ეროვნული ნაკრები

11:47 | 14.03.2017 | ნანახია 9253 - ჯერ

ტრიბუნები - მორიგი გამოწვევა იტალიისთვის

პოპულარულმა სარაგბო გამოცემა Planetrugby-მ გასული კვირის გამორჩეული მოვლენები გააანალიზა და არც საქართველო დაივიწყა.

ამჯერად ყურადღების ცენტრში არა ბორჯღალოსნების თამაში, არამედ ქომაგები მოექცნენ, რომლებმაც 12 მარტს „დინამო არენა“ პირთამდე შეავსეს.

„საქართველომ რუსეთი 28:14 დაამარცხა და ეს არ იყო ამ გუნდის საუკეთესო თამაში. სამაგიეროდ, ტრიბუნებზე 55 ათასი მაყურებელი შეიკრიბა, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია. ეს უფრო ბევრია, ვიდრე 51 700. სწორედ ამდენი მაყურებელი მივიდა რომის „ოლიმპიკიზე“იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებთა შეხვედრის საყურებლად“.

Planetrugby-ს ამ ფრაზას იტალიური პრესაც გამოეხმაურა: „იტალია საქართველოს წინააღმდეგ, გამოწვევა ტრიბუნებზეც გადადის“.

„მიუხედავად ექვს ერთან გაფორმებული კონტრაქტისა და ჯონ ფიენის განცხადებისა, რომელიც ექვს ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატს შორის პლეი ოფის დანერგვას გამორიცხავს, ბრიტანულ პრესაში ევროპის უმთავრესი სარაგბო ტურნირის ფორმატის ცვლილების აუცილებლობაზე საუბარი არ წყდება. ამაში დამნაშავე უწინარესად ამ გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგებია, თუმცა არა მარტო ეს...

Planetrugby-მ ხაზი გაუსვა რომში გამართულ მატჩზე მაყურებელთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ ის სასურველისგან ჯერ კიდევ შორსაა. კვირას თბილისში საქართველოს ნაკრებმა რუსეთს უმასპინძლა და არადამაჯერებელი თამაშით გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ტრიბუნები 55-მა ათასმა ქომაგმა შეავსო და როგორც Planetrugby წერს, ეს უფრო ბევრია, ვიდრე რომის „ოლიმპიკოზე“ მისული 51770...“


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:20 | 14.03.2017
პანტელეიმონი (1218)

ადრე თუ გვიან დაგვნებდებიან 6 ერის შეფები ! ! !

17:31 | 14.03.2017
BEERTRANCE (1073)

ჯერჯერობით ხმა მღაღადებლისა რჩება, მარა იმედია 1-აც ....

12:16 | 14.03.2017
buratino (480)

ეეჰ, ეგ ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ... ექვსი ერის ღორ შეფებს ეს ყველაფერი სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. იტყვიან "წერონ და იკითხონ"-ო

0.08816