ინგლისისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ტესტ-მატჩის გამართვის შესაძლებლობას განიხილავენ.
მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრები ედი ჯონსმა ჩაიბარა, გუნდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ზედიზედ მეორედ მოიგო ექვსი ერი და საერთოდაც, აგერ უკვე მეორე წელიწადია, დაუმარცხებლად თამაშობს. ამან რაგბის ქომაგებში ინგლისისა და „ოლ ბლექსის“ შეხვედრისადმი ინტერესი გააჩინა და ახლა ამ ინტერესის დაკმაყოფილების შანსი გაჩნდა.
„ოლ ბლექსს“ 2018 წელს შევხვდებით, თუმცა მზად ვართ, მათთან უფრო ადრე თამაშის შესაძლებლობაც განვიხილოთ“, - განუცხადა The Telegraph-ს ინგლისის რაგბის კავშირის წარმომადგენელმა ადრიან ფიორსმა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები, შესაძლოა, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს შეხვდნენ. მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი მატჩის ღირებულებაა. „თვიქენემზე“ თამაშის სანაცვლოდ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი 3 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სტატიის სათაური ისეთია, ვიფიქრე გვეშველა და ჩვენთან თამაშს აპირებენ-მეთქი
ესე იგი დინამო არენაზე რომ ჩამოვიდნენ მინიმუმ 15-20 ლიმონს მოითხოვენ?

მართალი ახალი ზელანდია, ორგანიზატორები ამ თამაშით სამჯერ მეტ ფულს მაინც იშოვნიან.
კარგი თამაში იქნება
დალეწავენ ზელადიას, მაგრამ მაინც წააგებენ.
მაგარი თამაში გამოვა.