ეროვნული ნაკრები

23:41 | 15.03.2017 | ნანახია 3243 - ჯერ

შარიქაძე მხოლოდ ნორთს ჩამორჩა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, შუამარბი მერაბ შარიქაძე, მეორეა იმ ახალგაზრდა მორაგბეებს შორის, რომლებმაც 50 კეპი მოიხვეჭეს.

„ბუკას“ 50-ე სანაკრებო თამაში ესპანეთთან ქონდა, პირველ ტაიმში დაშავდა და რუსეთთან მატჩის გამოტოვება მოუწია. 4 მარტს, ანუ ესპანეთთან მატჩის დღეს, შარიქაძე 23 წლის და 291 დღის იყო და უელსის ნაკრების მორაგბე ჯორჯ ნორთს 153 დღით ჩამორჩა.

შარიქაძეს სანაკრებო დებიუტი 2012 წლის ერთა თასზე, მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ ჰქონდა და 50-ე კეპიც ესპანეთში მოიხვეჭა.

ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეების ტოპ-10-ეული, რომლებმაც 50 კეპი მოიხვეჭეს ასე გამოიყურება:

  1. ჯორჯ ნორთი (უელსი) – 23 წელი და 138 დღე
  2. მერაბ შარიქაძე (საქართველო) – 23 წელი და 291 დღე
  3. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია) – 23 წელი და 362 დღე
  4. ჯო როფი (ავსტრალია) – 24 წელი და 40 დღე
  5. მორგან პარა (საფრანგეთი) – 24 წელი და 114 დღე
  6. სერჯიო პარისე (იტალია) – 24 წელი და 151 დღე
  7. ჯონ უილკინსონი (ინგლისი) – 24 წელი და 168 დღე
  8. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია) – 24 წელი და 233 დღე
  9. კრისტიან კალენი (ახალი ზელანდია) – 24 წელი და 280 დღე
  10. კატალინ ფერკუ (რუმინეთი) – 24 წელი და 287 დღე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:28 | 16.03.2017
qomagi (248)

მართალია, დაბალი კონკურენციაა ნაკრებში მის პოზიციაზე, მაგრამ ამ პრინციპით ბობოლებსაც ვერ ჰქონიათ საქმე კარგად, თუ ამ ათეულს გადავავლებთ თვალს

11:46 | 16.03.2017
mindia (74)

კარგი მორაგბეა რა თქმა უნდა, მაგრამ მისი ამდენი თამაში იმაზე მეტყველებს რომ ძალიან დაბალი კონკურენციაა მის პოზიციაზე საქართველოში.

10:41 | 16.03.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები ბუკა

0.085422