ბორჯღალოსნები

21:10 | 12.03.2017 | ნანახია 7024 - ჯერ

მამუკა გორგოძე: “კრიტიკა კარგია და აუცილებლად წინ წაგვწევს”

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი მამუკა გორგოძემ გააკეთა. “ბორჯღალოსნების” კაპიტნის განცხადებით, თამაში არ გამოვიდა ისეთი კარგი, როგორიც სასურველი იყო, მაგრამ დასძინა, რომ მომავალში გამოსწორებადი არისო.

“არ ვიყავით ისეთი ეფექტურები დაცვაში. ეს ალბათ უფრო ფსიქოლოგიური ზეგავლენის ბრალი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ნაკრებმაც ძალიან მოინდომა და მაგრად დაგვიდგნენ. არ უნდა დავუკარგოთ გარჯა. თან გაითვალისწინეთ, რომ დღეს ბევრი ახალწვეული იყო მოედანზე. რა თქმა უნდა, კრიტიკა კარგია და ის აუცილებლად წინ წაგვწევს, მაგრამ კიდევ აღვნიშნავ, რომ მეტოქემაც ძალიან მოინდომა.

სხვათა შორის, მეც გამიკვირიდა, რომ დღეს მოლის ხარჯზე ლელო ვერ დავდეთ. დავაყენეთ 2-3 მოლი, მაგრამ ჯარიმით ჩაგვაქციეს. პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ უფრო სანახაობრივად, ხელით გვეთამაშა, ამდენი ხალხი იყო სტადიონზე. მთლად კარგად არ გამოვიდა, მაგრამ გამოვა უფრო კარგად თამაში. ჩემს პრეროგატივაში ახალგაზრდა მოთამაშეების შეფასება არაა. ეს თქვენი და მწვრთნელების საქმეა. ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან და მონდომება არ აკლიათ”, - აღნიშნა გოროგოძემ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კომენტარი რუს მორაგბესთან მომხდარზეც გააკეთა, თუმცა ხუმრობით – ჟურნალისტის კითხვაზე დაარტყა თუ არა, მოწინააღმდეგემ ხელი მიწაზე, მოკლედ და ხუმრობით მოუჭრა: “დავარტყმევინე”.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 14 ქულის სხვაობით, 28:14 მოუგო და ევროპის ჩემპიონატად წოდებულ გათამაშებას ოთხი თამაშიდან ოთხი მოგებით ლიდერობს.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:56 | 13.03.2017
BEERTRANCE (1073)

აი იტალიამ წააგოს სქოთებთან ბოლო ტურში და ჩვენ რუმინეთს ვაჯობებთ. საქართველო მე-11ზე იქნება და იტალია მე-15 ზე DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

18:15 | 13.03.2017
aleqsandre1977 (8)

სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვნახეთ , რომ 6 ერი ჩვენთვის ჯერ ადრეა და უმჯობესია თუ ისეთ გუნდებთან ვითამაშებთ როგერებიცაა , ტონგა,ფიჯი,სამოა,იაპონია,ამერიკა კანადა და ამათ რომ ვაჯობებთ დამაჯერებლად აი მაშინ 6 ერიშიც შეიძლება თამაში. იქამდე კი არამგონია ღირდეს.

14:10 | 13.03.2017
GiorgiG83 (525)

ცუცქირიძე !!!

ბოჭავს ყველას და ყველაფერს რაც მოძრაობს !!!

12:43 | 13.03.2017
BEERTRANCE (1073)

თუ სწორად მაქვს დათვლილი, იტალია >15 მარცხის გამო ტონგას გაუცვლის ადგილს და 15-ე ადგილზე იქნება. ჩვენ რუმინეთს თუ ვაჯობებთ იაპონიას ვუსწრებთ და მე-11ზე ვიქნებით.

11:38 | 13.03.2017
otia-83 (13)

უნდა მივეჩვიოთ, რომ მეტოქის შერკინებას ხშირად ვეღარ მოვიგებთ. გუნდებმა ისწავლეს ბურთის სწრაფად გატანა #8-მდე, მერე კი დაჯარიმება წარმოუდგენელია - ძაან ძნელია, როცა ბურთი გარეთაა შერკინებაში ჯარიმებს აღარ იძლევიან მსაჯები.

ეს თამაში ღერძის გარეშე ვითამაშეთ ფაქტიურად ხმალაძე არაა ფორმაში, როცა იყო მაშინაც უჭირდა თამაშის გაშლა. ის გაჭრაშია კარგი და დაცვაშიც, მე მას ფრთაზე უფრო ვათამაშებდი ვიდრე 10-ზე. ამ ფონზე ძალიან გამიკვირდა ჰეიგმა ჯინჭველაშვილი, რომ არ გამოიყვანა. გააფუჭებს ჰეიგი საბოლოოდ ამ ბიჭს.

არ გვყავდა ფაქტიურად მეორე გამთამაშებელი #12. კაჭი რამდენადაც საუკეთესოა დაცვაში, იმდენად სუსტია ღია თამაშში. არ იცის პასის გაკეთება. შესაბამისად ბურთი ფრთებამდე ვერ მიდიოდა.

ასევე საკმაოდ სუსტად ჩაატარა მთელი ტურნირი თოდუამ და ამის ფონზე ძალიან მიკვირს ფრუიძე რატომ არაა ნაკრებში, ან მშვენივრად მოთამაშე მათიაშვილი რატომ გაუშვა არაფრის მომცემ შვიდკაცას შეკრებაზე. (სიჭინავას მგონი ტრავმა აქვს)

ყველაზე ძალიან მგეზავის პოზიციაზე გვიჭირს. სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ამ მიმართულებით, სხვანაირად - ხმალაძე მალაღურაძის პირობებში ხელით ბურთაობა გამორიცხულია იმ დონეზე რაც ელიტასთან მიგვაახლოვებს.

დაცვა სუსტი გვქონდა, ბოლო ლელოზე შეუთანხმებელი თამაშის გამო უზარმაზარი ღრიჭო დაუტოვეს რუსებს.

დაცვას მიხედე მელიტონ და ღეძს კიდევ რაც მთავარია!

პოზიტივი:
1) "მბოჭავი" ცუცქირიძე, ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრად მომწონს დაცვაშიც და შეტევაშიც ეფექტურია.
2) სვანიძეც კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ღერძმა ფრთა ვერ ათამაშა მაინც გამოაჩინა მან თავისი დადებითი მხარეები: სისწრაფე, მანევრი, ჰაერშიც კარგად თამაშობდა. ფიზიკურად უნდა მოუმატოს ცოტა ჯანის ამბავში.
3) აფრასიძეც ნორმალურად შემოვიდა, ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ კლანჭები გამოაჩინა.
4) ტაბიძეც არ იყო ცუდი, ადრე მიწოლისთვის კი დაჯარიმდა მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი იყო. ღია თამაშშიც არაუშავდა.

12:43 | 13.03.2017
BEERTRANCE (1073)

ჰო აფრასიძეს შეეტყო "კოჭებში" და იმედია გაგვიმართლებს იმედებს.

12:30 | 13.03.2017
buratino (480)

100%-ით გეთანხმები ღერძისა და ფლანგების ამბავში. და საერთოდ, დროა კონკურენცია იგრძნონ ნაკრებში ამ ამპლუების მოთამაშეებმა. მეც იმ აზრზე ვარ, რომ ამ ეტაპზე თოდუა სუსტად გამოიყურება (მაინცდამაინც არც ნოემბერში გამოირჩეოდა) და მისი ჩანაცვლება ფრუიძით გამართლებულია. ასევე უნდა ჩანაცვლდეს ხმალაძე თუკი არ მოუმატებს ან იქნებ მეორე ფრთაზე მოგვესინჯა. ახალგაზრდებიდან კოშაძე მართლაც მაგარი ბიჭია, რადგან სისწრაფესთან ერთად მანევრირებაც ეხერხება (ცოტა ფიზიკაში უნდა მოუმატოს), ასევე კარგი იყო ცუცქირიძე. აი შერკინებაში კი, მომკალით და რუმინეთთან ახალგაზრდების დაყენებას არ გავრისკავდი

11:38 | 13.03.2017
BEERTRANCE (1073)

მთავარია რუმინეთთან მოტივაცია ჰქონდეთ და შედეგზე ითამაშონ.

10:36 | 13.03.2017
buratino (480)

ჩემი მოკლე შეფასებით, მთავარი მიზეზი ამ თამაშის არასათანადო დონეზე ჩატარების გახლავთ მუდმივად სუსტ მეტოქესთან (და არა როგორც კონკრეტულად რუსეთის ნაკრებთან) მოტივაციის ნაკლებობა, ასევე შესაძლოა ბოლოსკენ კონცენტრაციის დაკარგვა რაც ბონუს ქულის გაფლანგვად დაგვიჯდა

01:28 | 13.03.2017
aaaaaa (1)

გორგოძე მშვენიერ ფორმაშია და უდიდესი გამოცდილება აქვს, რომელიც ძალიან ჭირდება ნაკრებს მნიშვნელოვან თამაშებში, ახალგაზრდა მორარგბეებს კიდე განვითარებისთვის.

23:56 | 12.03.2017
DataN24 (215)

ჩემი შეფასებით არასწორი იქნება ბიჭებს რომ დავაბრალოთ მოუმზადებლობა ან კონცენტრაციის ნაკლებობა, უბრალოდ რუსეთთან უკვე იმდენჯერ გვაქვს მოგებული უკვე ჩავთვალეთ რომ მხოლოდ ღია თამაშით შეგვეძლო ამ თამაშის დიდი ანგარიშით მოგება, დიდ გუნდებს რომელთა მოთამაშეებსაც გამჯდარი აქვთ ხელდახელ ბურთაობა ადვილად გადიან ფონს სუსტ გუნდებთან დიდი ძალისხმევის გარეშე, აი ჩვენ კი ჯერჯერობით ხელდახელ თამაში კომბინაციები არ გვაქ ჯერ ისე დახვეწილი რომ თავგანწირული კონტაქტების მოლების შერკინების გარეშე ადვილად გავიდეთ ფონს, თანაც უკვე ამდენჯერ როცა იგებ ამ ტურნირზე რეალური ტოლსწორი არ გყავს რაცარუნდა მოემზადო ფსიქოლოგიურად ვერ გახვალ ისეთი განწყობით როგორც თუნდაც კუნძულელებთან ან სხვა მაღალი დონის მეტოქეებთან გავდივართ ამიტომ საგანგაშოდ არ მიმაჩნია დრევანდელი თამაში რუმინეთთან უკეთესი იქნება

23:08 | 12.03.2017
ukleba (77)

რუმინეთთან ნებისმიერი წაგების შემტხვევაში რუმინეთი ხდე4ბა ჩემპიონი. წაგებას ვინ განიხილავს, უნდა მოვიგოთ და დავიკავოთ ჩვენი კუთვნილი მე-11 ადგილი მსოფლიო რეიტინგში

23:08 | 12.03.2017
BEERTRANCE (1073)

კი იმედია რუმინეთთან ეგეთი პრიმიტიული ლაფსუსები არ გვექნება.

22:02 | 12.03.2017
arsenaa (21)

ასეთ სუსტ რუსეთთან ასე ცუდად კარგახანია არ უთამაშიათ. ასეთი თამაშით 6 ერი არა და ...!

21:44 | 12.03.2017
DataN24 (215)

კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ახალგაზრდებს მეტად უყვართ გაშლილი თამაში, კაჭი ძალიან ძლიერია ფიზიკურად დაცვაში ბურთის ღლეტვაში, მაგრამ ხელით თამაში სისწრაფეზე უჭირს კოშაძემ ასე თუ გააგრძელა ძალიან მაგარი 13 ნომერი გვეყოლება, შარიქაძესაც აქვს მომატების შესაძლებლობა, სვანიძეს კარგი ცრუ მოძრაობები ქონდა რამდენჯერმე სწრაფიც არის, თოდუა და ხმალაძე ამ ტურნირზე არცერთი არ მომეწონა, ხმალაძე განსაკუთრებით, ვასკას მეტი პრაქტიკა ბრივში, აფრასიძეს ნამდვილად ეტყობა რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს შეტევაში, ცუცქირიძე კაი იყო, გორგაძემ ვერ ბრწყინავდა, მამუკას ვფიქრობ ცოტა დაეტყო უკვე ასაკი, მიქაუტაძე ზედმეტად მომატებულია ნემსაძე ნორმალური იყო, პირველი ხაზი ისე ვერ ბრყინავდა როგორც მიგვაჩვიეს

21:11 | 12.03.2017
ukleba (77)

შევაფასოთ თამაში. დავიწყოთ შერკინებით: 4 იანი შერკინებას. არც ერთი მოგებული მეტოქის რკენა. ეს რუსეთს კი არა ტონგა სამოა ფიჯის უჭირს ჩვენტან. მიზეზს ვერ ვხდები ოღონდაც სიმართლე გითხრათ რატომ. 2) ღერძი: მიუხედვად ვასკას ორი ლელოსა და კარგი პასისა (ან8უ მიუხედავად კარგი თამაშისა შეტევაში-მას ჰქონდა ლაფსუსები ტექნიკური და ეს აშკარად უთამაშებლობის ბრალია. 3) უკანა ხაზი. დღეს ის იშვიათი თამაშI იყო, სადაც უკანა ხაზმა უფრო უკეთ იტამაშა ვიდრე შერკინებამ, და სავარაუდოდ ეს ახალი სისხლის, მოტივირებული ბიჭების დამსახურებაა. დღეს მომეწონა მიყოლა ბურთიან კაცზე, აშკარად უკეთესი იყო ვიდრე წინა თამაშებში, მარა ეს ბურთის წინ გადავარდნა, ეს უბედური სენი სენადვე გვრჩება. ჰეიგი ბურთის ხელში დაჭერას და შემაგრებას ვერ ასწავლის შემდგარ მორაგბეს, ეს ბავშვობაში უნდა ისწავლოს კაცმა. დასკვმა: მთლიანად ნაკრებს გაჭირვებული 4-იანი ამ თამაშში. იყო პოზიტიური და ნეგატიური მომენტები. კარგი იყო ცუცქირიძე, კოშაძე, მოკლედ ახლები მომეწონნენ. სამწუხაროდ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე კაჭი. იმედია სარუმინეთოდ ბიჭები მობილიზებულნი გავლენ სტადიონზე, თორე რუმინეთი მიუხედავად იმისა რო ვეღარ ბრჭყინავს, ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს საკუტარ კედლებში და მინიმუმ ძალიან ბევრი ნერვიულობა მოგვიწევს. ჰეიგის მინუსი კი ის იყო რომ ბიჭები მოედანზე გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მობილიზებული. ჩათვალეთ რო ეს ტამაში წააგეთ ბიჭებო, წაგებული თამაშის მერე კი როგორც ვთამაშობთ ეს ყველამ ვიცით, ხოდა ველოდები ფსიქოლოგიურად მომზადებულ და მოტივირებულ ნაკრებს რუმინეთში.

21:33 | 12.03.2017
DataN24 (215)

გეთანხმები შერკინების შეფასებაში, იმათი შერკინების ვერ წამოღების გარდა 1-2 ჯერლელოს სიახლოვეს ჩვენი შერკინებაც ვერ გამოვიყენეთ ეფექტურად

0.087436