გასულ კვირას მერაბ კვირიკაშვილმა კარიერაში 102-ე სანაკრებო კეპი მიითვალა - ესაა სარეკორდო მაჩვენებელი ქართველი მორაგბეებისთვის. მოგეხსენებათ, რაგბში ასეთ მოათამაშეებს ცენტურიონებს უწოდებენ - ვინც 100-მატჩიანი სანაკრებო ნიშნული გადალახა. ასეთები კი, ისტორიაში სულ 45-ნი ყოფილან. „ბორჯღალოსანთაგან“ დავით კაჭარავაც ძალზე ახლოსაა - 98 კეპი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მშრალი ციფრებია, თუმცა მაინც სასიამოვნოა, რომ ქართველი მორაგბეები მსოფლიო რაგბის ისტორიის ბუმბერაზთა მარაქაში თანდათანობით სტატისტიკის კუთხითაც მკვიდრდებიან.
აქვე გთავაზობთ მსოფლიო რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი სანაკრებო კეპის მომხვეჭთა სიის ტოპ 20-ს (სანაკრებო ტესტ-მატჩად ითვლება ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში ნათამაშებიც; მოქმედი მორაგბეები გამოყოფილნი არიან მუქი შრიფტით):
1. რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია) 148
2. ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) 141
3. ჯორჯ გრეგანი (ავსტრალია) 139
4. გეთინ ჯენკინსი (უელსი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) 134
5. კევენ მეალამუ (ახალი ზელანდია) 132
6. რონან ოგარა (ირლანდია, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) 130
7. ვიქტორ მეიფილდი (სამხრეთ აფრიკა) 127
8. სერჯო პარისე (იტალია) 125
9. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) 124
10. მარტინ კასტროჯოვანი (იტალია) 119
10. ჯეისონ ლეონარდი (ინგლისი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) 119
12. ფაბიენ პელუსი (საფრანგეთი) 118
12. ტონი ვუდკოკი (ახალი ზელანდია) 118
14. სტივენ მური (ავსტრალია) 117
15. ადამ ეშლი-კუპერი (ავსტრალია) 116
15. ნეითან შარპი (ავსტრალია) 116
17. ალან ვინ ჯონსი (უელსი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) 115
17. პოლ ოკონელი (ირლანდია, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) 115
19. მარკო ბორტოლამი (იტალია) 112
19. დენ კარტერი (ახალი ზელანდია) 112
...
27. როს ფორდი (შოტლანდია, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) 107
30. შონ ლამონტი (შოტლანდია) 105
32. რორი ბესტი (ირლანდია) 103
32. მეტ გიტო (ავსტრალია) 103
37. მერაბ კვირიკაშვილი (საქართველო) 102
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღმერთმა გამძლეობა და სიმხნევე არ მოგიშალოს, მეკო! ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ და წარმატებებს გისურვებთ
მეკო შე მაგარო!
მეკო ფორმაშია, ალბათ რამდენიმე წელიწადს კიდევ ითამაშებს.
გაიხარე მეკო ! ! !