"რაგბი ევროპის" პირველობის გადამწყვეტ მატჩში "ბორჯღალოსნები" საუკეთესო 23-ეულით ერკინებიან რუმინელ "მუხებს" (სტეჟარი)
თამაში კვირას, 19 მარტს, 17 საათზეა ბუქარესტის "არკულზე" გაიმართება. მასპინძელთა ხელყოფისგან უნდა დავიცვათ ორი ჯილდო – ჩემპიონის სარგო "რაგბი ევროპის" ფარი და სამეზობლო "ანთიმოზ ივერიელის თასი", მოვლენას კი ეშხს ჰმატებს ის, რომ ტესტი ჩვენი ნაკრების ისტორიაში სანიშანსვეტო, მეორასეა (200)
ოპტიმალური რაზმი
ბორჯღალოსნების ზელანდიელმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა ტურნირის ოთხი რკენა შეგირდებზე დასაკვირვებლად გამოიყენა და სარუმინეთოდ ოპტიმალური რაზმი დაასახელა
წინა, რუსეთთან თამაშის შემდეგ, დამწყებ 15-ეულში სამად-სამი სიახლეა:
შუამარბად დაგვიბრუნდა მოკეთებული მერაბ "ბუკა" შარიქაძე და დავით კაჭარავას შეუწყვილდა;
მღლეტელად ითამაშებს გიორგი "კოკი" თხილაიშვილი, ვინაც "დათვებთან" შეისვენა;
მარჯვენა ბურჯად კი, როტაციის თანახმად, სოსო ბეკოშვილი დაიწყებს.
დიდ მატჩებში გამოცდილება რომ ფრიად ფასობს, მარქაფას დაემატა გამობრძმედილი ღერძი – ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე.
სათადარიგო მარჯვენა ბურჯია თორნიკე მატარაძე, ნორჩი ბექი, გიორგი კოშაძე კი ამჯერად 23 ნომერია
250 ბორჯღალოსანი
რუმინეთს ნაკრებით 1998 წლიდან ვერაგბებით. ბოლო 10 წლის ბალანსი 9-1*1 რომაა ჩვენს სასარგებლოდ, "მუხებს" ჯამშიც ვჯობნით 11-8*1 (ქულა 385:348, ლელო 33/29)
ორი მართლ’მადიდებელი ქვეყნის საზიარო წმინდანის, ანთიმოზ ივერიელის თასი ჩვენს შებმებში 2002 წლიდან თამაშდება და აქაც წინა ვართ 10-5, მორიგი გამარჯვებით კი 15 გათამაშებაში მეათედ ვიჩემპიონებთ და სლემს მეშვიდედ გავახერხებთ
კვირას 70-ე კეპს მოიხვეჭს გიორგი ნემსაძე, 1989 წელს შექმნილი ნაკრები კი მე-200 მატჩს გამართავს
ბორჯღალოსნების აქამდელი ბალანსია 122 მოგება - 70 წაგება * 7 ფრე; ქულათა სხვაობაა +1011, ლელოთა +183; სულ კი, 29 წელში, გვყოლია ზუსტად 250 ბორჯღალოსანი
საქართველოს ბორჯღალოსნები"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2017 * ბოლო, V რაუნდი - რუმინეთი
კვი 19/03 * ბუქარესტი, არკულ დე ტრიუმფ * 17.00 საქ
რაგბი ევროპა 2017 * წლევანდელი რაზმი * მონაგარი 1989-2016
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
| |||||
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 102 | 14ლ 145გ 144ჯ 3ა [801 ქ] 5სბ |
14 | ირაკლი სვანიძე | გორის ჯიქი [საქ დ 10] | 1996 | 2 | : |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 98 | 21ლ [4 კაპ] 2სბ |
12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 50 | 9ლ [4 კაპ] |
11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 63 | 7ლ 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 52 | 7ლ 4გ [43 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 20 | 5ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 40 | 2ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ვუსთერ [ინგ პრემ] | 1987 | 42 | ლ 2სბ |
3 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 4 | : |
4 | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ პრემ] | 1984 | 69 | 12ლ 4სბ |
5 | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 47 | 2ლ 3სბ |
6 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 36 | 10ლ სბ |
7 | მამუკა გორგოძე^კაპ | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1984 | 70 | 26ლ [12 კაპ] 5სბ |
8 | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 10 | 5ლ სბ |
მარქაფა [თადარიგი] | |||||
23 | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ Iლ] | 1996 | 4 | 4ლ |
22 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 75 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
21 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 54 | 2სბ |
16 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 27 | 8ლ 2სბ |
17 | თორნიკე მატარაძე | ლიონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 3 | სბ |
18 | ლაშა ტაბიძე | ბორდო [სფრ ტოპ 14] | 1997 | 3 | : |
19 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 29 | 5ლ სბ |
20 | გიორგი ცუცქირიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 3 | : |
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია