რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუმინეთის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებს" 8:7 მოუგო და რამდენიმეწლიანი ნავსი გატეხა - მანამდე "მუხები" კარგა ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ქართველთა ძლევას. ამ გამარჯვებით რუმინელებმა ევროპული რაგბის რანგით მეორე ტურნირი ჩემპიონობით დააგვირგვინეს და ამ წარმატებას ანთიმოზ ივერიელის თასიც დაურთეს, რომელიც მათსა და ქართველებს შორის ყოველწლიურად თამაშდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წაგებით ვის არ წაუგია მაგრამ წაგებამ რაღაც უნდა გასწავლოს, ვისწავლით კი აქედან რამეს რაღაც არ მგონია. ხელით თამასი და შეტევის გაშლა თუ არ ისწავლეს არაფერი არ გამოვა, შენი კუნთების აღარავის არ ეშინია
ძაან მაინტერესებს სადაა ვიქტორ კოლელიშვილი?
stripslashes((strlen('http://rugger.info/news/12945')>0?'http://rugger.info/news/12945':'http://rugger.info/news/12945'))
«Мне снились кошмары, в которых мы проигрывали Грузии»
Флай-хав сборной Румынии Флорин Влайку не скрывал огромной радости после победы над «Лелос» (8:7).
«Очень тяжёлая игра. В первом тайме мы не использовали ряд моментов и пропустили попытку. Но проявили морально-волевые качества и добыли победу. Мне кажется, мы больше хотели выиграть. Виктория была необходима, так как последние три года Грузия неизменно обыгрывала нас. Мне даже снились кошмары, в которых мы уступали «Лелос».
«Мы выиграли матч сердцем и душой. Я долго ждал этого и очень рад ей. Команда начала чемпионат Европы не слишком удачно, но завершила его важнейшей победой. Мы счастливы!».
«Оакс» обыграли «Лелос» впервые с 2010 года.
თამაშებმა რუმინეთთან, რუსეთთან, ესპანეთთან დაგვანახა, რომ 6 ერისთვის ჯერ არ ვართ მზად. ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ იტალიას თუ ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება, მაგრამ ტრამვებისაგან თუ დაგვაკლდა მორაგბეები ნათლად ჩანს, რომ იტალიის დარი გუნდიც გაგვანადგურებს დიდი ანგარიშით (ვიმეორებ თუ დაგვაკლდა რამოდენიმე ძირითადის მოთამაშე). მილტონ ჰეიგის ჩამოწერა და ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად. გუშინაც შეგვეძლო იმ თამაშის მოგება, რომ არა დიდი რაოდენობით შეცდომები ჩვენი მორაგბეებისა. ჩემი აზრით საქართველოს რაგბის კავშირს პრიორიტეტად უნდა დაეყენებინათ ჩემპიონობა.
საქართველოს ნაკრების თამაშს, რომ ვუყურე ჯერ ესპანეთთან და მერე რუსეთთან ნათლად გამოჩნდა, რომ რუმინეთს თუ ოპტიმალური შემადგენლობით არ შევხვდებოდით მოგება გაგვიჭირდებოდა. რუსეთთანაც ვერ ავიღეთ ბონუს ქულა რაც ჩემპიონობისათვის ძაან დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა რუმინეთი მაინც არ იყო ჩვენი მომგები, რომ არა ჯერ ნემსაძის ტრამვა და მერე სხვა მოთამაშეების უხეში შეცდომები.
ერთი რაღაც მინდა ვთქვა - როდესაც გაქვს ასეთი უპირეტასება მოთამაშეების მხრივ უნდა გამოიყენო. ჩვენ არ ვართ იმ დონეზე რომ რაგბი ევროპის ჩემპიონობა არ გვაინტერესებდეს. ყველა თამაშის მოგებას უნდა ეცადო დიდი ანგარიშით. უნდა მოიგო ყველაფერი სადაც ჩვენი დონის ნაკრები თამაშობს. ჩვენი ქვეყნის სიდიდისა და ეკონომიკის შემხვედვარე, თანაც თუ გავითვალისწინებთ როგორ ტოვებს ახალგაზრდობა საქართველოს და ქართველი ბავშვების ნაწილი საზღვარგარეთ იზრდება, დემოგრაფიას, რაგბიც არ იქნება ყოველთვის ასეთი, ყოველთვის არ გვექნება ასეთი უპირატესობა რაგბიში. ამიტომ ისტორიას უნდა შემოუნახო როცა ასეთი დიდი უპირატესობა გაქვს ახლა და შედეგებიც სათანადო უნდა დადო. არ მინდა ახალი მორაგბეების დონე დავაკნინო, მაგრამ ნათელია, რომ გორგოძისნაირი მორაგბე ჯერ არ ჩანს(როგორც იტყვიან ასეთები საუკუნეში ერთეულები იბადებიან). მამუკა გორგოძე კი ძაან დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისათვის. თბილისში 2016 წელს ჩატარებულ სპექტაკლს დაამშვენებდა ოპტიმალური საქართველოს ნაკრების თამაში რუმინეთში. დარწმუნებული ვარ უძლიერესი შემადგენლობით დიდი ანგარიშით დავამარცხებდით რუმინელებს თავიანთ მოედანზე, მოვიგებდით ისე, რომ რუმინელები როგორც თბილისში იქაც ერთ ლელოსაც ვერ დაგვიდებდნენ და რუმინელ გულშემატკივრებში და არა მარტო მათში, დიდ პატივისცემას დავიმსახურებდით. ამის მერე ვერც რუსები, რუმინელები, იტალიელები თუ სხვები ვერ იტყოდნენ ვერაფერს და ვერც იქილიკებდნენ.
ჯერ კიდევ თამაშამდე არაერთხელ ვთქვი რომ მე ძალზე მაშინებს ჩვენი შერკინებისა და ფლანკერების ბედი რუმინელებთან-თქო. ამის მიზეზად გამოცდილ მოთამაშეთა არყოფნა დავასახელე (3 ნომერზე - ფეიქრიშვილი და ჩილაჩავა, 1-ზე - ასიეშვილი, ხოლო 11-14-ზე - მჭედლიძე და ფრუიძე). ჰოდა, ამ თამაშმა პრაქტიკულად "გააშიშვლა" ეს ჩვენი სუსტი წერტილები. არავის ჯიბრი არ მაქვს, მაგრამ ახლა რასაც ვიტყვი, იმედია რაგბის კავშირი და სამწვრთნელო შტაბი გაიგონებენ! ბატონებო, ნუ გგონიათ თქვენ რუმინეთი ის გუნდი რომელსაც მისსავე მოედანზე თუნდაც შერეული შემადგენლობით (ახალგაზრდები პლიუს გამოცდილები) მოუგებ, ისე როგორც ვამარცხებდით სხვა დანარჩენ "რაგბი-ევროპა"-ს მონაწილეებს! ამას გარდა, სჯობს საგნებს თავისი სახელი დავარქვათ. უფრო კონკრეტულად, ამ თამაშმა მკაფიოდ აჩვენა რომ ზოგიერთი მოთამაშეების ადგილი ამ ეტაპზე არაა ნაკრებში (სვანიძე, ცუცქირიძე, ბეკოშვილი და სხვ.). ამასთან,დროა კონკურენცია იგრძნონ ზოგიერთმა გამოცდილებმაც (მეკო, თოდუა და ა.შ.)
რაც შეეხება თამაშის ჩემეულ მიმოხილვას და თითოეული მოთამაშის შეფასებებს, ამას დავწერ როგორც კი წაგებულ მატჩზე დიდი სტატია იქნება
+1
ცუცქირიძის რა არ მოგეწონა? კიდევ ბიჭებმა რამდენიმეჯერ თუ მაინც არ ითამაშეს ნაკრებში ვერ გავიგებთ რეალურად არიან თუ არა სანაკრებო დონეზე. ერთ და ორ ჩავარდნილ თამაშსაც არ ვპატიობთ? მით უფრო ამ დონეზე სადაც ერთადერთი ადგილია ექსპერიმენტების ჩატარებისთვის? მგონი არავის ეპარება ეჭვი რომ ტრადიციულ სტილში ამ რუმინეთს უპრობლემოდ მოვუგებდით მაგრამ არ დავიღალეთ ამ აიღე და მიეძალეთი და შერკინების ხარჯზე მოგებებით?
ისე, ინგლისს ჩვენისთანა გულშემატკივარი რომ ყავდეს ედი ჯონსსაც გაისტუმრებდა მთვარეზე )
კრიტიკა კარგია, მაგრამ მაგასაც ცოდნა უნდა. შემზარავი იყო შერკინების, დერეფნების ყურება, მაგრამ მაინც აშკარად ჩანს, რომ ბევრად უკეთესია ეს ნაკრები საკუთარ თავზე გინდაც ორი წლის წინ. ერთ ორ წელიწადში ბევრად უფრო საინტერესო თამაშს და შეტევას ითამაშებს ჩვენი ნაკრები თუ ასე გააგრძელა.
ვისაც შედეგი და სხვის დასანახად გამარჯვება გინდათ ჩემზე მეტად მაინც არ გეწყინათ წაგება. 2019-ში ვნახავთ რისთვის და როგორ კეთდება ყველაფერი.
P.S. რომ არა ნემსაძის უიღბლობა, ნეტა რა ლელოს დამდები იყო რუმინეთი, გინდაც ასეთ გაუმართავ ბორჯღალოსნებთან? მარცხიც აუცილებელი გაკვეთილია ახლებისთვის.
ლელო ვაჩუქეთ მე-3 წუთზე, ამის მოხერხება არ გინდა.
თამაშის შემდეგ ბევრი იწერება, რომ ნუ ვლანძგავთ ბიჭებს ერთი წაგების გამოვო ..
ჯერ ერთი არავინ ლანძგავს ჩვენი ნაკრების წევრებს, მერე მეორეც ვთვლი რომ აუცილებელია სწორი კრიტიკა და ყველაფრის გაანალიზება. მარტო ქება დიდება თვითონ მორაგბეებსაც ცუდ სამსახურს გაუწევს.
რაც შეეხება თამაშს და ჩემს პირად აზრს:
რათქმაუნდა კარგია როტაცია და ახალი მორაგბეების გამოცდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა არასწორი გზით.
არ შეიძლება რუმინეთთან 19 წლის პირველხაზელებით თამაში, არ შეიძლება ბეკოშვილით თამაში, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში ცუდად გამოიყრებოდა და ამავდროულად შემცვლელი ყავდა 19 წლის ტაბიძე. წარმოიდგინეთ ნარიაშვილმა ითამაშა 80 წუთი იმის გამო რომ შესაბამისი შემცვლელი არ გვყავდაა, ქანცი გაძვრა კაცს. შემცვლელი ყავდა 19 წლის მატარაძე.
შეიძლება სხვა პოზიციებზე გვქონოდა როტაცია რუმინეთთან, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ყოფილიყო პირველ ხაზში, რაც თამაშმაც დაადასტურა. მე პირველად ვნახე ჩვენი ნაკრების ესეთი სუსტი შერკინება. ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ მილტონ ჰეიგზე ძალიააან.
ასეიშვილი, კაკოვინი, ჩილაჩავა, ფეიქრიშვილი - ამათგან მინიმუმ 2 კაცი უნდა გამოეძახათ.
თუ მაინცდამაინც როტაციაზეა საუბარი პირველ რიგში უნდა გამოეცადათ ხმალაძის და თოდუას რეზერვი, რომლებსაც მთელი ტურნირის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ. მაგათზე მეტს თუ არა უარესად მაინც არ ითამაშებდნენ. ჯინჭველაშვილი, სიჭინავა, ფრუიძე, მათიაშვილი (რა დროს მისი 7 კაცა ნაკრებში გაშვება იქნებოდაა????).
და ამათ ნაცვლად ფრთაზე ჯანიან რუმინებელთან გამოცადეს ჩვენი რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის ძმიშვილი სვანიძე, რომელიც ალბათ ჯამში 20 კილოს თუ იწონის. გუშინ ორჯერ ცალი ხელით გადაიყვანეს რუმინელებმა აუტში. მაგარი ბიჭია პატივს ვცემ და დიდი მომავალი აქვს სვანიძეს მაგრამ რუმინეთთან გაუმართლებელი მგონია მისი ძირითადში დაყენება. ალბათ ისევ კოშაძე დამდგარიყო ფლანგზე მის ნაცვლად ჯობდა, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია და უფრო ჯანზეცაა.
მეორე ტაიმში საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, შესვენებისას ცოტა უკეთ უნდა დაექოქა სამწვრთნელო შტაბს ბიჭები.
სამწუხაროდ ძალიან მოკლებული აქვს გორგოძეს, ნემსაძეს, კაჭარავას, მიქაუტაძეს, ლომიძეს, თოდუას, ხმალაძეს.
ეს ყველაფერი თუ მოტივაციის ბრალია ძალიან ცუდია და ნურავინ იტყვის, რომ ძნელია ამ ტურნირზე მოტივაციის შენარჩუნება.
დიახაც უნდა გვქონდეს იმის მოტივაცია, რომ ყოველ წელს მოვიგოთ ერთა თასი თუ უფრო მეტზე გვაქვს პრეტენზია. მითუმეტეს, რომ ნამდვილად გვაქვს მაგის შესაძლებლობა.
აბა ზელანდიამ რაღა ქნას. ტიპები სულ პირველზე არიან და თამაშს არ აგებენ ისეთი მოტივაციით თამაშობენ ყველა გუნდთან. ზუსტად ესაა პირველი და მეორე დონის გუნდებს სხვაობა.
თუნდაც ის, რომ რუსებთან ბოსუსი ვერ ავიღეთ მოტივაციის გამო და საბოლოოდ მაგანაც დიდი როლი ითამაშა ჩემპიონები, რომ ვერ გავხდით.
ბევრი წერს, რომ მილტონ ჰეიგმა ამოწურა თავის შესაძლებლობები და უნდა წავიდეს.
ნაწილობრივ ვეთანხმები მაგრამ ვფიქრობ რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე მისი წასვლა გაუმართლებელი იქნებოდა, მერე ვნახოთ.
თუმცა კი გუშინ ძალიან იმედები გამიცრუა მელიტონამ!
ძალიან სამწუხარო მარცხი ვიწვნიეთ.
მომავალი მაინც ჩვენია.
+1
+1
შენ ისე ზუსტად გამოხატე ჩემი აზრები თამაშის ნიუანსებზე, მოთამაშეებსა და ჰეიგზე რომ 1,000,000%-ით გეთანხმები!
გაიხარე
კარგი ისაა, რომ ეს წაგება გამოგვაფხიზლებს.
გუშინ რუმინეთმა თავისი მაქსიმუმი აჩვენა ჩვენ კი გაცილებით მეტი შეგვიძლია. არვიცი ვისთვის როგორ მაგრამ ჩემთვის ეს დიდი პოზიტივია.
По окончании Кубка Шести Наций-2017 определились места, которые 12 сборных отобравшихся на турнир, займут при посеве КМ-2019.
Корзина 1: Новая Зеландия, Англия, Австралия, Ирландия;
Корзина 2: Шотландия, Франция, Южная Африка, Уэльс;
Корзина 3: Аргентина, Япония, Грузия, Италия.
Положение оставшихся 8 команд-участниц КМ также распределится согласно международному рейтингу World Rugby.
Жеребьёвка турнира в Японии состоится 10 мая в Киото.
ვერ დავიჯერებ, რომ რუმინეთი დღესდრეობით ჩვენზე მაგარია. რუმინეთში ფრე რომ ვითამაშეთ, არც ის იყო დამაჯერებელი, მაშინაც ვჯობდით. ზევით, სიმაღლეებს ვეპოტინებით, ახლანდელ დონეზე თამაშს ვთაკილობთ და დღეს... ჰაი დედასა, შემოდგომაზე იაპონიამ, ახლა ამ ციგნებმა დაგვსვეს იმ ადგილზე, რომელსაც არ ვიმსახურებთ. პასუხისმგებლობას ასეთ ჩავარდნებზე ვინ ღებულობს? მოვითხოვოთ პასუხი ფედერაციისგან.
1-2 კაცის ჩავარდნა წყვიტავს თამაშის ბედს ძამიკო, ამაშია საქმე. ამ დონის თამაშში გამოცდილებაა საჭირო, რომელიც არ ააქვს ახალბედას, აბა წარმოიდგინე ბეკოშვილის და სვანიძის ნაცვლად ფეიქრიშვილი და მჭედლიძე რომ ყოფილიყო რამხელა სხვაობას მოგვცემდა?
რეიტინგს არ აქვსო
მნიშვნელობა.
მსოფლიოს კალათების განაწილება რომ იქნება რას აქვს აბა თქვენი აზრით მნიშვნელობა?
ფუი ბლიად... ნერვები მეშლება რა
დროს
ბიჭო რა დროოოოს????
გიო, დამშვიდდი. მეც გავმწარდი თავიდან მაგრამ ეს წაგება იმედია გამოგვაფხიზლებს! თანაც, შენ თვითონ ამბობდი რომ ერტხელ იქნება რუმინეთი შინ მოგვიგებსო ...
და შენ რა რეიტინგში იმედი გაქვს რომ მეორე კალათაში მოხვდებით? )))))))
მეორე კალათაზე არ იოცნებო. საუბარია მესამე
კალათაზე, რომელის მოპოვების რეალური შანსი გვქონდა
იმ
შემთხვევაში თუ რეიტინგში მინიმუმ 11 ადგილზე მაინც ვიქნებოდით (იაპონიის წინ).
ეხლა საკაიფო მიზეზი
მივეცით რომ
ისევ მეოთხე კალათაში მოგვისროლონ. მით უმეტეს ასეთი ნაკრებით ამერიკის ტურნეზე წარმატების იმედი არ უნდა გვქონდეს და რეიტინგში სავარაუდოდ კიდევ უფრო დავეცემით. ჩემი პროგნოზით წელს 15 ადგილზე დავასრულებთ.
სულ 3 კალათაა და შესაბამისად მეოთხეში ვერ მოვხვდებით და ვერც მეორეში. Корзина 1: Новая Зеландия, Англия, Австралия, Ирландия;
Корзина 2: Шотландия, Франция, Южная Африка, Уэльс;
Корзина 3: Аргентина, Япония, Грузия, Италия.
ესე განაწილდა კალათები და დანარჩენი 8 გუნდის და პადგრუპების ბედი 10 მაისს გაირკვევა.
ასეთი ლე თამაში დიდი ხანია არ მახსოვს საქართველოსგან.
თან რა დროს ბიჭო რა დროს???
ეხლა წაგება იქნებოდა რუმინეთთან???
დაბოლოს, რა ვართ ასეთი
ნიჭიერები რომ ნატურალიზებას არ ვაკეთებთ?
ახალი თაობა არ დაიჩაგროს არა? და მეტი კონკურენცია რომ
იყოს არა?
ივნისის ტესტებში 3 წაგება არ გაგიკვირდეთ.
ნატურალიზაციის ამბავში მეც მომხრე ვარ რომ 1-2 (იქნებ 3-4-ც) მოთამაშე დავიმატოთ, თუმცა როგორც ვიცი, ამის წესები რაგბში ძალიან მკაცრია
მართალი ხარ რატო დაიჩაგრება ახალი თაობა? ნატურალიზება 1-2 კაცს უნდა გაუკეთდეს თორემ ნახევარ გუნდს კი არა.
1 და 2 მოთამაშის შეცვლა რატოა ექსპერიმენტული შემადგენლობა?
ასე რომ ფრე გვაძლევდა ხელს, რადგან წავაგეთ ჩემპიონობაც დავთმეთ
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტზე ეს სტატია დევს ძმაო და სხვა ამაზე სანდო წყარო რომელია?
ხო წესდებაშიც ეგრე წერია ტომ ურტთიერთ შეხვედრებიო მაგრამ ის სურათი ჩემი თვალით ვნახე თამაშის მერე გადათრებული სადაც ჩვენი ნაკრებია ჩემპიონის დაფით ! არ ვიცი იქნება სხვა რაღაცა პრიზი მოიპოვეს მაგრამ აშკარად ის დაფაა საჩემპიონო ! თანაც ცხრილიცაა მოყვანილი სადაც პირველზე ვართ
2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ბორჯღალოსნებმა ბუქარესტში რუმინეთთან 7:8 დათმეს.
შეხვედრა ჩვენთვის ცუდად დაიწყო - დებიუტშივე დაშავდა გიორგი ნემსაძე და მივიღეთ ლელო. ტაიმის ბოლოს ბორჯღალოსნების მონდომებამ შედეგი გამოიღო, იერიში მარცხენა ფრთაზე გავშალეთ და მერაბ შარიქაძის ლელო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:5.
შესვენების შემდეგ ერთადერთი ჯარიმა გავიდა და ის რუმინელი ვლაიკუს ანგარიშზეა. კვირიკაშვილს ორჯერ ჰქონდა ბორჯღალოსნების დაწინაურების შანსი, მაგრამ ერთი ჯარიმა მიზანს ასცდა, ხოლო მეორე ძელმა აისხლიტა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, ასევე ჩვენთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასის“ მფლობელი 6-წლიანი შესვენების შემდეგ რუმინეთი გახდა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებულების თანახმად, თანაბარი სატურნირო ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონად ცხადდება გუნდი, რომელმაც ურთიერთშეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. თუ ურთიერთშეხვედრა ფრედ დასრულდა, საქმეში ერთვება გატანილი და მიღებულ ქულათა ბალანსი.
ადმინებო დაწეეერეთ ბოლო ბოლო ვინ გახდა ჩემპიონი !!! ვინ იტყუება მსოფლიო რაგბი თუ ევროპა და ის სურათი ??
ასე რომ თასიც დავთმეთ და ჩემპიონობაც, ვატაროთ ახლა ექსპერიმენტები,...ერთი რამ არ მომწონს, როგორც მაქვს ინფორმაცია, ფედერაციის პრეზიდენტის ნათესავი ყოფილა ირაკლი სვანიძე (ერთი გვარის არიან ფაქტია) და აშკარად პროტექცია იკვეთება, სხვა შემთხვევაში რით დაიმსახურა ამ ბიჭმა გადამწყვეტ თამაშში ძირითადში მოხვედრა? როდესაც კოშაძემ გაცილებით უკეთესი თამაში აჩვენა, ფიზიკაზე აღარ არის საუბარი, რამდენი ბურთიც მიიღო ფრთაზე იმდენი მოისროლეს ტრიბუნისკენ, ფაქტიურად ,,დირკა" იყო გუნდისთვის.
ექსპერიმენტების გამო არ წაგვიგია დღეს ეს თამაში, უფრო მეტად მეტოქის შეუფასებლობა და ბრეგვაძის მიერ ცუდად მოწოდებული აუტების ბრალია.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებულების თანახმად, თანაბარი სატურნირო ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონად ცხადდება გუნდი, რომელმაც ურთიერთშეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. თუ ურთიერთშეხვედრა ფრედ დასრულდა, საქმეში ერთვება გატანილი და მიღებულ ქულათა ბალანსი.
არა ევროპა რაგბის საიტზე ჩვენ ვართ პირველზე და სურათიცაა გადაღებული ჩვენი ნაკრების იმ ჩემპიონის დაფით დაფით
ჩემი ეჭვების შესახებ წინა დღეებშიც ვწერდი, ამიტომ დღესაც პრინციპში თამაშის ხარისხზე და სამწვრთნელო შტაბის არა თანმიმდევრობაზე თუ გვექნება პრეტენზია, თორემ ცოტაოდენი იღბალის შემთხვევაში შეიძლება მოგვეგო კიდეც ეს კონკრეტული მატჩი და როგორც ჩანს იღბალმაც (რაგბი ევროპის დებულებამ) ბოლომდე არ მიგვატოვა და გათამაშების გამარჯვებული მაინც ჩვენ დავრჩით.
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
გაიხარეთ ! ! !
არ გკიდიათ ეს ერთა თასი?? ხო ხედავთ ყველა ჩვენ გვეღადავება.. გინდა მოიგე და შუაზე გაიხიე თუ გინდა 6 ერში არც შეგვასუნინებენ ჯერ.. ისევ ჯობია ექსპერიმენტები ვატაროთ და წავაგოთ ეს თამაშები.. 6 ერის კარი დაიკეტებაო ხშირად მესმის ეს ფრაზა.. აი რომ მოგვეგო ხო წითელ ხალიჩას გვიშლიდნენ რა.. აკეთოს ამ კაცმა თავის საქმე.. თავის დროზე ესპანეთთან წაგების მერე მახსოვს აგრესია ჰეიგის მიმართ მაგრამ როგორც გამოჩნდა მილტონის ნაირი ბევრი რომ გვყავდეს ქვეყანაში 100 ჯერ მაგარი სახელმწიფო ვიქნებით !
ნაკრების თამაში ჩანს მსოფლიო ჩემპიონატზე.. მეტის საშუალებას არ გვაძლევენ და მიდით ეხა და ერთა თასის მოგებით იზეიმეთ.. ზოგს მართლა ეს თასი ურჩევნია მომავალში გაცილებით დიდი შედეგების დადებას !
არაუშავს...ოღონდ სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ წაგებიდან...ჯერ არ ვართ იმდენად წინ რუმინეთზე, მათთან ექსპერიმენტები რომ ვატაროთ შემადგენლობაში...გუშინ დავწერე რომ ბეკოშვილის და სვანიძის დაყენება არ იყო გამართლებული ამ შეხვედრაში,ოღონდ იმიტომ კი არა რომ ისინი ცუდი მოთამაშეები არიან, უბრალოდ ამ ეტაზპზე ჯერ არ არიან მზად ესეთ პრინციპულ და ხისტ შეხვედრაში სათამაშოდ...ტაქტიკურადაც რამდენიმე მძიმე შეცდომა დავუშვით, ამას ნემსაძის ტრავმა დაუმატეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ...
მეკომ ცუდად ითამაშა დღეს, არც სვანიძე და ბეკოშვილი მომეწონა. ბოლოს როდის იყო შერკინებაში ასე დავჩაგრულიყავით, არ მახსოვს. სასწრაფოდ არის მოსაძებნი 11 და 15 ნომრები. გასაგებია, რომ მეკო აპირებს მსოფლიოზე თამაშს, მაგრამ თუ ასე ითამაშა, რა ვიცი. რუმინეთმა კი არ მოგვიგო, ჩვენ წავაგეთ
ძალიან ცუდად ითამაშეს ჩვენებმა, ასეთ რუმინეთთან მოახერხო წაგება არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ შერეული შემადგენლობით ვთამაშობდით. ამ შემადგენლობით რომ რუმინეთს ვერ დაამარცხებ, მართლა არაფერი გესაქმება 6 ერში. ამდენი ტექნიკური წუნი კიდევ რა უბედურებაა. ესპანეთთან და რუსეთთან თამაშების შემდეგ მეშინოდა დღევანდელი თამაშის და სამწუხაროდ ჩემი შიში გამართლდა. მელიტონას შეცდომა კიდევ ის იყო, რომ დღევანდელ თამაშში სრული შემადგენლობა უნდა შეეკრიბა მოსაგებად. ახლა კი რუმინელებსა და 6 ერის მამებს მივეცით სალაპარაკო და პლიუს მე-11 ადგილზე გადასვლის ნაცვლად, ქულები დავკარგეთ და მე-13 ადგილოსანი ტონგა დაგვიახლოვდა.
ჩემპიონი გახდა საქართველო. რუმინეთმაც და საქართველომაც დააგროვა 19-19 ქულა. ამ შემთხვევაში ითვლება მიღებული და გაშვებული ქულების სხვაობა, რაც რუმინეთზე უკეთესი გავქვს. ასე რომ სტატიის ავტორო ჯერ რომ გადაამოწმოთ ინფორმაცია და მერე დაწეროთ სტატია, ვერა? რატომ შეგყავთ ხალხი შეცდომაში? საქართველო გახდა მეათედ რაგბი ევროპის ჩემპიონი. ანთიმოზ ივერიელის თასი გადაეცა რუმინეთს. თუ არ გჯერათ გადაამოწმწთ ინტერნეტსი და ნახავთ, რომ ყველგან საქართველოს წერია ჩემპიონად 2017წ....
გაგვაგებინოს ვინმემ ვინ გახდა ჩემპიონი? ...
ბოლო ინფორმაციით რუმინეთი გახდა ჩემპიონიო..
რომელი ბოლო?
ნაკრებმა წლევანდელი ერთა თასის ყველა შეხვედრა დაახლოებით ერთ დონეზე ჩაატარა, განსხვავებული იყო მეტოქეები. შესაბამისად ჩვენი შეცდოემბის სიხშირე პროგრესულად იმატებდა მოწინააღმდეგების სიძლიერესთან ერთად.
დაუმარცხებელი არავინაა, სულ ვერავინ მოიგებს. მთავარი სწორი დასკვნების გამოტანა და ანალიზია.
მე მხოლოდ ერთს ვერ ვხვდები: რატომა არ შეიძლება ხაზით თამაშში მოვუმატოთ ისე, რომ ჩვენი ძლიერი მხარე (ძალისმიერი თამაში) არ დავაზარალოთ? თუ აუცილებელია რომ მხოლოდ ხაზით ვიბურთაოთ ან მხოლოდ მოლითა და შერკინებით მოვიპოვოთ ქულები/
ლელო, ლელო, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !!!
მომავალი ჩვენია!
ერთა თასი ჩვენ გადმოგვეცა, ანთიმოზ ივერიელის კი რუმინელებს.
ამ საიტზე ჟურნალისტი წერს სტატიას თუ "საპოჟნიკი"? ნუ ყველგან ერთი ოხდრია, სამარცხვინოები ხართ რა!
3 წლიდან რაგბის გულშემატკივარი ვარ. ჯერ კიდე 80 იანებიდან, აიას ბაზა ჩემს უბანში იყო. წაგება მძულს, ვერ ვიტან.
ამ თამაშებზე რეალურად ჩვენი ახალი თაობის გამოცდილების მიღებაა მთავარი.
თან ამ ექსპერიმენსტს ვაკეთებთ თან ჩემპიონები ვხდებით და რუმინეთს გაუმართლა რომ მოიგო. ნამდვილად არ იყო ეს დამაჯერებელი მოგება. ამიტომ ვფიქრობ რომ სწორი ტაქტიკაა არჩეული. ჰეიგის მოწინააღმდეგეებს მაინც ვურჩევ ჯერ შედეგებს შეხედოს და მერე ვილაპარაკოთ.
თუმცა დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება და რა დავაკელით უნდა გაირჯვეს და დარწმუნებული ვარ ამ თამაშს გაანალიზებენ.
მაინც იმ აზრზე ვარ რომ ახლა რაც შეიძლებ მერი ახალაგაზრდა გამოიცადოს და მხოლოდ მსოფლიოს ბოლო წლისთვის დავიწყოთ საჩემპიონო გუნდზე ფიქრი. მანამდე მოსულა ექსპერიმენტები.
გეთანხმები, მაგრამ ერთი ეს მაინტერესებს, თუ ექსპერიმენტებს მივმართავთ, მარქაფა რატომ არ გამოიყენა ბოლომდე..
რა მარქაფა შეხედე რა კომენტარებია, კრიტიკული კომენტარის დაწერა მინდოდა ნაკრებზე მაგრამ უფრო დიდ კრიტიკას ვაი გულშემატკივარი იმსახურებს!!! არ ღირს აქ სარაგბო ნიუანსების განხილვა უმეტესი დილეტანტია და ვერ გაიგებს!!! ესეთი ვა ვუში ესპანეთის და რუსეთან ჩატარებული თამაშების შემდეგ უნდა ამტყდარიყო!!!
დილეტანტს რომ ნდომოდა, დაინახავდა. ჩვენ გულშემატკივარს თავისთვის სატრაბახოდ უფრო უნდა თამაშის ყურება, 2019 ამათ მარტო 2019-ში აარელვებს.
რუსულ საიტზე პირველები ვიყავით მაგრამ გადავამოწმე და აქაც პირველზე ვართ!-stripslashes((strlen('http://www.rugbyeurope.eu/competitions/rugby-europe-international-championships')>0?'-http://www.rugbyeurope.eu/competitions/rugby-europe-international-championships':'-http://www.rugbyeurope.eu/competitions/rugby-europe-international-championships'))
ჩვენ ავწიეთ თასი, ჩვენ ვართ პირველები, ქვემოთ ფოტო მაქვს გაზიარებული
ხოო ამ საიტზეცაა ფოტო კიდევ კარგი ევროპის ჩემპიონობა მაინც შევინარჩუნეთ
ხალხო
მოგების აღნიშვნაც და მარცხისგან გაკვეთილის მიღებაც უნდა შეგვეძლოს.
ახალგაზრდების და ძველგაზრდების ექსპერიმენტალური შემადგენლობით 5 თამაშში 4 ლელო მხოლოდ გავუშვით. არც ერთი შემადგენლობა ერთი და იგივე არ ყოფილა, იმიტომ რომ ბოკვერები გამოგვეცადა! ზოგმა კარგად წარმოაჩინა თავი, ზოგმა ისე-რა, მაგრამ, მაინც გამოჩნდა რომ ბავშვებით რუმინეთში, ზელანდიელებით, ტონგელებით ქართველებით გაძლიერებულ ძირითად შემადგენლობას ბოლომდე ვეომეთ, მაგრამ დავმარცხდით. ეს იქნება კარგი გაკვეთილი თავში რომ რაღაც რაღაცეები არ აგვივარდეს და უფრო მეტი გული და სული ჩავდოთ ვარჯიშებსა და თამაშებში.
მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით! მადლიერი ვარ მელიტონის!
მარა 10 ნომერზე და 15 ნომერზე კონკურენცია უნდა გავზარდოთ.
მომავალ გამარჯვებამდე! #რაგბიჩვენითამაშია !
ვერ ვუყურე თამაშს, წაგებამ მომკლა. მარციც ვაჟაცურად უნდა ავიტანოთ. მგონი ფედერაციის ხელმძღვანელობა უნდა წავიდეს სახლში, ხვალ კი არა, დღეს, ახლავე.
გილოცავთ თასი ჩვენია, პირველები ვართ..