საფრანგეთი ტოპ-14

13:30 | 14.03.2017 | ნანახია 1567 - ჯერ

ქუბრიაშვილი ორ კვირაში დაბრუნდება

ერთი კვირის წინ ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ ბურჯის, დავით ქუბრიაშვილის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები თავდაპირველად ვარაუდობდნენ და დუდუ რაგბს აპრილის ბოლოსღა დაუბრუნდება. საკლუბო მედიკოსებმა თავიდან თქვეს, 19 თებერვალს დაშავებულ ქუბრიაშვილს 4 კვირა გაუცდებაო, მაგრამ მოგვიანებით ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ თავდაპირველ დიაგნოზში კორექტივები შეიტანა და ქართველ ბურჯს, რომელსაც გუშინწინ 31 წელი შეუსრულდა, გაცილებით დიდი ხანი მოუწევდა უქმობა - წვივის კუნთები აქვს გაწყვეტილი და თამაშს აპრილის მეორე ნახევარში თუ დაუბრუნდებაო.

თუმცა, რეალობა გაცილებით პოზიტიური აღმოჩნდა. როგორც დუდუს ოჯახის წევრებმა გვითხრეს, მან ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა და ორ კვირაში თამაშსაც შეძლებს. ანუ გამოდის, რომ ქუბრიაშვილი თავის „მონპელიეს“ შაბათს, „რასინგთან“ მატჩში ნამდვილად ვერ დაეხმარება, თუმცა შესაძლოა, მინდორზე 25 მარტს, მომდევნო ტურში, „ბრივთან“ გასვლით შეხვედრაში ვიხილოთ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:15 | 14.03.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.086806