ეროვნული ნაკრები

19:18 | 17.03.2017 | ნანახია 6254 - ჯერ

ქართულ-რუმინული პრესკონფერენცია ბუქარესტში

კვირას, ჩვენი დროით 17 საათზე ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონობისთვის და „მუხებთან“ საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასისთვის“ ბუქარესტის სტადიონ „არკულზე“ შეერკინებიან.

საქართველოს ნაკრები ბუქარესტში დღეს გამთენიისას გაემგზავრა, ადგილზე ჩასვლიდან რამდენიმე საათში კი რუმინეთის რაგბის კავშირის ოფისში „მუხებთან“ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მასში ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და გუნდის ვიცე-კაპიტანი გიორგი ნემსაძე მონაწილეობდნენ, რუმინელთა მხრიდან - ასევე მთავარი მწვრთნელი ლინ ჰოუელსი და კაპიტანი მიხაი მაკოვეი.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მიხარია, რუმინეთს რომ ვსტუმრობ. აქ ტრადიციად ქცეული თამაში გველის - რუმინელებისა და ქართველების ყოველი შეხვედრა დაძაბულ გამოდის და კვირასაც ასე იქნება. ორივე გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, მრავლად არიან ახალგაზრდები, ეს თამაში მათთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილება იქნება. მოუთმენლად ველით კვირის თამაშს, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს გამოავლენს. რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედით, რათა კარგად დავისვენოთ და ხარისხიანი კაპიტნის ვარჯიში ჩავატაროთ“.

გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი: „უმნიშვნელოვანესი თამაში გველის და წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებთ“.

ლინ ჰოუელსი, რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „საქართველოსთან მატჩი ყოველთვის გამორჩეულია და არც მომავალი თამაში იქნება ამ მხრივ გამონაკლისი. საქართველომ მსოფლიო თასზე თამაში უკვე გაინაღდა, ჩვენ კი ამ უფლებისთვის ჯერ კიდევ დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. 7 წელია, ქართველები არ დაგვიმარცხებია და დარწმუნებული ვარ, კვირას დიდი ბრძოლა და კარგი თამაში იქნება“.

მიხაი მაკოვეი, რუმინეთის ნაკრების კაპიტანი: „საქართველო განსაკუთრებული მეტოქეა, თუმცა ჩვენ კარგად მოვემზადეთ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ და იმედია, ქომაგი გაწბილებული არ დარჩება. დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს“.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:04 | 19.03.2017
dinamo222 (692)

მილტონას მგონი ზედმეტი მოუვიდა ექსპერიმენტები რუმინეთია ბოლო ბოლო და თანაც სტუმრად ვეთამაშებით @@

14:27 | 18.03.2017
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვება ბიჭებო ! ! !

13:46 | 18.03.2017
neeskensi (8)

უნდა მოვიგოთ...ოღონდ...არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ 3 ნომერზე ბეკოშვილი არ მომეწონა...შერკინებაში ვერ იდგა დამაჯერებლად და არც თამაშში ბრწყინავდა...სვანიძეს დაყენებაც ამ თამაშში გამიკვირდა....ხომ არ სჯობდა ცოტა უფრო იოლ მეტოქეებთან გვეთამაშებინა ეს ბიჭები და რუმინეთს უფრო ძლიერი მოთამაშეებით შევრკინებოდით?...მესმის ახალგაზრდების ბრძოლაში გამოცდაა საჭირო,მაგრამ რუმინეთთან გასვლაზე სჯობდა ოპტიმალური შემადგენლობით გვეთამაშა

15:43 | 19.03.2017
buratino (480)

ჩემს სათქმელს ამბობ. მხარდაჭერის მიუხედავად, ცოტა მაშინებს შერკინებაში ბეკოშვილის დაყენება (ჩილაჩავა-ასიეშვილის არყოფნაში). ასევე სჯობდა დანაკლისია ვიტოსა და მჭედლიძის გამოკლება

15:43 | 19.03.2017
buratino (480)

სიტყვა "სჯობდა" ზედმეტია

13:23 | 18.03.2017
orioni (88)

ძალიან გვჭირდება ამ თამაშის მოგება. არ არის რუმინეთი ახლა იმ დონეზე რომ გამარჯვება ვერ შევძლოთ, ბრძოლა იქნება, მუხები არაფერს დათმობენ, მიუხედავად ამისა ჩემპიონობა უნდა დავიცვათ, აბა დაჰკარით ლომებო და კიდევ ერთხელ გაგვახარეთ!

12:26 | 18.03.2017
dinamo222 (692)

ძალიან გამორჩეული და გადამწყვეტი თამაშია ბოლო წლებში ერთერთი უმთავრესიც ! ერთბაშად რამოდენიმე საკითხი დგას ფსონზე--ევროპის ჩემპიონობა ანთიმოზ ივერიელის თასი ადგილი რეიტინგში და რა თქმა უნდა პრესტიჟი ! თავი უნდა შეაკლან ბიჭებმა და აუცილებლად მოიგონ !

11:52 | 18.03.2017
buratino (480)

აბა, ჩვენო ლომებო! მაქსიმალური ყურადღება თამაშისას და მინიმალური შეცდომები, რადგან რუმინეთი ეს არც ბელგია-გერმანიაა და არც რუსეთი-ესპანეთი! მთავარია, ჩვენი თამაში ვითამაშოთ წნეხის გარეშე და კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ მსოფლიო რაგბს, რომ 6 ერის გარეთ ევროპაში პირველები ვართ და რეიტინგში დამსახურებული ადგილი გვიკავია (თნაც ამ თამაშის მოგებით 12-ე ადგილიდან 11-ზე გადავალთ, ანუ ჯერჯერობით ჩვენს საუკეთესო პოზიციას დავიბრუნებთ)

05:17 | 18.03.2017
LA.paata (38)

მჯერა ჩვენი ბიჭების რომ გაიმარჯვებენ, ლომებო გამარჯვება!!!

00:35 | 18.03.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია ლაფსუსები აღმოფხვრილია და გავიმარჯვებთ.

22:49 | 17.03.2017
krasni (587)

Movigebt, aba ras vizamt.

22:26 | 17.03.2017
Torres9 (48)

უნდა მოვიგოთ და მჯერა ასეც იქნება

20:53 | 17.03.2017
dinamo222 (692)

აუცილებლად ყველა უძლიერესი უნდა გამოიძახოს მილტონამ და მოგებების ტრადიცია გავაგრძელოთ !!

1.528599