ეროვნული ნაკრები

23:25 | 12.03.2017 | ნანახია 5024 - ჯერ

მეკომ მე-8 ასეული რუსებთან შეავსო

მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ყველაზე ახლოს იყო ოპტიმალურთან, რუსეთის უკვე ჩვევად ქცეული რბევა არ შედგა. უფრო მეტიც: მიმდინარე ტურნირში საქართველოს ნაკრებმა ჯერჯერობით სწორედ ამ გუნდისგან მიიღო ყველაზე დიდი წინააღმდეგობა.

დიახ, ნაქებმა ქართულმა შერკინებამ, რომელიც მიხეილ ნარიაშვილის დამატებით კიდევ გაძლიერდა, ოპონენტები ამ ჯერზეც დაჩაგრა - ყველა ჯახი მოუგო, თავისიც და მისიც. დიახ, დერეფანმაც შესანიშნავად ვითამაშეთ - აქაც თითქმის ყველა ახტომაზე მამუკა გორგოძემ იყოჩაღა, ვინც ნაკრებში სარუსეთოდ და სარუმინეთოდ საგანგებოდ გამოიძახეს. კვლავაც ეფექტური ლელოები დადეს ქართველმა უკანახაზელებმა. მაგრამ ისევე, როგორც ესპანელებთან ამასწინანდელ შეხვედრაში, დღესაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს ჩვენმა საამაყო ბორჯღალოსნებმა რაქში თამაშისას.

ქართული სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ეს კომპონენტი ორმაგად მნიშვნელოვანია, მაგრამ ზედიზედ მეორე მატჩში ქართველები რაქის გაწმენდას აგვიანებდნენ და ბურთს ამ გზით კარგავდნენ. სათამაშო კლასში სხვაობა აშკარა იყო, მაგრამ რუსებმა გააზრებულად ითამაშეს ასეთ სიტუაციებში - აგრესიულები და უსწრაფესები იყვნენ. უფრო მაღალი კლასის გუნდი მსგავსი შეცდომებისთვის მკაცრად დაგვსჯიდა.

თუმცა, ჩვენ მოვიგეთ, თანაც ბრწყინვალე ლელოების წყალობით. თამაშის დებიუტში ახალგაზრდა გიორგი კოშაძემ დაამტკიცა, რომ შეტევაში თავს როგორც თევზი წყალში გრძნობს - მე-5 წუთზე ყველას გაექცა და ბურთიანად ლელოში შევიდა. ეს იყო კოშაძის მე-4 ლელო მე-4 სანაკრებო მატჩში. მეკომ იოლი პოზიციიდან, ცხადია, გარდასახა - 7:0.

ამის მერე საქართველოს ნაკრებმა რუსთა შტურმი მოაწყო და შერკინებაში რამდენიმე დარღვევისთვის ამ უკანასკნელთა ბურჯი მოროზოვი გაასინბინეს კიდეც. იერიში გაგრძელდა და მოროზოვი მოედანზე დასაბრუნებლად უკვე მზად იყო, როცა ვასილ ლობჟანიძემ მატჩის მეორე ლელო დადო. ეს შეტევა იმდენად ეფექტური იყო, რომ დაწვრილებით აღწერას იმსახურებს. მერაბ კვირიკაშვილმა მეტოქის მიერ გადაკიდებული ბურთი 22-ში იხელთა, მისკენ წამოსული ორი რუსი ცრუმოძრაობებით მიყარ-მოყარა, კიდევ ერთიც ზედ მიაყოლა, ერთ მომენტში ხელიც მოიშველია, ასე უსწრაფესად და ულამაზესად ირბინა სტუმართა 22-მეტრა ხაზამდე. სადაც რამდენიმე მბოჭავი ელოდა, მაგრამ მეკოს ვასილ ლობჟანიძე აყვა, რომელსაც ჩვენმა ვეტერანმა ფულბეკმა ბურთის გადაწოდება არ დაუგვიანა და ლობჟანიძეც ლელოში დაუბრკოლებლად შეფრინდა. კვირიკაშვილმა ამ ჯერზეც ზუსტად დაარტყა - 14:0.

თავისთვის დამახასიათებელ, სპორტულად თავხედურ სტილში ლობჟანიძემ მესამე ლელო გაიტანა. მეკო კვლავ უნაკლოდ ურტყამს და - 21:0. „დინამოზე“ მოსული 54 ათასი ქომაგი და გაცილებით მრავალრიცხოვანი ტელემაყურებელი რუსეთის ნაკრების განადგურების საცქერლად მოემზადა, მაგრამ ჩვენი ნაკრების მეტოქე გუნდი სულაც არ აპირებდა დანებებას. უფრო მეტიც, რუსებმა ჩვენი ლელოს რამდენიმე ხანგრძლივი და მრავალდარტყმიანი შტურმი განახორციელეს და კიდევ კარგი, რომ მხოლოდ ორჯერ შეძლეს ბურთის ლელოს ხაზს გარეთ დამიწება. თუმცა, მათ ლელოებს შორის ერთი ჩვენიც გავიდა - კიდევ ერთმა ვეტერანმა დავით კაჭარავამ 98-ე სანაკრებო კეპი 21-ე ლელოთი გაილამაზა. მერაბ კვირიკაშვილმა მე-4 გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მოედნიდან 801 სანაკრებო ქულით გავიდა. მისალოცი ამბავია...

ეს იყო და ეს. 28:14 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. დარჩა რუმინეთთან საჩემპიონო მატჩი...

თბილისი. „დინამო არენა“. 54 ათასი მაყურებელი

საქართველო - რუსეთი 28:14

საქართველო: მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი სვანიძე, გიორგი კოშაძე, დავით კაჭარავა, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე (გელა აფრასიძე 74); მიხეილ ნარიაშვილი (გიორგი თეთრაშვილი 69), ჯაბა ბრეგვაძე (ზურაბ ჟვანია 69), ლაშა ტაბიძე (სოსო ბეკოშვილი 45), გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე (ლაშა ლომიძე 59), გიორგი ცუცქირიძე (საბა შუბითიძე 71), მამუკა გორგოძე, ბექა გორგაძე

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

4 ელო: კოშაძე, ლობჟანიძე (2), კაჭარავა

4 არდასახვა: კვირიკაშვილი (4)

რუსეთი: იური კუშნარიოვი, იგორ კურაშოვი (ალეკსეი მიხალცოვი 71), დმიტრი გერასიმოვი, ვასილი არტემიევი, დენის სიმპლიკევიჩი, რამილ გაისინი, კონსტანტინ უზუნოვი (ანტონ რიაბოვი 78); ვალერი მოროზოვი (დმიტრი კროტოვი 15-27), ნაზირ ჰასანოვი (სერგეი ჩერნიშოვი 71), აზამათ ბითიევი (ვლადიმირ პოდრეზოვი 71), ევგენი იელგინი, ინოკენტი ზიკოვი (ევგენი პრონენკო 61), ვიკტორ გრესევი, თაგირ ჰაჯიევი (პრონენკო 16-27, დმიტრი გრიცენკო 61), პაველ ბუტენკო

მწვრთნელი: ალექსანდრ პერვუხინი

2 ლელო: კუშნარიოვი, კროტოვი

2 არდასახვა: კუშნარიოვი (2)

სინბინი: მოროზოვი (15-27)

რეფერი : იენ თემპესთი (ინგლისი)

კიდეებზე: სთივ ლი, ნაიჯელ ქერიქი

კომისარი : დომენიკო სირონი (იტალია)

გერმანია - ესპანეთი 15:32

ბელგია - რუმინეთი 17:33

4 რაუნდი

მ-წ

გატ

გაშ

სხვ

$

საქართველო

4-0

129

36

+93

18

18

2

რუმინეთი

3-1

114

71

+43

15

15

3

ესპანეთი

2-2

61

54

+7

6

8

0

გერმანია

2-2

96

149

-53

11

8

0

რუსეთი

1-3

55

92

-37

6

4

0

ბელგია

0-4

70

123

-53

7

2

2


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:31 | 14.03.2017
kommarkos (35)

და ვინმეს გინახავთ მოდუნებული და კონცეტრაცია დაკარგული ზელანდია როცა უკვე განაღდებული აქვს ოტხი ერის მოგება? ინდობს ვინმეს თამაშის დროს! ან ინგლისი! რა უქნა თავის თავზე მაღლა მდგომ შოტლანდიას არ აცალა გამოფხიზლება! აქ ანგარიშზე უფრო მნიშვნელოვანი ის იყო რომ რუსეთის დარ ნაკრებს(და არამარტო რუსეთის) არ უნდა აძლევდე ამდენის საშვალებას.

14:52 | 13.03.2017
giogobi (68)

შოტლანდიასთან გახსოვთ რაქებიდან რამდენჯერ აგვართეს ბურთი? რუსეთი და ესპანეთი იმ დონის არ არიან , ვერ გვარათმევენ ბურთს მაგრამ კი გვიფერხებენ

14:49 | 13.03.2017
giogobi (68)

გეოგოლი ლობჟანიძე იმიტომაც თამაშობდა ცუდად,რომ რაქების გაწმენდა ვერ ხდება, ეს არის ჩვენი მუდმივი პრობლემა. ყველა ვინც აგრესიულია რაქებში ბურთს გვიფერხებს და ტემპს გვიგდებს. ადრე როცა შერკინებით ვიგებდით თამაშებს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ქონდა,მაგრამ ახლა როცა ხაზით ვცდილობთ წარმატებას,რაქებიდან გვიან გამოსული ბურთი ძალიან გვაფერხებს. მოწინააღმდეგე გადაწყობას ასწრებს და ხაზი მეტობას ვეღარ ქმნის.

14:05 | 13.03.2017
GiorgiG83 (525)

მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ყველაზე ახლოს იყო ოპტიმალურთან, რუსეთის უკვე ჩვევად ქცეული რბევა არ შედგა

სლავა,
ოპტიმალურს მიახლოებული?
ღადაობ?

12:41 | 13.03.2017
BEERTRANCE (1073)

თუ სწორად მაქვს დათვლილი, იტალია >15 მარცხის გამო ტონგას გაუცვლის ადგილს და 15-ე ადგილზე იქნება. ჩვენ რუმინეთს თუ ვაჯობებთ იაპონიას ვუსწრებთ და მე-11ზე ვიქნებით.

12:00 | 13.03.2017
Kala94 (151)

გილოცავ მეკო ! სულ მალე 1000 ქულა აგეღოს !

11:31 | 13.03.2017
BEERTRANCE (1073)

ეგ შეთამაშება დარჩენილ დროში რამდენად გამოვა არ ვიცი. 1 კია რუმინეთთან ამდენი ლაფსუსი არ გაგვივა.

ნუ იმედია უფრო სერიოზულად მიუდგებიან საქმეს. ახალგაზრდების თამაში კი ნამდვილად იმედის მომცემია.

10:56 | 13.03.2017
buratino (480)

აქამდე ვრცელი კომენტარები არ გამიკეთებია ამ თამასზე და ახლა დავწერ. დავიწყებ იმით თუ რა მომეწონა. ეს გახლდათ: ჩვენი ახალგაზრდა უკანახაზელების სწრაფი თამაში და თამაშის გაშლის მცდელობები. ასევე მომეწონა ბურთიან კაცზე მიყოლა, რაც ჩვენი "აქილევსის ქუსლია". არაფერს ვიტყვი აუტებსა და შერკინების უპირატესობაზე. რაც არ მოეწონა, უფრო მეტია. კერძოდ, მოლის აგორება და რაქები არ გვივარგოდა, ხელით თამაშისას ბევრი იყო ვარდნები და უზუსტო გადაცემები, ასევე ვერ ვიყოჩაღეთ ფეხით თამაშში, სადაც მგონი რუსები გვჯობდნენ. თუკი მოთამაშეებს განვიხილავთ, ახალწვეულებიდან "ოქროს ბიჭია" კოშაძე. სხვების უმეტესობაც კარგები არიან. რაც მთავარია, ეგენი მუდმივად ხელით თამაშს ცდილობენ, სისწრაფეებიც აქვთ მაგრამ ფიზიკას უნდა მოუმატონ. ძველებიდან ისევ მეკოს და ნაწილობრივ კაჭის გამოვარჩევდი, ხოლო დანარჩენები კი, ნუ მიწყენენ და, მიუხედავად თავდადებისა და დამსახურებისა, ასე მგონია რომ თამაშს ძალიან ანელებენ ან სწორ გაგრძელებებს ვერ პოულობენ. მი პირადად მეტს მოველოდი ხმალაძე-თოდუას წყვილისგან რადგან ამ 2-ს ფეხით ბურთების გადაკიდება კარგად ეხერხება. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მინახავს. მოკლედ, ასე რუმინეთში თამაში ნაღდად არ შეიძლება თორემ წაგება და სარეიტინგო ქულების დაკლება გარანტირებულია. თანაც, რუმინეთი გამწარებული გველოდება. ვფიქრობ, ჰეიგს ჩილაჩავა, ვიტო და ფეიქრიშვილი უნდა გამოეძახებინა, რადგან რუმინეთის შერკინების ჯობნა ამ კონტინგენტით ძალიან რთული იქნება, ხოლო ხელით თამაშში ჩვენ მათ დიდად ვერ დავჩაგრავთ (რა ვიცი, მე ასე მგონია). მოკლედ, იმედი მაქვს, სამწვრთნელო შტაბი და ბიჭები გაარჩევენ ამ თამაშს და თავიანთ მინუსებს ამ მატჩში, რაც ყველას დაეხმარება რუმინეთთან პირველი ადგილისთვის ჯახში კონცენტრაციის მოსაკრებად

10:06 | 13.03.2017
geogoli (367)

გამოცდილი მოთამაშეების დამატებამ თიტქოს უფრო შეაფერხა ნაკრები ვიდრე რამე არგო. შეიძლება არ ჟღერდეს კარგად, მაგრამ იგივე მამუკა რაღაცნაირად აფერხებდა ნაკრებს, ბურთის მიღებისთანავე კონტაქტში შედიოდა და პასზე მხოლოდ მერეღა ფიქრობდა, არადა რამდენჯერმე ალბათ ჩათამაშება აჯობებდა.
მიუხედავად გატანილი ლელოებისა ლობჟანიძის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებდა, ხმალაძემ ამ გაზაფხულზე ყველაზე ცუდი თამაშები ჩაატარა ნაკრებში. მთლიანად გამოთიშული იყო თოდუა, რაც ჩემი აზრით ჩვენი სათამაშო სტილიდან გამომდინარეობდა.
თუმცა რაც ყველაზე მთავარია რეზერვი იგრძნობა, ახალმა ბიჭებმა თითქმის ყველამ კარგად წარმოაჩინა თავი. 2019 წლისთვის მესამე ხაზში მაგარი კონკურენცია იქნება და მამუკას მეორე ხაზში გადაყვანა მაგ დროისთვის გამართლებულიც იყოს (ისევე როგორც ლომიძის), რადგან მანდ უფრო გვიჭირს.

0.804797