ბორჯღალოსნები

20:39 | 12.03.2017 | ნანახია 7383 - ჯერ

ალექსანდრ პერვუხინი: “მადლობა ქართველ გულშემატკივარს”

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მატჩის (28:14) დასრულების შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდ პერვიხუინმა ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, რუსეთის ნაკრების თამაშით კმაყოფილი დარჩა.

“ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოს ნაკრებს ვეთამაშეთ, რომელიც ძალიან ძლიერია. დღევანდელი თამაშის ქულები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად არ ითვლება და ამიტომაც მომიწია რამდნიმე ახალგაზრდა მორაგბის გასინჯვა. გარდა ამისა, გვქონდა ტრავმები. ასევე მინდა აღვნიშნო 60 ათასი ადამიანის წინაშე ვთამაშობდით და სწორედ ამიტომ, უფრო ღია და გახსნილი თამაში ვაჩვენეთ.

აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ჟურნალისტებსა და განსაკუთრებით გულშემატკივრებს”, - თქვა პერვუხინმა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
04:41 | 13.03.2017
ika13 (34)

მე ძალიან მომწონს ფორმის ფერი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თიოთქმის ყველა ფერი დაკავებულია, ამ ფერით მშვენივრად შეიძლება 6 ერში შესვლა მომავალში....

21:11 | 12.03.2017
ukleba (77)

შევაფასოთ თამაში. დავიწყოთ შერკინებით: 4 იანი შერკინებას. არც ერთი მოგებული მეტოქის რკენა. ეს რუსეთს კი არა ტონგა სამოა ფიჯის უჭირს ჩვენტან. მიზეზს ვერ ვხდები ოღონდაც სიმართლე გითხრათ რატომ. 2) ღერძი: მიუხედვად ვასკას ორი ლელოსა და კარგი პასისა (ან8უ მიუხედავად კარგი თამაშისა შეტევაში-მას ჰქონდა ლაფსუსები ტექნიკური და ეს აშკარად უთამაშებლობის ბრალია. 3) უკანა ხაზი. დღეს ის იშვიათი თამაშI იყო, სადაც უკანა ხაზმა უფრო უკეთ იტამაშა ვიდრე შერკინებამ, და სავარაუდოდ ეს ახალი სისხლის, მოტივირებული ბიჭების დამსახურებაა. დღეს მომეწონა მიყოლა ბურთიან კაცზე, აშკარად უკეთესი იყო ვიდრე წინა თამაშებში, მარა ეს ბურთის წინ გადავარდნა, ეს უბედური სენი სენადვე გვრჩება. ჰეიგი ბურთის ხელში დაჭერას და შემაგრებას ვერ ასწავლის შემდგარ მორაგბეს, ეს ბავშვობაში უნდა ისწავლოს კაცმა. დასკვმა: მთლიანად ნაკრებს გაჭირვებული 4-იანი ამ თამაშში. იყო პოზიტიური და ნეგატიური მომენტები. კარგი იყო ცუცქირიძე, კოშაძე, მოკლედ ახლები მომეწონნენ. სამწუხაროდ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე კაჭი. იმედია სარუმინეთოდ ბიჭები მობილიზებულნი გავლენ სტადიონზე, თორე რუმინეთი მიუხედავად იმისა რო ვეღარ ბრჭყინავს, ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს საკუტარ კედლებში და მინიმუმ ძალიან ბევრი ნერვიულობა მოგვიწევს. ჰეიგის მინუსი კი ის იყო რომ ბიჭები მოედანზე გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მობილიზებული. ჩათვალეთ რო ეს ტამაში წააგეთ ბიჭებო, წაგებული თამაშის მერე კი როგორც ვთამაშობთ ეს ყველამ ვიცით, ხოდა ველოდები ფსიქოლოგიურად მომზადებულ და მოტივირებულ ნაკრებს რუმინეთში.

14:11 | 14.03.2017
kommarkos (35)

გეთანხმები! თამასა აწეულია და ასე ინერტული თამაში არ გვეკადრება. სტადიონიდა მაგარი უკმაყოფილო წამოვედი! ინგლისმა არ აცალა შოტლანდიას თამაში დაბრუნება ასევე უნდა გაეკეთებინათ ჩვენებს!

0.084174