ეროვნული ნაკრები

18:32 | 11.03.2017 | ნანახია 5748 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “თამაშის წინ კარტებს ბოლომდე არ გავხსნი”

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე “დინამო-არენას” საკონფერენციო დარბაზში ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა. ევროპის რაგბის ჩემპიონატის მორიგი ტურის თამაშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თქვა, რომ მოხარულია იმ ფაქტით, რომ გუნდს კაპიტანი მამუკა გორგოძე დაუბრუნდა. ახალზელანდიელმა ასევე ყურადღება ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათ თამაშის უფლება უნდა მიეცეთ.

“ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ გუნდს კაპიტანი და მიშა (ნარიაშვილი – რედ.) დაუბრუნდნენ. გარდა ამისა, ვეცდებით, შევქმნათ თამაშის დროს მეტი სირღმეები შეტევაში. გადაადგილებები სწორედ ამიტომ განვახორციელეთ, სხვა მიზეზი არ ყოფილა.

მიმაჩნია, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და ძალიან კარგად იმუშავა. მაგალითად, ცუცქირიძამ ბრწყინვალედ ითამაშა და ამიტომ ხვალ სასტარტოში იქნება. ეს პროცესი იმიტომ მიმდინარეობს, რომ სანაკრებო დონეზე მოხდეს მათი გასინჯვა და ბიჭებს მიეცეთ შანსი, წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

რა თქმა უნდა, თამაშის წინ კარტებს ბოლომდე არ გავხსნით. ჩვენ ვაძლევთ მოთამაშეებს წინასწარ დავალებებს, მაგრამ ხშირად ყველაფერი მოედანზე კონკრეტულ სიტუაციებში წყდება”, - განაცხადა ჰეიგმა.

მამუკა გორგოძე: “მაქსიმალურად მოტივირებულნი უნდა ვიყოთ”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა, რომ თუ გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული არ იქნება, წაგების დიდი ალბათობა დადგება.

“რაგბი ისეთი თამაშია, მოედანზე ვინც უნდა გავიდეს, ყოველთვის მოტივირებული უნდა იყოს. წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება.

რუსეთი ბრძოლისუნარიანი გუნდია. ათჯერ ვითამაშე მათთან, მაგრამ მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, პირველიდან ბოლო წუთამდე, თორემ შეიძლება წავაგოთ. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”, - განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება 12 მარტს თბილისის “დინამო არენაზე” 18 საათზე დაიწყება.

ალექსანდრ პერვუხინი, რუსეთის ნაკრების მწვრთნელი:

“მოხარული ვარ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლით. აქამდე რა შედეგებითაც მოვედით, ყოველივეს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი აქვს. თუმცა, რაცაა ესაა. ახლა ორი დარჩენილი თამაშია მნიშვნელოვანი. ხვალინდელ მატჩში მთავარი ამოცანა დაშვებული შეცდომებიდან დასკვნების გამოტანაა. თუკი შინ რუმინელებთან წავაგეთ, იქნებ საქართველო სტუმრად დავამარცხოთ? რა არის ამაში წარმოუდგენელი? შანსი არსებობს, თანაც საკმაოდ რეალური”.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:54 | 12.03.2017
sokhumsky (36)

ლელო, ლელო,
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
ერთი თაობით უნდა დავუკარგოთ ოცნების იმედიც კი.

15:42 | 12.03.2017
buratino (480)

შენი მიკვირს, მელიტონ. შე კაი კაცო, რაღა რუსებთან მოგინდა რამეს დამალვა? მაგათ დაუმალავად ვუგებდით და მოვუგებთ ახლაც. თუ მართლაც გაქვს რაიმე განსაკუთრებული კოზირი (მეეჭვება), გიჯობს ძლიერ გუნდებთან შემოინახო. რუსებთან კი ისედაც ყველაფერი ნათელია (მხოლოდ ანგარიშია უცნობი)

15:44 | 12.03.2017
buratino (480)

პერვუხინი: "თუკი შინ რუმინელებთან წავაგეთ, იქნებ საქართველო სტუმრად დავამარცხოთ? რა არის ამაში წარმოუდგენელი? შანსი არსებობს, თანაც საკმაოდ რეალური"

თუ მართლა მასე თქვა და მაშინ მინიმუმ 30-35 ქულით უნდა გავჭიმოთ მაგენი

16:37 | 12.03.2017
dixdavid (5)

სადაა აქ ლოგიკა?
ერთადერთი ლოგიკური დასკვნა პერვუხინის მოსაზრებიდან ისაა, რომ რუსეთი ისევე ძლიერია რუმინეთზე, როგორც საქართველო რუსეთზე და თუ რუსებს თავისზე ბევრად სუსტ მოწინააღმდეგესთან ასეთი მარცი შეემთხვათ, რატომ არ შეიძლება იგივე საქართველოსაც მოუვიდეს..
ნუ, მარა, მაინც, სადაა აქ ლოგიკა.

12:46 | 12.03.2017
zirzikichi (7)

რუსეთის ფაქტორის გამოა ამხელა აჟიოტაჟი, თორემ ისე არაფერი გუნდია!! არადა რაგბისტებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და კარგი ურთიერთობა აქვთ!! მგონია ბიჭები ადვილად მოუგებენ რუსებს!

01:05 | 12.03.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ მელიტონ შენ და ბიჭებს.

22:21 | 11.03.2017
LA.paata (38)

მხოლოდ დიდი ანგარიში დამაკმაყოფილებს, ისე მოგე უკვე არა საკმარისი.

22:19 | 11.03.2017
temuchin (431)

სტატიის ავტორს პატარა შენიშვნა გრამატიკის მხრივ. არასწორია - "მოხარულია იმ ფაქტით", სწორია - "მოხარულია იმ ფაქტის"

22:12 | 11.03.2017
ukleba (77)

დამალე მელიტონ დამალე კარტები ნეტა ბევრი კარტი გვქონდეს დასამალი მართლა. მოლი და შერკინება. სხვა რა გვაქ დასამალი კაცო

22:48 | 11.03.2017
DataN24 (215)

ზელანდიელია მაინც მაგთგან ყველაფერია მოსალოდნელი

0.098641