დღეს ‘მსოფლიო რაგბმა’ 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვით საქართველოს და დანარჩენ თიერ 2 გუნდებს ბობოლების წინააღმდეგ მეტი ტესტის შესაძლებლობა და რაც მთავარია მათი მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევა.
წყარო >>> მზარდი სარაგბო ქვეყნების მეტი ინტეგრირება, კომერციული მდგრადობა და მოთამაშეთა კეთილდღეობის გაძლიერება ის ძირითადი პრინციპებია, რითაც ახალი საერთაშორისო კალენდრის შექმნისას იხელმძღვანელეს. ახალი კალენდარი დღეს მსოფლიო რაგბის აღმსრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა. ახალი 2020-32 წლების კალენდარი ადგენს ახალ სტანდარტებს და მასში პრიორიტეტი ინეჭება დასვენების გაზრდილ პერიოდსა და უფრო სამართლიანად განაწილებულ ტესტებს მზარდი სარაგბო ქვეყნებისთვის.
ახალი ივლისის ფანჯარა
ახალ კალენდარში შენარჩუნებულია სამივე საერთაშორისო ფანჯარა. ერთად ერთი ცვლილება ისაა, რომ ზაფხულობით ტესტები ივნისის ნაცვლად ივლისში გაიმართება. ეს ‘ზე რაგბისთვის’ სეზონის შეუჩერებლად ჩატარების შესაძლებლობას წარმოადგენს, რის შედეგადაც ‘სანზარის’ (ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ასოციაცია, რომელიც ‘ზე რაგბის’ მმართველი ორგანოა) ნაკრებებს ივლისის ტესტებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო მიეცემათ.
- ივლისის ტესტები თვის საწყის სამ კვირაზე გადანაწილდება და მოიცავს სამ ტესტს, (გარდა მსოფლიო თასის შემდგომ წლისა, როდესაც ‘სანზარის’ კავშირები 2 ტესტიან სერიას გამართავენ)
- ნოემბრის ტესტები ერთი კვირით წინ გადაიწევს და თვის პირვე სამ კვირას მოიცავს
გაზრდილი შესაძლებლობები მზარდი ნაკრებებისთვის
რაგბი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეთა, ქომაგთა და კომერციული შესაძლებლობების სახით მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. ამის გათვალისწინებით, ოკეანეთის, იაპონიის, აშშ-ს, კანადის, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებისთვის უპრეცენდენტო სამატჩო შესაძლებლობების მიცემით, ახალი განრიგი მიზნად ისახავს საერთაშორისო რაგბის კონკურენტუნარიანობის მეტად გაზრდას.
ამ ნაკრებებს ივლისისა და ნოემბრის ტესტ ფანჯრებში მიეცემათ ‘სანზარისა’ და ‘6 ერის’ გუნდების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა.
- ახალი კალენდრით გათვალისწინებულ პერიოდში თიერ 1 და 2 გუნდებს შორის, მინიმუმ 110 მატჩი გაიმართება, რაც ადრინდელ განრიგთან შედარებით 39 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს;
- ‘სანზარის’ ნაკრებები ივლისში თიერ 2 ქვეყნებს უმასპინძლებენ;
- საფრანგეთი და ინგლისი ოკეანეთში ტურნეებს მოაწყობენ, ამავდროულად ბობოლებს აშშ, კანადა და იაპონიაც უმასპინძლებენ;
- საქართველო და რუმინეთი ივლისის ტესტებზე 6 ერის გუნდებს შინ მიიღებენ;
- ნოემბრის ტესტებზე 6 ერის ყველა ნაკრები სახლში წელიწადში მინიმუმ ექვს თამაშს გამართავს თიერ 2 გუნდების წინააღმდეგ;
ბილ ბომონდი, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე: “ოპტიმიზირებულ კალენდარზე შეთანხმება, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ათწლეულში მეტ გარკვეულობასა და მდგრადობას მოგვანიჭებს, ჩვენი სპორტის ისტორიაში ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს.
“შეთანხმების პროცესი კოპლექსური იყო და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კავშირებს და პროფესიულ საკლუბო ლიგებს, რადგან ყველა მხარემ ურთიერთ-თანამშრომლობის პრინციპებით იხელმძღვანელა და გარკვეულ კომპრომისებზე წავიდა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენ შესანიშნავ თამაშს აუცილებლად დიდ სარგებელს მოუტანს”
ეს განრიგი უდიდეს ბიძგს, სტიმულსა და მოტივაციას წარმოადგენს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელმაც წინა მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგით გაინაღდა ‘იაპონია 2019’-ის საგზური.
ახალ კალენდართან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ განაცხადა: “ეს შესანიშნავი ამბავია საქართველოსთვის და ჩვენ ამ შეთანხმებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.
“ისევე როგორც ბევრ სხვა კავშირს, ჩვენ გვჭირდება და გვინდა, რომ მსოფლიო თასის გარეთაც გვეძლეოდეს საუკეთესოებთან თამაშის შესაძლებლობა, რასაც ეს ახალი კალენდარი გვაძლევს. ჩვენ შემდგომი განვითარებისთვის გვაქვს მყარი და ძლიერი საფუძველი და მე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო რაგბს ასეთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობების მოცემისათვის."
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, თუ პროგრეს გავაგრძელებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მერე 6 ერის კარებსაც გაგვიხსნიან მიუხედავად გაუმჯობესებული ტესტებისა.
ნუ აქამდე რაც იყო იმას ჯობია. მეც დავეთანხმები აზრს რო კაკალი გავაგდებიეთ, მარა დადებითი დავინახოთ. ბობოლა გვესტუმრება თბილისში ეგ ნამდვილად კარგი იქნება და ალბათ საკმარისი 1-ელ. ჯერ მაინც ბევრი გვაქვს სამუშაო და სანამ დავეწევით ხშირი მარცხი სახლში არ იმოქმედებს დადებითად. ამასთან ეჭვი მაქვს რო ეგ ბობოლა უმეტეს შემთხვევაში არგენტინა იქნება.
1ად1 არ მომეწონა რო ამ ერთა თასზე არ ითქვა არაფერი. და მეშინია რო იგივენაირად ტოვებენ. ამ შემთXვევაში უნდა მოვითხოვოთ A ნაკრებით გამოსვლა, რო ახალგაზრდები ვათამაშოთ და რეიტინგზეც არ ვიდარდოთ.
Yvavs kakali gaagdebinos gavs, magram aset situacias bevrad sjobs.
არის დადებითიც და უარყოფითიც...
წელიწადში ორჯერ გეძლევა შანსი რომ დაამტკიცო შენი რეალური პროგრესი, ეს კარგია.
ერთადერთი არ მომეწონა ის რომ 2032 წლამდეა ეს ყველაფერი, ძალიან შორეული პერიოდია, იმედია მანამდე მოახერხებენ მეორე დონის გუნდები გაუთანაბრდნენ პირველი დონის გუნდებს.
მშვენიერი შანსია ჩვენი ნაკრებისთვის, რომ საქვეყნოდ მივჯირყვნოთ რამდენიმე ბობოლა, მანამდე 2019 წელს უნდა ვიბრძოლოთ ჯგუფიდან გასვლაზე და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საკლუბო რაგბი და 7 კაცა უნდა განვითარდეს. აუცილებელია კლუბების ჩართვა ევროთასებზე, აქედანვე უნდა ვიზრუნოთ აქტიურად დიდი რეზერვის შექმნაზე, განსაკუთრებით უკანა ხაზში. მართალია ჩვენი რაგბის ფედერაცია და მელიტონი ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებენ ამ მხრივ, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო დიდი ნაბიჯებით წინსვლისთვის. წარმატებები ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს!!!
მშვენიერია თუ ჩვენც გვათამაშეს
მშვენიერია, ბოლო ბოლო ვინმე ბობოლა იკადრებს და გვეწვევა თბილიში. ბევრად გაზრდილი ტესტებიდან იმედია უფრო მეტი შეგვხვდება ჩვენც, რაც მისასალმებელია. მაგრამ საინტერესოა ამ ერთა თასისი ნაცვლად თუ მოიფიქრეს რამე ჩვენთვის რაგბის მამებმა, თუ ისევ აქ უნდა ვიხარშოთ უინტერესოდ?