18-წლამდელები

15:51 | 18.03.2017 | ნანახია 2714 - ჯერ

18-წლამდელები ფრანგულ შეკრებაზე

ფრანგულ შეკრებაზე მყოფმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გუშინ საღამოს პირველი საკონტროლო მატჩი გამართეს და მეტოქე 33:17 დაამარცხეს.

ჩვენი 18-წლამდელები "მონპელიესა" და "ბეზიეს" თანატოლთა გაერთიანებულ გუნდს ეთამაშნენ. დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეტოქეს პირველ ტაიმში 3 ლელო დაუდეს. თავი სოსო ჭყოიძემ, რატი ჟორჟოლიანმა და თედო აბჟანდაძემ გამოიჩინეს, აბჟანდაძემ ორი გარდასახვაც გაიტანა და ტაიმი 19:5 მოვიგეთ.

მეორე ტაიმში მეტოქეებმა ორ-ორი ლელო დადეს. ქართველთაგან ლელოები კონსტანტინე მარჯანიშვილმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი ახალაძემ გაიტანეს. აბჟანდაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ბორჯღალოსნებმა 33:17 იმარჯვეს.

18-წლამდელები 22-ში მეორე თამაშს გამართავენ და მეტოქე "მონპელიესა" და "ნარბონის" გაერთიანებული გუნდი იქნება. შეკრების დასრულების შემდეგ ისინი შინ ბრუნდებიან და 2 აპრილს კვლავ საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 6-დან 16 აპრილამდე რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატში (ყოფილი ელიტ დივიზიონისთვის) ითამაშებენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:43 | 19.03.2017
LA.paata (38)

ყოჩაღთ ბიჭებო, კვალში უნდა მიყვეთ უფროსებ და თქვენც გაგვახაროთ!

00:38 | 19.03.2017
ogafa (407)

ყოჩაღ

0.0823