?'http://1tv.ge/ge/videos/view/180974/643.html':'http://1tv.ge/ge/videos/view/180974/643.html')) მილტონი ყავთ სტუმრად
ჩემი აზრი ასეთია. ვინც არ უნდა შეგვხვდეს მსოფლიოზე ჯგუფში, ყველასთან თამაში ჩვენთვის სასარგებლოა.სასწაულებზე ჯერ არ უნდა ვიოცნებოთ.ასეთი ძალით, რაც ახლა საქქართველოს ნაკრებს აქვს დიდი ალბათობით ჯგუფიდან მაინც ვერ გავალთ. ამიტომ მგონია, რომ თუ განვითარება გვინდა ჯობია უძლიერეს ნაკრებებს შევხვდეთ აქაც, რადგან 6 ერში ჯერ არ გვიღებენ და კარგი ტესტების სიმწირეა ამიტომ ჩვენი სურვილიც უნდა იყოს რაც შეიძლება |ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეთამშოთ. მაგალითად ასეთი ვარიანტი. 1. ახალი ზელანდია 2 სამხრეთ აფრიკა 3 საქართველო 4 ფიჯი 5 აშშ . ახლა ავხსნი ჩემი მოსაზრების ლოგიკას. აქა იქ 6 ერის წარმომადგენლებს ვეთამაშებით ხოლმე ტესტებზე. აი სამხრეთ ნახევარსფეროსთან თამაშის გამოცდილება არ გვაქვს დიდი. ჯობია სამხრეთელებთან ბევრი ვითამაშოთ, რადგან იგივე 6 ერის წარმომადგენლებთან გამოგვადგება ეს გამოცდილება. თუ რამე სენსაციას გამოვკარით ხელი ხომ კარგი, თუ არა და დიდი გამოცდილება შეგრჩება. იმშემთხვევასიც კი, თუ მესამე ადგილზეც ვერ გავედით, მაშინ მსოფლიოზე რაგბი ევროპიდან მაინც გავალთ. ასე რომ მე მგონია მსიერი მგლებივით უნდა ვიყოთ, როლებსაც გამოსავალი არა აქვთ და რომ დაპურდნენ აღარ უყურებენ მოწინააღმდეგის სისუსტეს. ყველაზე დიდი მსხვერპლს ირჩევენ.
მეც გამოვთქვი ძამიკო ეგ გულისტკივილი 2 დღის წინ, მაგრამ აქამდე არაფერი არ ისმის, განძრახ მალავენ, თუ რა ხდბე არვიცი, ვერსად ვერაფერს მივაგენი. თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია არ იყო დავიჯეროთ?
თუ ამას ვინმე კითხულობს, ატარა კრიტიკული აზრი უნდა გამოვთქვა რაგბის ჟურნალისტების მიმართ და საერთოდ როგორც რაგბი შუქდება იმაზე მიდა ორი სიტყვა ვთქვა. მეგობრებო, ჟურნალისტებო! თამაშებს ჩვენც ვუყურებთ და ინტერნეტი ჩვენც გვაქვს. ცხადია, არაა ცუდი და პირიქით მივესალმები ზემოთ სტატიას და საერთოდ რასაც წერთ რაგბიზე. მაგრამ მეც და ყველა რაგბის გულშემატკივარს ალბათ უფრო აინტერესებს ის, რაზეც თავად ხელი არ მიგვიწვდება. მაგ. რუმინეთი-საქართველოს თამასის მერე არ იყო პრესკონფერენცია? მწვრთნელებს და მოთამაშეებს აზრი არავინ კითხა? რამე დაწერა მსოფლიოს პრესამ ამ თამაშინ შესახებ? აი, რა გვაინტერესებს ჩვენ. თამაშის ანოტაციას რომ დებთ მარტო, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თამასი ჩვენც ვნახეთ და ვიცით რა დროს გავიდა ლელო და რა დროს ჯარიმა. ვინც ვერ ნახა ის კიდე ინტერნეტსი ნახავს თამაშს. ავიღოთ ეს სტატია მაგალითად. კარგია რომ დაწერეთ ამ ამბის შესახებ, რამეთუ ყველამ შეიზლება არ იცის როდის რა ხდება, მაგრამ საქმეში ჩახედული გულშემატკივარისთვის იმის ანალიზი უფრო საინტერესო იქნებოდა თუ ვინ შეიზლება მოხვდეს 4-5 ჯგუფში. ვის რა შანსები აქვს და რომელი გუნდთან შეიძლება მოგვიწიოს თამაში...ზემოთ რაც წერია, ეგ ხომ ცხადზე უცხადესია და ამას რაგბის ნებისმიერ საიტზე ვნახავთ. ასე, რომ ჩემი თხოვნა იქნება უფრო ისეთი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, რაზეც ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი. დამთავრდა თამაში და სამი დღე გავიდა. სრული დუმილია. თითქოს ეს თამაში მე-17 საუკუნეში ჩატარდა ისეთი მწირი ინფორმაციაა... მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვწერო, მისახვედრს მიმიხვდით ალბათ....მადლობა....
მართალი ხარ ძმაო მართალი, მაგრამ თხოვნის მაგ საქმეს არ ეშველება. რაც ჩვენ ჟUრნალისტების არაკვალიფიციურობაზე ვწერთ მაგრამ ვინ იბერტყავს ყურებს. მხოლოდ კომიპირება იციან. ხშირ შემთხვევაში ეგეც არ გამოსდით.
წელს 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე დავრწმუნდებით რომ საქრთველო 10-ულის გუნდი გახდება..
მეორედან სამხრეთ აფრიკას ვისურვებდი..რაც შეეხება ექვს ერს, თუ არ დავიწყეთ, არც არასდროს არ ვიქნებით მზად..ჩვენ გვაქვს მაგის პოტენციალი ახალგაზრდების სახით, მაჩანჩალები არ ვიყოთ..რაც შეეხებს იტალიას ძალიან მეეჭვება რომ მოგვიგოს თანაბარ და სამართლიან გარემოში...და არა ისეთში, რასაც გვიჩალიჩებენ..კიდევ ერთი, პირველი კალათიდან ავსტრალიას, მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენენ თავს ჩვენები..
თამაშებმა რუმინეთთან, რუსეთთან, ესპანეთთან დაგვანახა, რომ 6 ერისთვის ჯერ არ ვართ მზად. ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ იტალიას თუ ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება, მაგრამ ტრამვებისაგან თუ დაგვაკლდა მორაგბეები ნათლად ჩანს, რომ იტალიის დარი გუნდიც მოგვიგებს დიდი ანგარიშით (ვიმეორებ თუ დაგვაკლდა რამოდენიმე ძირითადის მოთამაშე). მილტონ ჰეიგის ჩამოწერა და ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად. გუშინაც შეგვეძლო იმ თამაშის მოგება, რომ არა დიდი რაოდენობით შეცდომები ჩვენი მორაგბეებისა. ჩემი აზრით საქართველოს რაგბის კავშირს პრიორიტეტად უნდა დაეყენებინათ ჩემპიონობა.
იტალია რო აგვცდა არ გამიხარდაა ეგ ამბავიი
მინდოდა მსოფლიო თასზე დავჯახებოდით და იქ მოგვეგო იტალიისთვის
შოტლამდია ისე გაძლიერდა რომ ჯობია ისევ საფრანგეთი შეგვხდეს !
სკოტები კიდევ პროგნოზირებენ და 1-2 წელში შეიძლება უძლიერესი გუნდი გახდეს 6 ერში
პროგრესირებენ?
როგორ არ შგვხვდებიან ? ჩვენ მერვერფინალში გავალთ და იქ დავეჯახებით არგენტინას და იაპონიას !PP
და დიდი იმედი მაქვს ისე დალაგდეს რო საბოლოოდ იტალიას ფიჯი შეხვდეს.
და ჩვენთან მეოთხედან რუმინეთი!!!
ჰო მაგის იმედიც მაქვს, მარა აქ იღბალია მთავარი. ტონგა და სამოას ალბათ ვაჯობებთ, მარა ფიჯისთან მაგრა გაგვიჭირდება.
უჰ უჰ უჰ შენს პირს შაქარი!!!
იმედია სქოთები ამოგვივა.
სქოთები რათ გინდა დაგავიწყდა ნოემბერში რა დღე გვაყარეს? DDD
უელსი ან საფრანგეთი გირჩევნია? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ფიჯი სად არის?
მეოთხეზე გავიდა ჯგუფში და ამიტომ ავტომატურად არ მოხვდა.
წყნარ ოკეანეში.
შენი კომენტარი აუცილებლობას წარმოადგენს?
ჩემი აზრით იდეალური იქნებოდა პირველი კალათიდან ირლანდია და მეორედან შოტლანდია.
რა თქმა უნდა აჯობებს
აქ სხვანაირად წერია:
0?'>https://www.facebook.com/rugbypass/photos/a.1067916703281652.1073741828.985866721486651/1471765152896803/?type=3&theater':'>https://www.facebook.com/rugbypass/photos/a.1067916703281652.1073741828.985866721486651/1471765152896803/?type=3&theater'))