ეროვნული ნაკრები

23:44 | 19.03.2017 | ნანახია 6858 - ჯერ

რა კავშირია ოსკარსა და რაგბი ევროპის ჩემპიონობას შორის
საქართველომ მრავალწლიანი ბატონობა რუმინელებთან მარცხით დაკარგა

წავაგეთ. რუმინელები მრავალი წელი ელოდნენ ამ დღეს და გაუთენდათ კიდეც. რას იზამ. დღეს უფრო მონდომებულმა და ორგანიზებულმა იმარჯვა. მაგრამ რაც მატჩის დასრულების მერე მოხდა, ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის კომპეტენციის აბსოლუტურ დისკრედიტაციას ახდენს. თუმცა, ყველაფერზე თანმიმდევრობით...

ეს მარცხი რამდენად მტიკვნეულიცაა, იმდენად სამართლიანია. პირველ ტაიმში დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, შესვენებაზე მხოლოდ 2-ქულიანი (5:7) უპირატესობით გასვლა რუმინელებმა არ გვაპატიეს და მეორე ნახევარში მათმა დამრტყმელმა, როგორც იქნა, გააძვრინა ბურთი ძელებს შორის და თავისი გუნდი საბოლოოდ დააწინაურა - 8:7. სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა ეს მატჩი.

შეხვედრა ჩვენთვის უკიდურესად უიღბლოდ დაიწყო - გიორგი ნემსაძე ბურთიანად მარჯვენა ფრთაზე ხაზის გარღვევას ცდილობდა, როცა წაიბორძიკა, წაიქცა და ბურთი დაკარგა. რუმინელთა მგეზავმა ეგრევე ჩვენი 22-ის ხაზისკენ გადაკიდა, სადაც გაზონმა ბურთი მერაბ კვირიკაშვილისთვის მაქსიმალურად უხერხულად აისხლიტა და იქვე გაჩენილ ორ რუმინელს ერთი ქართველი ფულბეკი ვეღარ გადაეღობა - 5:0. ფერკუს ლელოს გარდასახვა, ცხადია, ვლაიკუმ ითავა, მაგრამ ვერ მოახერხა. ეს ერთადერთი დადებითი მომენტი იყო იმ ერთწუთიან მონაკვეთში, რადგან ნემსაძე მოედნიდან ექიმების დახმარებითღა გავიდა და ვეღარც დაბრუნდა. ჰოდა, გიორგის ტრავმამ ყველაფერი არია...

ნემსაძე ბოლო მატჩებში მართლაც გუნდის ღერძი იყო, იმდენად სტაბილურად თამაშობდა, ამიტომ მისი დაკარგვა ჩვენი ნაკრებისთვის მძიმე დარტყმა გამოდგა. ვლაიკუს ჩვეულად რომ დაერტყა ხოლმე გარდასახვა-ჯარიმები, პირველ ტაიმს სოლიდური სხვაობით წავაგებდით. თუმცა არც მეკოს წაუვიდა დარტყმა, მაგრამ ვლაიკუმ მართლაც ბევრი გააფუჭა.

პირველ ტაიმში დავბრუნდეთ: 35-ე წუთზე მერაბ შარიქაძემ კარგი ლელო დადო და წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეკომ გარდასახა - 5:7, საქართველო დაწინაურდა. მანამდეც და ტაიმის ბოლო 5 წუთიც „ბორჯღალოსნები“ უტევდნენ, ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ რუმინელებმა ერთი-ორი შერკინება დამაჯერებლად მოგვიგეს. ეს მართლაც დიდი მოულოდნელობა იყო, თუმცა შემდგომში ამ კომპონენტში მაინც ვაჯობეთ მეტოქეს და განსაკუთრებით მიხეილ ნარიაშვილია შესაქები. მან მოედანზე სრული 80 წუთი გაატარა და ორივე გუნდში ალბათ საუკეთესოც იყო, რაკი შერკინება მუდამ საათის ისრის მიმართულებით ტრიალებდა, ანუ მიხო თავის ოპონენტს და მერე მის შემცვლელს იოლად ერეოდა და დანარჩენი კი მისგან მარჯვენა მხარეს წყდებოდა, სადაც დაახლოებით წონასწორობა იყო.

მეორე ტაიმზე მოსაყოლიც ბევრი არაფერია, უმძიმესი ბრძოლა, რუმინელთა სახასიათო პატარ-პატარა სიბინძურეები, მაგრამ მთავარი - ქართველთა სათამაშო უპირატესობა სადღაც გაქრა. უჩვეულოა „ბორჯღალოსნებისთვის“, მაგრამ ის ჯიგარი და ვნება ვერ დავინახეთ, რომლითაც გამოირჩევა ჩვენი საყვარელი გუნდი. დაბოლოს, ვლაიკუმ რომელიღაც ჯერზე, როგორც თავშივე გითხარით, სამიზნე გაისწორა და გაიტანა ის, გადამწყვეტი ჯარიმა - 8:7.

რაც ამის შემდეგ მოხდა, იყო ჩვენთვის ამ ყოვლად წარუმატებელი დღის კვინტესენცია - რუმინეთის ნაკრებს ანთიმოზ ივერიელის თასი გადაეცა, რომელიც ქართველთა და რუმინელთა შორის ყოველ ოფიციალურ მატჩში თამაშდება, ხოლო რაგბი ევროპამ საჩემპიონო თასი ჩვენს ნაკრებს გადასცა. გაჩნდა კითხვა - რატომ? ტურნირის დებულებაში შავით თეთრზე, მე-14 გვერდზე, 2.4 პუნქტის მეორე ნაწილში წერია:

2.4

2. ქულათა თანაბარი რაოდენობა ტურნირის ფინიშზე

თუკი ორ ან მეტ გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვს, უპირატესობა ენიჭება:

  1. ვისაც ურთიერთშეხვედრებში მეტი ქულა აქვს დაგროვილი;
  2. ვისაც ურთიერთშეხვედრებში გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი სხვაობა აქვს;
  3. ვისაც ურთიერთშეხვედრაში მეტი ლელო აქვს გატანილი;

და ა. შ.

ანუ, პრიორიტეტი რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის შედეგს უნდა მინიჭებოდა. ყველა წესითა და კანონით, ჩემპიონად რუმინეთი უნდა გამოცხადებულიყო. მაგრამ ჩვენდა გასაკვირად და სასიხარულოდაც, რაგბი ევროპამ ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ჩვენს გუნდს გადასცა, რისი დოკუმენტური დასტურიც შეგიძლიათ ჩვენ ფოტოებს შორის იხილოთ. ვიდრე რუმინელები ივერიანუს თასს ეფერებოდნენ, ჩვენები ოფიციალურ საჩემპიონო ფართან მილოცვებს იღებდნენ.

შეიქმნა უხერხული სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი ცნობილი იყო - ორგანიზატორები ამერიკის კინოაკადემიის მესვეურებივით უნდა მოქცეულიყვნენ. ალბათ ყველას ახსოვს, რომ სულ ახლახან ოსკარი ერთი ფილმის შემქმნელებს გადაეცათ, მერე აღმოჩნდა რომ შეცდომით, პუბლიკას და არშემდგარ ოსკაროსნებს მოუბოდიშეს და ჯილდო ნამდვილ გამარჯვებულს გადასცეს.

საბოლოოდ, რაღაც მანქანებით, საღმა აზრმა აქაც გაიმარჯვა და ჩვენს ბიჭებს თასი ჩამოერთვათ. ჩემპიონად რუმინეთი გამოცხადდა. წავაგეთ და დავთმეთ ჩემპიონობაც, ანთიმოზის თასიც...

წინ შიდა ჩემპიონატებია, ლეგიონერებისთვის - ევროთასებიც. ნაკრებს კი ზაფხულამდე, ივლისის ტესტებამდე ვემშვიდობებით.

რუმინეთი - საქართველო 8:7

საქართველო: კვირიკაშვილი, სვანიძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე - ნარიაშვილი, ბრეგვაძე, ბეკოშვილი, ნემსაძე, მიქაუტაძე, თხილაიშვილი, გორგოძე, გორგაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჟვანია, ტაბიძე, ლომიძე, ცუცქირიძე, ბეგაძე, კოშაძე

ლელო: შარიქაძე

გარდასახვა: კვირიკაშვილი

საბოლოო

სხვ

გატ

მ-წ

$

რუმინეთი ^

19

+44

16

122

4-1

3

საქართველო

19

+92

19

136

4-1

3

ესპანეთი

13

+37

9

91

3-2

1

რუსეთი

9

-10

14

107

2-3

1

გერმანია

8

-80

14

121

2-3

0

ბელგია

2

-83

7

70

0-5

2

^ - უპირატესობა პირისპირ ბალანსით


კომენტარები (32)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:02 | 21.03.2017
sabonis (74)

ამ ერთა თასის დაკარგვა დიდი ტრაგედია არაა მარა, ისე ორი წრის მერე უნდა ვლინდებოდეს გამარჯვებული და ეს უფრო სამართლიანი იქნება.

14:18 | 21.03.2017
grinchi (18)

მეკოს თამაშს რომ გადავავლოთ კიდევ ერთხელ თვალი ბოლო თამაშებში აშკარად მოკლებული აქვს. გინდ ტესტებზე საქართველოში (იაპონიასთან) გინდ ერთა თასზე (რამოდენიმესთან) გამოჩნდა რომ არასტაბილურია, თან ასაკშია. ჯანსაღი კრიტიკა მემგონი მისაღებია. არ არის ფორმაში ფაქტია. ამიტომ ჩემის აზრით აჯობებდა სხვა გამოეცადა. ბოლო ბოლო გერმანია,ბელგია, ესპანეთთან მაინც. მეკომ ბევრი გააკეთა ნაკრებისთვის მაგრამ ხომ შეიძლება დავუთმოთ დრო სხვასაც.

16:05 | 21.03.2017
sabonis (74)

ეჰ,რაც მეკომ ამ ზაფხულს გადაიტანა სულ, როგორ დგას მოედანზე ეს უფრო მიკვირს მე, გეტანხმები ახალია მოსაძებნი.

12:36 | 21.03.2017
geogoli (367)

წავიკითხე მეგობრებო თქვენი კომენტარები და ერთხელ კიდე მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს რუმინეთთან თამაშზე.
1. რუმინეთთან წავაგეთ იმიტომ რომ რუმინეთი ამ კონკრეტულ თამაშს შეხვდა ჩვენზე "მშიერი", ჯერ ერთი რევანში ჰქონდა ასაღები და მერე უნდა დაემტკიცებინა, რომ არც ისე ჩამორჩება საქართველოს, როგორც ბევრს ჰგონია. დაახლოებით ისეთი ჟილკით გვეთამაშნენ როგორც ჩვენ ტონგას მსოფლიოზე.
2. ექსპერიმენტები - მე მიმაჩნია რომ სწორედაც ექსპერიმენტების დრო იყო ეხლა და მომავალი წელიც ექსპერიმენტებს უნდა დავუთმოთ, თუნდაც რუსეთთან და ესპანეთთან დავმარცხდეთ. ყველამ ვიცით რომ კარგია ფეიქრიშვილი, ასეიშვილი, კაკოვინი, ქუბრიაშვილი და მათ უკვე დამტკიცებული კარგი თამაშით რომ იმსახურებენ ნაკრებში ყოფნას. აუცილებლად სანახავი იყო ბეკოშვილი და თეთრაშვილი - არ თამაშობენ ხელწამოსაკრავ გუნდებში და პრაქტიკაც აქვთ. ჩემი ნება რომ ყოფილიყო ბაზაძესა და ყაულაშვილსაც ვნახავდი საქმეში.
3. მეორე ხაზი - აქ ნამდვილად არ გვაქვს საქმე კარგად შემადგენლობის სიღრმის მხრივ. როგორც ჩანს მილტონს თავი ვერ მოაწონა ჭეიშვილმა, სხვა კი ამ ეტაპზე არავინ მახსენდება მეორეხაზელი ბინგოს გარდა. თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია ისევ რომ მამუკას შეეძლო უმტკივნეულოდ შეეცვალა ნემასძე და შეესრულებინა იგივე სამუშაო
4. მამუკას ეფექტი - არ მიმაჩნდა სწორად და არც დღეს მიმაჩნია მამუკას გამოძახება ამ ექსპერიმენტების დროს (არც ნარიაშვილის მიუხედავად იმისა რომ საუკეთესო იყო). ძალიან რთულია უკვე აწყობილ სქემაში ჩაჯდე და თან ლიდერობის ტვრითი აიღო, ხშირად ზედმეტად ბევრსაც იღებდა თავის თავზე (რუსეთთანაც და რუმინეთთანაც) და თითქოს იმ მექანიზმს არ მისდევდა რასაც სხვები აკეთებდნენ. ასევე მგონია რომ მის გვერდით უფრო დაკომპლექსებულია ბექა გორგაძე და ნაკლებს იღებს თავის თავზე. მამუკას გამოჩენის მერე არღარც ჰაერში იყო აქტიური და აღარც ხაზის გაჭრას ცდილობდა - თითქოს გადააბარა თავისი ფუნქციები.
5. ხმალაძის და თოდუას არასასურველი ფორმა - ამ ბიჭებს ხშირად გავუოცებივართ თავიანთი შეთანხმებული და შემოქმედებითი თამაშით, ერთა თასზე აშკარად ვერ ანახეს თავისი შესაძლებლობების 80%-იც კი.
6. სულ ბოლოს მგონია მწვრთნელის ბრალი რადგან კაცი ტურნირის დასაწყისშივე ამბობდა რომ ატარებდა ექსპერიმენტებს და ექსპერიმენტს ყოველთვის ეწირება შედეგი. შარშან როცა გუნდმა უცვლელი შემადგენლობით ჩაატარა ერთა თასი - კუნძულებზეც მშვენიერ შედეგს მიაღწია - აი იქ იყო შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელი.
ახლა ჩამოვთვლი რას არ ვეთანხმები:
1. კვირიკაშვილის ჩამოწერას - დარტყმები მეკოზე დიდ დამრტყმელებსაც უფუჭდებათ, რაც შეეხება ცენტრიდან დარტყმას - აქ გადაწყვეტილებას კაპიტანი იღებს. რომ გაეტანა მეკოს გმირი იქნებოდა? არადა სულ ცოტა დააკლდა. აუტში გადატანაც არ იქნებოდა სწორი - იმ მომენტში პანტაპუნტით ვაგებდით ჩვენს აუტებს. რაც შეეხება ბურთის ვერ დაჭერას, იმ მონეტში მთელი გუნდი იყო აწეული მაღლა რადგან ვუტევდით და გასაკვირიც იქნებოდა ალალზე ბურთის დაჭერა. რუსეთთან რაც გააკეთა მე მგონი ნაკრებიდან ბევრს არ შეუძლია.
2. სვანიძეს გამოძახებას - რაც ეს ბიჭი გამოჩნდა იმის მერე სულ მიდის დისკუსია იმის შესახებ რომ სვანიძე იქნება ჩვენი ნაკრების N15 მომავალში და ეხლა გაახსენდათ რომ პრეზიდენტის ძმისშვილია? ალბათ უპრიანი იქნებოდა სწორედ 15-ზე გამოცდილიყო, თორე თუ მეკო დაიმტვრა მერე ნახეთ ნაკრების გასაჭირი.
საერთო ჯამში ერთა თასს დადებითად ვაფასებ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ თუ ახალგაზრდები ბევრს იმუშავებენ მათ ნამდვილად შეუძლიათ ღირსეულად გამოვიდნენ 2019-ში. ძალიან ბევრი ახალი სახე გამოიცადა და უმრავლესობამ გაამართლა. რუმინეთთან რომც მოგვეგო ის თამაში არაფერს ცვლიდა და არც წაგება შეცვლის რამეს - ამ ეტაპზე 6 ერში არავინ მიგვიღებს.

10:08 | 21.03.2017
orioni (88)

ეგ არის ძმაო, შეცდომები იყო თავიდანვე შემადგენლობის მხრივ, არ შეიძლებოდა რუმინეთთან გარისკვა, ეს რუსეთთან შეხვედრაში გამოჩნდა, 2-3 კაცი რომ გვყოლოდა ძირითადის (ბეკოშვილის და სვანიძის ნაცვლად) არ იყო რუმინეთი ჩვენი მომგები, რაც არ უნდა ემაზა მეკოს. ეს არის გულსაწყვეტი,მოსაგებ თამაშს არასწორი სელექციით და გაუმართლებელი ექსპეტიმენტის გამო აგებ....

01:20 | 21.03.2017
buratino (480)

ახლა საკუთრივ თამაშზე, მწვრთნელზე (ჰეიგზე) და მოთამაშეებზე: ეს ის იშვიათი მატჩი იყო როცა შემიძლია უამრავი რამე დავწერო, რაც არ მომეწონა (დერეფანი, შერკინება, ხელით თამაში და სხვ.) და ამავდროულად, პირიქით, პრაქტიკულად ვერაფერს დავწერ, რაც მომეწონა. ამიტომ პირდაპირ ჰეიგზე გადავალ - მან დაუშვა შეცდომები და ეს უნდა აღიაროს. ამაზე ჩემს ქვემოთ მითითებულ პოსტში დავწერე, ამიტომაც საჭიროა ამ შეცდომების გაანალიზება სამწვრთნელო შტაბთან ერთად. ახლა კი შეფასებები თითოეულ მოთამაშეზე: 1-ნარიაშვილი. მუხასავით იდგა შერკინებაში და მგონი პირველად გაისარჯა მთელი 80 წუთი. ის რომ არა, ჩვენს შერკინებას შავი დღე დაადგებოდა. აქ სრულად ვეთანხმები ჰეიგს,რომ არ გარისკა მისი შეცვლა ჭაბუკი მატარაძით. მეორე მხრივ, გამოჩნდა რომ ასეიშვილი უნდა გვყოლოდა. 2-ბრეგვაძე. კარგად დაიწყო მაგრამ ცუდად დაამთავრა. ვგულისხმობ 2-ე ტაიმში ჩვენს მიერ წაგებულ რამდენიმე დერეფანს. 3-ბეკოშვილი. კომენტარი ზედმეტია! ჰეიგის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩილაჩავა-ფეიქრიშვილის უგულებელყოფა, ხოლო ბეკოშვილს მისმა შემცვლელმა, ახალგაზრდა ტაბიძემ აჯობა. 4-მიქაუტაძე. თავის შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშა და ვერც აუტებშI იყო მთლად ეფექტური. 5-ნემსაძე. სამწუხაროდ დაგვაკლდა პირველივე წუთებზე, რაც არაერთხელ გამოჩნდა მატჩში, განსაკუთრებით დერეფანში თამაშისას. 6-თხილაიშვილი. მთელ რიგ ეპიზოდებში კარგი იყო და გამწვავებას ეცადა მაგრამ მხარდაჭერა აკლდა პარტნიორებისგან. ბოლოსკენ ისიც დაიღალა. 7-გორგოძე. მასზე დიდი აქცენტი იყო გადატანილი რუმინელთა მხრიდან და ამიტომაც, დიდი მცდელობების მიუხედავად, გაუჭირდა. ჰეიგმა მართებულად შეცვალა. 8-გორგაძე. ჩემდა გასაოცრად, უფერული თამაში ჩაატარა. არადა, მეტის მოლოდინი მქონდა. 9-ლობჟანიძე. ჩემი აზრით, ვასკა ამ გუნდში კვლავაც რჩება ერთ-ერთ ნათელ წერტილად, ანუ ისაა მოთამაშე რომელიც ტვინით თამაშობს. ამის დასტურია მის მიერ შესრულებული ფეხით დარტყმები, ასევე სისწრაფეში მიყოლა. თუმცა, მას აშკარად დაღს ასვამს "ბრივში" პრაქტიკის ნაკლებობა. ამ თამაშშიც ეს ეტყობოდა, თუმცა კი ბევრზე უკეთ ითამაშა. 10-ხმალაძე. ძალიან მოუკლო ბოლო დროს. მე მის თამაშში აქაც რეგრესი დავინახე. ადრე ეხერხებოდა ხაზის გაჭრა და ფეხით ბურთის გადაკიდება, აქ კი ვერ ვარგოდა. 11-თოდუა. ზუსტად იგივეს ვიტყვი მასზე, რასაც ხმალაძეზე. 12-შარიქაძე. სხვების ფონზე ნორმალურად გაისარჯა და დამსახურებული ლელოც დადო. დაცვაშიც იმუშავა და საერთო ჯამში, არა უშავდა. 13-კაჭარავა. რამდენად კარგი იყო დაცვაში, იმდენად არაეფექტური ჩანდა შეტევისას.
მაინც მგონია, ეს არ იყო მისი ოპტიმალური თამაში. 14-სვანიძე. კომენტარის გარეშე (ორჯერ აუტში გადაგდებაც საკმარისია). 15-კვირიკაშვილი. ეეჰ, მეკოს ცუდი დღე ჰქონდა, ისევე როგორც მთლიანად გუნდს. თუმცა, მარტო დარტყმების გაფუჭებაშიც არაა საქმე. დიდი სიყვარული და ჩემი პატივისცემა მის მიმართ, მაგრამ ასაკი თავისას შვრება (სხვა ფაქტორებიც სამწუხაროდ). ვფიქრობ, ახლავე უნდა ვეძებოთ კარგი ფულბეკი რადგან 2019 წლის მსოფლიოზე მას უნდა გვერდით ჰყავდეს სრულფასოვანი შემცვლელი იმ შემთხვევისთვის თუკი ასეთნაირად არ წაუვა დარტყმები

21:12 | 21.03.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

00:48 | 21.03.2017
orioni (88)

სად არის ფედერაციის მესვეურები? ან მთავარი მწვრთნელი თუნდაც კაპიტანი? რამე კომენტარი გაკეთდა სადმე?...გულშემატკივრებს მოგვაქციონ ყურადღება, მოგვაწოდონ ინფორმაიცა და გავიზიარონ შთაბეჭდილებები ფინალის, მთლიანი ჩემპიონატის შესახებ ვის რა აზრი აქვს.

00:40 | 21.03.2017
buratino (480)

როგორც იქნა, მოვიცალე რათა ამ ჩვენთვის ავადსახსენებელ მატჩზე ჩემეული შეფასებები დავწერო. ჯერ ზოგადი ფრაზებით დავიწყებ: ჯერ კიდევ თამაშამდე არაერთხელ ვთქვი რომ მე ძალზე მაშინებს ჩვენი შერკინებისა და ფლანკერების ბედი რუმინელებთან-თქო. ამის მიზეზად გამოცდილ მოთამაშეთა არყოფნა დავასახელე. კერძოდ, ვერაფრით ვერ გავიგე, 3 ნომერზე რომ არ იყვნენ გამოძახებული არც ფეიქრიშვილი და ჩილაჩავა, ხოლო 1-ზე კი ასიეშვილი. იგივეს ვიტყოდი ფრუიძეზე, ხოლო მჭედლიძე უბრალოდ დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდა. ჰოდა, ამ თამაშმა პრაქტიკულად "გააშიშვლა" ეს ჩვენი სუსტი წერტილები. არავის ჯიბრი არ მაქვს, მაგრამ ახლა რასაც ვიტყვი, იმედია რაგბის კავშირი და სამწვრთნელო შტაბი გაიგონებენ! ბატონებო, ნუ გგონიათ თქვენ რუმინეთი ის გუნდი რომელსაც მისსავე მოედანზე თუნდაც შერეული შემადგენლობით (ახალგაზრდები პლიუს გამოცდილები) მოუგებ, ისე როგორც ვამარცხებდით სხვა დანარჩენ "რაგბი-ევროპა"-ს მონაწილეებს. ამას გარდა, სჯობს საგნებს თავისი სახელი დავარქვათ! უფრო კონკრეტულად, ამ თამაშმა მკაფიოდ აჩვენა რომ ზოგიერთი მოთამაშეების ადგილი ამ ეტაპზე არაა ნაკრებში (სვანიძე, ცუცქირიძე, ბეკოშვილი და სხვ.). ადრე აფციაურზე დავწერე იგივე და კარგია რომ ეს გაითვალისწინეს. ჰოდა ახლა სვანიძეც იგივეს ვიტყვი, იმის მიუხედავად რომ ის რაგბის კავშირის პრეზიდენტის ძმისშვილია. იმიტომაც არიან ჩვენს სარაგბო თემში ნამდვილი კაცები, ვინაიდან ამ სფეროში პროტეჟეობა უცხოა! მაშ მოდით თქვენვე იმსჯელეთ და ნუ დაუშვებთ მსგავს პრეცედენტებს

21:13 | 21.03.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

00:28 | 21.03.2017
Kala94 (151)

ამითაც კარგად ჩანს როგორი არასერიოზულობა სუფევს ამ ყველაფერში.. ჩვენ კიდე ტრაგედია შევქმენით რუმინეთთან წაგებით.. საერთოდ გამოვიდეთ აქედან არავის ჭირდება ასეთი ტურნირი !

23:37 | 20.03.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ძაან მაინტერესებს სადაა ვიქტორ კოლელიშვილი?

22:59 | 20.03.2017
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('http://rugger.info/news/12945')>0?'http://rugger.info/news/12945':'http://rugger.info/news/12945'))
«Мне снились кошмары, в которых мы проигрывали Грузии»
Флай-хав сборной Румынии Флорин Влайку не скрывал огромной радости после победы над «Лелос» (8:7).

«Очень тяжёлая игра. В первом тайме мы не использовали ряд моментов и пропустили попытку. Но проявили морально-волевые качества и добыли победу. Мне кажется, мы больше хотели выиграть. Виктория была необходима, так как последние три года Грузия неизменно обыгрывала нас. Мне даже снились кошмары, в которых мы уступали «Лелос».

«Мы выиграли матч сердцем и душой. Я долго ждал этого и очень рад ей. Команда начала чемпионат Европы не слишком удачно, но завершила его важнейшей победой. Мы счастливы!».

«Оакс» обыграли «Лелос» впервые с 2010 года.

22:52 | 20.03.2017
არჩილ სოხუმელი (484)

თამაშებმა რუმინეთთან, რუსეთთან, ესპანეთთან დაგვანახა, რომ 6 ერისთვის ჯერ არ ვართ მზად. ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ იტალიას თუ ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება, მაგრამ ტრამვებისაგან თუ დაგვაკლდა მორაგბეები ნათლად ჩანს, რომ იტალიის დარი გუნდიც გაგვანადგურებს დიდი ანგარიშით (ვიმეორებ თუ დაგვაკლდა რამოდენიმე ძირითადის მოთამაშე). მილტონ ჰეიგის ჩამოწერა და ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად. გუშინაც შეგვეძლო იმ თამაშის მოგება, რომ არა დიდი რაოდენობით შეცდომები ჩვენი მორაგბეებისა. ჩემი აზრით საქართველოს რაგბის კავშირს პრიორიტეტად უნდა დაეყენებინათ ჩემპიონობა.

22:40 | 20.03.2017
არჩილ სოხუმელი (484)

საქართველოს ნაკრების თამაშს, რომ ვუყურე ჯერ ესპანეთთან და მერე რუსეთთან ნათლად გამოჩნდა, რომ რუმინეთს თუ ოპტიმალური შემადგენლობით არ შევხვდებოდით მოგება გაგვიჭირდებოდა. რუსეთთანაც ვერ ავიღეთ ბონუს ქულა რაც ჩემპიონობისათვის ძაან დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა რუმინეთი მაინც არ იყო ჩვენი მომგები, რომ არა ჯერ ნემსაძის ტრამვა და მერე სხვა მოთამაშეების უხეში შეცდომები.
ერთი რაღაც მინდა ვთქვა - როდესაც გაქვს ასეთი უპირეტასება მოთამაშეების მხრივ უნდა გამოიყენო. ჩვენ არ ვართ იმ დონეზე რომ რაგბი ევროპის ჩემპიონობა არ გვაინტერესებდეს. ყველა თამაშის მოგებას უნდა ეცადო დიდი ანგარიშით. უნდა მოიგო ყველაფერი სადაც ჩვენი დონის ნაკრები თამაშობს. ჩვენი ქვეყნის სიდიდისა და ეკონომიკის შემხვედვარე, თანაც თუ გავითვალისწინებთ როგორ ტოვებს ახალგაზრდობა საქართველოს და ქართველი ბავშვების ნაწილი საზღვარგარეთ იზრდება, დემოგრაფიას, რაგბიც არ იქნება ყოველთვის ასეთი, ყოველთვის არ გვექნება ასეთი უპირატესობა რაგბიში. ამიტომ ისტორიას უნდა შემოუნახო როცა ასეთი დიდი უპირატესობა გაქვს ახლა და შედეგებიც სათანადო უნდა დადო. არ მინდა ახალი მორაგბეების დონე დავაკნინო, მაგრამ ნათელია, რომ გორგოძისნაირი მორაგბე ჯერ არ ჩანს(როგორც იტყვიან ასეთები საუკუნეში ერთეულები იბადებიან). მამუკა გორგოძე კი ძაან დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისათვის. თბილისში 2016 წელს ჩატარებულ სპექტაკლს დაამშვენებდა ოპტიმალური საქართველოს ნაკრების თამაში რუმინეთში. დარწმუნებული ვარ უძლიერესი შემადგენლობით დიდი ანგარიშით დავამარცხებდით რუმინელებს თავიანთ მოედანზე, მოვიგებდით ისე, რომ რუმინელები როგორც თბილისში იქაც ერთ ლელოსაც ვერ დაგვიდებდნენ და რუმინელ გულშემატკივრებში და არა მარტო მათში, დიდ პატივისცემას დავიმსახურებდით. ამის მერე ვერც რუსები, რუმინელები, იტალიელები თუ სხვები ვერ იტყოდნენ ვერაფერს და ვერც იქილიკებდნენ.

17:56 | 20.03.2017
arsenaa (21)

ეეე, ამათაც დაეწყოთ ბიზინობა, ექვსი ერი კი არა ტოლმა ! ყველაფერი ნაცში მიდის , რეგბსაც დაენზრ.ფუ...

17:06 | 20.03.2017
beeq777 (35)

რეიტინგი განახლდა და მე-12 ადგილზე ვართ ისევ 72.92 სარეიტინგო ქულით. ანუ 1.22 დაგვაკლდა და ამდენივე მოემატა რუმინეთს.

16:48 | 20.03.2017
test (124)

შეეშვით ერთი თამაშის გამო კაცის ჩამოწერას..

15:43 | 20.03.2017
ika13 (34)

აბა რა გინდათ, სულ ხომ არ მოვიგებთ? წავაგეთ ღირსეულ გუნდთან გასვლაზე. თანაც როგორ? 8-7. რა გადაგვიარეს და მიწასთან გაგვასწორეს? საკმარისია ერთი ჯარიმა გაეტანა კვირიკაშვილს, რომ ახლა სხვანაირად იჭიკჭიკებდით. ქებით ცაში აიყვანდით ბიჭებს. ნუ დაგავიწყდებათ რა ტრადიციები აქვთ რუმინელებს. ამ გუნდს 7 წელი მუდმივად ვუგებდით და ეხლა ერთი რის ვაი ვაგლახით მოგვიგეს. შეგვხვდებიან მომავალში და კიდევაც მოვუგებთ. თაობა იცვლება. გუნდი ცდილობს პროგრესს. წინ იყურება. ხელით თამაშს ამუღამებენ. აბა სად უნდა ისწავლობ ხელით თამაში, სამზარეულოში? ადამიანები არიან ეგენიც და ცუდი დღე ქონდათ, რაღაც არ წავიდა ისე. არა უშავს, ეს ტრაგედია არაა. დარწმუნებული ვარ, ეს თამაში 100% მოგება რომ დომებოდათ, მოიგებდნენ. გადავიდოდნენ მამაპაპურ აიღე და მიეძალეზე და აჯობებდნენ. მაგრამ მე მგონია ასე არ იდგა საკითხი. ჩვენებმა ნახეს, როცა შოტლანდიას და კუნძულელებს ეთამაშნენ, რომ რაღაც სხვაა კიდე საჭირო იმათთან გამარჯვების მისაღწევად, ხოდა ცდილობენ ის რაღაც ისწავლონ... წინა 7 წელი ხომ გვქონდა თასი. წელს ქონდეთ რუმინელებს, მერე ერთი შვიდი წელი კიდე ცვენ გვექნება, თუ არაფერი შეცვალეს და სადმე არ დაგვაწინაურეს...

18:37 | 20.03.2017
BEERTRANCE (1073)

რას ეძახი ღირსეულ გუნდს? რუმინეთის გუნდი რომელი ტოპ გვყავს? რა თამაშიც აჩვენეს რა დონე გუნდობა იყო? ისე გამოგდის, ქეცბაიამ მალტასთან წაგების მერე რო თქვა აუ რა დონე გუნდი დამდგარა მალტაო?

კვირიკაშვილს რო ლელოს გაშვების მომენტში ლაფსუსი მოუვიდა ახალბედასაც არ უნდა მოსდიოდეს.

მიწასთან გასწორება არაფერ შუაშია, მარა თავზე ხელი უნდა გადაუსვა? პირიქით სწორედ რო რაგბში მოველი იმას რო ქომაგის წუხილს და შენიშნვას არ დაიკიდებენ და ყურადღებასაც მიაქცევენ. და ამიტომაც არის. რაც ლაფსუსები იყო მთელი თამაში სწავლების პროცესშიც არ უნდა მოგვდიოდეს. ზერელე დამოკიდებულება ჩანდა და არასწორი მოტივაცია. არადა 1ად1 თამაში იყო სადაც სარეიტინგო ქულები გემატება, მე-11 ადგილზე გადადიხარ და რატომღაც ეგეც არ იყო მოტივაცია.

თამაშში არ წაგვიგია, იმათმა ჩვენზე

18:59 | 20.03.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

16:53 | 20.03.2017
maxo_65 (458)

+1

14:27 | 20.03.2017
grinchi (18)

წუთი წუთზე
მე-2 წთ: დაინიშნა პირველი აუტი ჩვენ სასარგებლოდ, რომელიც უპრობლემოდ მოვიგეთ.
მე-3 წთ: რუმინელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც ფულბეკმა კატალინ ფერკუმ ლელოთი დაასრულა. ფლორინ ვლაიკუმ გარდასახვა ვერ გაიტანა.
მე-5 წთ: "ბორჯღალოსნების" მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.
მე-8 წთ: დაინიშნა პირველი შერკინება ჩვენ სასარგებლოდ, რომელშიც მეტოქე დავჯაბნეთ და დავაჯარიმეთ.
მე-9 წთ: საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ვერ გაიტანა.
მე-10 წთ: კვირიკაშვილმა იქვე არეკნით სცადა კარის დალაშქვრა, მაგრამ არ გამოუვიდა.
27-ე წთ: რუმინელთა მგეზავმა ფლორინ ვლაიკუმ საჯარიმო ვერ გაიტანა.
37-ე წთ: საქართველოს ნაკრებმა ხელდახელ, მრავალფაზიანი კომბინაცია გაითამაშა. მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნა და ლელო შუამარბმა მერაბ შარიქაძემ გაიტანა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:5.
52-ე წთ: ვლაიკუმ საჯარიმო გაიტანა - 8:7.
67-ე წთ: კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.
77-ე წთ: კვირიკაშვილმა 48 მეტრიდან საჯარიმო ვერ გაიტანა

3 ჯარიმა და ერთი არეკნი ვერ გაიტანა მეკომ. სამწუხაროა. იქნებ სხვა დამრტყმელი ვიპოვოთ, ახალგაზრდა და პერსპექტიული??

23:25 | 20.03.2017
dinamo222 (692)

ნემსაძემ ტრავმა ზუსტად რუმინელების ლელომდე მიიღო ფლანგზე გარბოდა და ფეხი ეტკინა და ბურთი უმისამართოდ მოისროლა მოედანში (დიდი შეცდომა ჯობდა აუტში გადაეგდო)ზუსტად მაგ დროს ჩაუვარდათ ბურთი რუმინელებს და წინ დაარტყეს რასაც მოყვა იმათი ლელო

15:01 | 20.03.2017
BEERTRANCE (1073)

ეგ მიკვირს მეც, პირველ ხაზში რო არ გვერიდება ექსპერიმენტები, მეკოთი ვაპირებთ 2019-შI თამაშს?

14:04 | 20.03.2017
ოვალური კორბენი (276)

ექვსი ერის მამებს მიეცათ ქართული რაგბის ცოდვა, ჩვენი ფეხებზე დაკიდებისათვის !!!
მათი ქმედებების შემხედვარე ის ცნობილი ვიდეო მახსენდება "გააჩერა ბიჯოო, გააჩერა ამ ჩემი მოტ...ლის შვილმა ამანაო" DDDDDDDD მართლაც გაგვაჩერეს და სტაგნაციისთვის გვწირავენ, ფაქტიურად ტერორისტულ აქტს გვიწყობენ ეს ოხრები.
გასაგებია რომ დახურული, კომერციული ტურნირია და ორგანიზატორების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა თუ შეცვლა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია რომ განვითარების სხვა არანაირი გზა არ გვაქვს. ნორმალურ სამყაროში ხომ ბევრი რამ სოლიდარობაზე დგას ? გვიშველონ, ხელი შეგვიწყონ...
არაფერს არ ვაბრალებ ამ ტურნირზე ჩვენების არადამაჯერებელ გამოსვლას, ერთი რამის გარდა - უპერსპექტივობის განცდა გააჩინა ბობოლების გულგრილობამ ჩვენდამი და ეს მომავალ წლებში სავარაუდოდ უფრო გაღრმავდება.
ვიცით ბატონო, ვიცით რომ აუტსაიდერები ვიქნებით წლების მანძილზე. ვიცით რომ იტალიას ამოვუდგებით გვერდში ზორბა ანგარიშებით წაგებაში. მაგრამ თანდათან ხომ ვისწავლით, თანდათან ხომ გავძლიერდებით ? ამ ჭაობში კი ისედაც განწირულები ვართ.
რაგბი ერთადერთი რამაა ქართულ რეალობაში, რომელიც კარგი ხალხის წყალობით რუდუნებით, ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლით მოვიდა აქამდე. განვითარების დინამიკაში ჩავარდნა არ ყოფილა. ყველაფერი კეთდებოდა ტრადიციული გრუზინული გადახვევებისა და შეცდომების გარეშე (ჩვენში ხომ გრძელვადიანი გათვლები უცხო ხილია). ამიტომაა გულდასაწყვეტი, რომ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ და გვამუხრუჭებენ.
არ ვეთანხმები აზრს, რომ იაპონიასთან, კუნძულოვან ქვეყნებთან და ჩრდილო ამერიკელებთან ერთად ჩავატაროთ ტურნირი. დედამიწა დიდია და სიშორეები გაგვყვლეფს ფინანსურად. არც ისინი დათანხმდებიან ამას. ერთადერთი შანსი ექვსი ერია.
სასოებით ველოდები ახალგაზრდულ მსოფლიო თასს. ძნელი იქნება, მაგრამ უნდა გავისროლოთ და კიდევ ერთი მძლავრი მესიჯი გავუგზავნოთ ურჯუკ ბობოლებს.

13:48 | 20.03.2017
giogobi (68)

ერთი რამ მაკვირვებს, გუშინ ორჯერ იყო მინიმუმ ისეთი სიტუაცია,როცა გორგოძემ მიიღო ბურთი და პირდაპირ დაეჯახა რუმინელებს,არადა პასს თუ გააკეთებდა ხაზში რიცხობრივ უპირატესობას ვქმნიდით ფლანგზე. თუ ვთამაშობთ ხაზით და ესაა ჩვენი პრიორიტეტი, მაშინ ასეთ რამეს მწრთვნელი ყურადღებას უნდა აქცევდეს და თუ გორგოძე ასეთი ავტორიტეტია რომ მწრთვნელიც ვერ აძლევს შენიშვნას, ვერაა კარგი ამბავი. ისე ღმერთმა ნუ მანახოს ჩვენი ასეთი შერკინება მეორედ,კიდევ კარგი ნარიაშვილი გვკავდა თორემ რა მოხდებოდა წარმოდგენაც არ მინდა

13:43 | 20.03.2017
dinamo222 (692)

ეს წაგება მთლიანად მწვრთნელების ბრალია და არა მოთამაშეების მილტონა ჯიგარი კაცია და საქართველოც ძალიან უყვარს (ბევრ ქართველზე მეტადაც!) მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ კრიტიკა არ ვაკადროთ რატომაა გუნდის რგოლები და ხანდახან მთელი გუნდისაც თამაში ერთ მოთამაშეზე აწყობილი ? თუ ასეთი ტაქტიკკაა მაშინ იმ ერთი მოთამაშის შემცვლელიც უნდა გყავდეს ! გავიდა ნემსაძე მატჩის დასაწყისში და აირია გუნდი ის ერთი ლელოც პატარა გამონათებასავით იყო ასე მოხდა მსოფლიოზე არგენტინასთანაც გაძევეს გორგოძე და გუნდი ისე მოიშალა არგენტინა კი არა ნებისმიერი მოგვიგებდა ! მე მაინც ვამბობ რომ ასეთ რუმინეთთან ძალიან დასანანი წაგება იყო ჯანდაბას ევროპის ჩემპიონობა (თუმცა რატოომ ??)და ამის მერე მსოფლიომდე კრინტიც არ უნდა დავძრათ 6 ერზე და ვნახოთ იქნება მსოფლიოზე მოვახდინოთ ფურორი და 3 თამაში მოვიგოთ და გავიდეთ მერვედფინალში სხვანაირად უბრალოდ უფლებასაც არ მოგვცემენ 6 ერზე ლაპარაკის და ჩვენი მხრიდანაც უაპელაციო იქნება მოთხოვნა 6 ერზე!

13:23 | 20.03.2017
dinamo222 (692)

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სამარცხვინოდ წავაგეთ @ (იმ გუნდისთვის რომელიც 6 ერზე აცხადებს პრეტენზუას ასეთ გუნდთან ასე უაზროდ წაგება ზუსტადაც სამარცხვინოა !) და რომ იძახიან არაუშავს ეს წაგება გამოგვაფხიზლებსო რაა გვძინაავს თუ რა ხდება ???

13:13 | 20.03.2017
maxo_65 (458)

ერთა თასის მოგება რომ ყოფილიყო უმთავრესი მიზანი, დამიჯერეთ ბიჭებო მოვიგებდით კიდეც, შევკრებდით თავიდანვე ძლიერ ნაკრებს და ყველას მოვუგებდით..ექსპერიმენტებს ყოველთვის არ მოაქვს დადებითი შედეგი..სულ ჩვენ ვერ მოვიგებთ, მით უმეტეს რუმინელებმა ბევრი უცხოელი მორაგბე დაიმატეს, ცოტა ჩვენც არ გაგვიმართლა..ცოტა მწვრთნელების შეცდომაც იყო, თუ ექსპერიმენტია ყოფილიყო ბოლომდე, გამოგვეცადა ახალი დამტყმელები, მათიაშვილი, რომელმაც ლელო დადო ესპანეთთან და მერე რატომღაც 7 კაცას დაუთმეს, მის გუნდში 15-ზე თამაშობს და გარდასახვებიც ეხერხება, ასევე შეიძლებოდა ჯინჭველაშვილის კიდევ უფრო დატვირთვა, ფრუიძე სად გაქრა ვერ მივხდი, რამე მისი ტრამვის შესახებაც არ დაწერილა..მოკლედ არის პატარ-პატარა კითხვები და იმედია გავცემენ პასუხს..ისე ჩვენში რომ დარჩეს, შთაბეჭდილება მრჩება, რუმინეთსაც მივეცით შანსი 6 ერის კარზე დაკაკუნების, მათაც აქვთ პრეტენზია 8 გუნდზე..ჩემი სუბიექტური აზრია...

13:26 | 20.03.2017
dinamo222 (692)

დაიმატეს უცხოელებუი მაგრამ ნაყარ ნუყარები მესამე და მეოთხე ხარისხის (ისევე როგორც ჩვენი კალათბურთის ნაკრები იმატებს) ეს ერთი და მეორეც ასეთ რუმინეთს ყოველთვის უნდა მოვუგოთ რაქ ჩვენა რუმინეთმა ან ჩვენთან ან სხვასთან განსაკუთრებული ? დიდი არაფერი !

13:39 | 20.03.2017
maxo_65 (458)

ყოველ შემთხვევაში, მათ ვინც ყავთ, ახალგაზრდობა და ადგილობრივებიც, იმათზე უკეთესები არიან, არა მგონია ტურაშვილი ვინმეს ძაან ჩამოუვარდებოდეს..

12:55 | 20.03.2017
BEERTRANCE (1073)

რაც არ უნდა იყოს მელიტონას შეცვლა თუ მოხდება მსოფლიოს მერე, მანამდე არ იქნება გამართლებული. რაშიც უნდა გავაკრიტიკოთ არის ის, რომ თუკი ახლებს ვამზადებთ სამსოფლიოდ, პირველ რიგში დამრტყმელები უნდა ვავარჯიშოდ. მეკოს დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც ნაკრებისთვის გააკეთა, მარა ფეხბურთში რო დვალიშვილი და ლობჟანიძე გვყავს იმათ არ უნდა დაემგვანოს.

ამ მარცხისკენ მივდიოდით მთელი გათამაშება, ჯერ კიდევ ესპანეთთან გამოჩნდა. სვანიძეს მომავალი აქვს მარა ისე ნუ იზამენ რო სპეკულაციებს რეალური საბაბი მიეცეს. ძლივს 1 რაგბში გვაქვს სისუფთავე.

12:55 | 20.03.2017
deme2222 (46)

ბოლო თამაშებია ნაკრები ძალიან აქტიურად ცდილობს ხელით თამაშს, მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია ჩემი აზრით. ბიჭებს ბოლომდე არ ჯერათ რომ ამ თამაშით შეუძლიათ შედეგის დადება. მეკოს კარში ცენტრიდან არ უნდა დაერტყა, 30-70-ზე იყო აქ შანსები და თან 10 წუთი იყო დარჩენილი. როდესაც რუმინეთი ესე გიძალიანდება 1 ქულა 10 წუთით ადრე არაფერს არ ცვლის. ერთი ჯარიმა (რისი ალბათობაც მაღალია) და ისევ აგებ თამაშს.
უნდა გადაგვეტანა აუტში და გვეცადა ლელოს დადება, თუ ვერ დავდებდით იქნებ ცოტა მოგვიანებით უფრო ხელსაყრელი ჯარიმა გაგვეჩარხა.
მოკლედ როგორც არ უნდა იყოს ამ ბიჭების გაკიცხვა არამგონია ვინმეს თავში მოუვიდეს. არაუშავს მარცხშიც თქვენს გვერდით ვართ ბიჭებო. ეხლა მთავარია 20 წლამდელებმა დაუმტკიცოს მსოფლიოს რომ გაცილებით ძლიაერი ახალგაზრდა თაობა მოდის.
წარმატებები

12:50 | 20.03.2017
Torres9 (48)

რა იყოთ რა მოგივიდათ ყურები რატომ ჩამოუშვით და რაც მთავარია აგრესიულები რატომ გახდით ბიჭების და მელიტონას მიმართ...2010 წლის შემდეგ პირველად დავთმეთ ტიტული და ბოლო 7 წელიწადში სულაც მე2 თამაში წავაგე...თუ გვინდა გაახალგაზრდავება და წინსვლა აუცილებლად იქნება მტკივნეული ნაწილიც,რაც მთვარია აშკარად ვსწავლობთ ხელით თამაშს,უკანა ხაზი პროგრესირებს და ნელნელა მივალთ იმ მიზნამდე რომელიც დავისახეთ...ერთა თასი სულაც 30ჯერ რომ მოვიგოთ ზედიზედ 6 ერში მაინც არავინ მიგვიღებს,ჯობია თამაში განვავითაროთ და მას მრავალფეროვანი სახე მივცეთ...წინ მივიწევთ,თამაშის ახალ ასპექტებს ვავითარებთ და წინ აუცილებლად იქნება ეკალ-ბარდებით მოფენილი გზა გაითვალისწინეთ...

12:36 | 20.03.2017
zangura (109)

თამაშის შემდეგ ბევრი იწერება, რომ ნუ ვლანძგავთ ბიჭებს ერთი წაგების გამოვო ..
ჯერ ერთი არავინ ლანძგავს ჩვენი ნაკრების წევრებს, მერე მეორეც ვთვლი რომ აუცილებელია სწორი კრიტიკა და ყველაფრის გაანალიზება. მარტო ქება დიდება თვითონ მორაგბეებსაც ცუდ სამსახურს გაუწევს.

რაც შეეხება თამაშს და ჩემს პირად აზრს:
რათქმაუნდა კარგია როტაცია და ახალი მორაგბეების გამოცდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა არასწორი გზით.
არ შეიძლება რუმინეთთან 19 წლის პირველხაზელებით თამაში, არ შეიძლება ბეკოშვილით თამაში, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში ცუდად გამოიყრებოდა და ამავდროულად შემცვლელი ყავდა 19 წლის ტაბიძე. წარმოიდგინეთ ნარიაშვილმა ითამაშა 80 წუთი იმის გამო რომ შესაბამისი შემცვლელი არ გვყავდაა, ქანცი გაძვრა კაცს. შემცვლელი ყავდა 19 წლის მატარაძე.
შეიძლება სხვა პოზიციებზე გვქონოდა როტაცია რუმინეთთან, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ყოფილიყო პირველ ხაზში, რაც თამაშმაც დაადასტურა. მე პირველად ვნახე ჩვენი ნაკრების ესეთი სუსტი შერკინება. ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ მილტონ ჰეიგზე ძალიააან.
ასეიშვილი, კაკოვინი, ჩილაჩავა, ფეიქრიშვილი - ამათგან მინიმუმ 2 კაცი უნდა გამოეძახათ.

თუ მაინცდამაინც როტაციაზეა საუბარი პირველ რიგში უნდა გამოეცადათ ხმალაძის და თოდუას რეზერვი, რომლებსაც მთელი ტურნირის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ. მაგათზე მეტს თუ არა უარესად მაინც არ ითამაშებდნენ. ჯინჭველაშვილი, სიჭინავა, ფრუიძე, მათიაშვილი (რა დროს მისი 7 კაცა ნაკრებში გაშვება იქნებოდაა????).
და ამათ ნაცვლად ფრთაზე ჯანიან რუმინებელთან გამოცადეს ჩვენი რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის ძმიშვილი სვანიძე, რომელიც ალბათ ჯამში 20 კილოს თუ იწონის. გუშინ ორჯერ ცალი ხელით გადაიყვანეს რუმინელებმა აუტში. მაგარი ბიჭია პატივს ვცემ და დიდი მომავალი აქვს სვანიძეს მაგრამ რუმინეთთან გაუმართლებელი მგონია მისი ძირითადში დაყენება. ალბათ ისევ კოშაძე დამდგარიყო ფლანგზე მის ნაცვლად ჯობდა, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია და უფრო ჯანზეცაა.
მეორე ტაიმში საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, შესვენებისას ცოტა უკეთ უნდა დაექოქა სამწვრთნელო შტაბს ბიჭები.
სამწუხაროდ ძალიან მოკლებული აქვს გორგოძეს, ნემსაძეს, კაჭარავას, მიქაუტაძეს, ლომიძეს, თოდუას, ხმალაძეს.
ეს ყველაფერი თუ მოტივაციის ბრალია ძალიან ცუდია და ნურავინ იტყვის, რომ ძნელია ამ ტურნირზე მოტივაციის შენარჩუნება.
დიახაც უნდა გვქონდეს იმის მოტივაცია, რომ ყოველ წელს მოვიგოთ ერთა თასი თუ უფრო მეტზე გვაქვს პრეტენზია. მითუმეტეს, რომ ნამდვილად გვაქვს მაგის შესაძლებლობა.
აბა ზელანდიამ რაღა ქნას. ტიპები სულ პირველზე არიან და თამაშს არ აგებენ ისეთი მოტივაციით თამაშობენ ყველა გუნდთან. ზუსტად ესაა პირველი და მეორე დონის გუნდებს სხვაობა.
თუნდაც ის, რომ რუსებთან ბოსუსი ვერ ავიღეთ მოტივაციის გამო და საბოლოოდ მაგანაც დიდი როლი ითამაშა ჩემპიონები, რომ ვერ გავხდით.

ბევრი წერს, რომ მილტონ ჰეიგმა ამოწურა თავის შესაძლებლობები და უნდა წავიდეს.
ნაწილობრივ ვეთანხმები მაგრამ ვფიქრობ რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე მისი წასვლა გაუმართლებელი იქნებოდა, მერე ვნახოთ.
თუმცა კი გუშინ ძალიან იმედები გამიცრუა მელიტონამ!

ძალიან სამწუხარო მარცხი ვიწვნიეთ.

მომავალი მაინც ჩვენია.

12:22 | 20.03.2017
beeq777 (35)

გუშინ რუმინეთმა თავისი მაქსიმუმი აჩვენა ჩვენ კი გაცილებით მეტი შეგვიძლია. არვიცი ვისთვის როგორ მაგრამ ჩემთვის ეს დიდი პოზიტივია.

11:20 | 20.03.2017
beeq777 (35)

По окончании Кубка Шести Наций-2017 определились места, которые 12 сборных отобравшихся на турнир, займут при посеве КМ-2019.

Корзина 1: Новая Зеландия, Англия, Австралия, Ирландия;
Корзина 2: Шотландия, Франция, Южная Африка, Уэльс;
Корзина 3: Аргентина, Япония, Грузия, Италия.

Положение оставшихся 8 команд-участниц КМ также распределится согласно международному рейтингу World Rugby.

Жеребьёвка турнира в Японии состоится 10 мая в Киото.

13:20 | 20.03.2017
dinamo222 (692)

ისე არგენტინა რატომ მოათავსეს მესამე კალათაში მიკვირს არგენტინა შოტლანდიაზე ძლიერიცაა და საფრანგეთზეც !

09:40 | 20.03.2017
BEERTRANCE (1073)

მარცხიდან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ გეთანხმებით. მარა აქეთქკენ რო მიდიოდა ყველაფერი ესპანეთთან თამაშისას გამოჩნდა და რატომღაც არავინ იზრუნა გამოსასწორებლად. ნამეტანი ალმაცერად მოგვინდა ყველას დამარცხება და დავისაჯეთ. მე-11 ადგილზე გადასვლა რატომღაც "არ გვინდა" ნოემბერშიც ამის შანსი გვქონდა და გავანიავეთ.

და 1 დაუწერელი კანონი, რაც არ უნდა სასწაული მოახდინოს ქართველმა, მკვდარიც რო აღადგინოს არ უნდა შეაქო. შექების მერე ქართველი რო ურევს არავის არ ემართება ეგრე.

09:24 | 20.03.2017
geogoli (367)

ყველა მარცხი დასანანია, განსაკუთრებით ჩვენს მუდმივ მეტოქე რუმინეთთან და განსაკუთრებით წინა თამაშის შემდეგ, როცა დინამოზე სპექტაკლი მოვუწყვეთ. მაგრამ პირადად ჩემი აზრია, რომ ამ მარცხისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. პირიქით აუცილებალიცაა მარცხი, რომ გამოვფხიზლდეთ და ახლებურად და ახლი ენერგიით მივუდგეთ საქმეს. მოდი და მეკოს გაეტანა ის ჯარიმა და მოგვეგო - ამით რა შეიცვლებოდა? ვიტყოდით რომ ცუდად ვითამაშეთ მარა მოვიგეთ.
ზოგჯერ დაცემა აუცილებელია რომ უფრო ძლიერი ადგე.

01:13 | 20.03.2017
mindia (74)

ადრე თუ გვიან წავაგებდით რუმინეთთან, რა თქმა საქართველო უფრო ძლიერია რუმინეთზე, მაგრამ არა იმდენად რომ მუდმივად უგებდეს. რუმინეთმა ძალიან კარგი დაცვა გვეთამაშა ისე, ნუ გაუმართლად რაღაცეებში კიდე.

00:10 | 20.03.2017
zura-mesi (33)

ეგრეც ვიცოდი, მაგრამ აქ კომენტარებმა სულ დამაბნია... როგორ ამბობთ რომ არაფერი მომხდარა, მოხდა და ძალინ ცუდი ჩვენთვის, სულ რომ ბელგიასთან წააგო(დააბრალებ ექსპერიმენტებს) რუმინეთთან არ უნდა წაგვეგო არანაირად!

1.040301