ესპანეთიდან დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა "რაგბი ევროპის" პირველობის ბოლო ორი მატჩის წინ ოდნავ გადაიხალისეს რაზმი – ტურნირის ფინიშზე ერთპიროვნული ლიდერი საქართველო 12 მარტს რუსეთს უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს რუმინეთს ეწვევა.
მილტონ ჰეიგის განკარგულებაში 31 მორაგბეა – 14 უკანა’ხაზელი და 17 მორკინალი. დაგვემატა სამი გამოცდილი ლეგიონერი – მამუკა გორგოძე, მიხო ნარიაშვილი და ზურა ჟვანია. შალვა მამუკაშვილი კლუბში მიბრუნდა, ესპანეთთან თავგამოჩენილი ახალბედა სოსო მათიაშვილი კი "შვიდკაცამ" იხმო.
ჰეიგმა შეკითხვის პასუხად დაგვიდასტურა, რომ ამ რაზმით ვეთამაშებით როგორც რუსეთს, ასევე რუმინეთს.
გამართლებული ნდობა
მწვრთნელი კმაყოფილია ყველა ახალგაზრდის ზრდა-დაოსტატებით და ტურნირის ბოლო ორ მატჩშიც გეგმავს მათზე დაკვირვებას.
მილტონის აზრით, "ნდობა გაამართლა უკლებლივ ყველა ახალბედამ და ჩინებულადაც გამოიყენა შანსი, რათა მწვრთნელებისთვის მოეწონებინა თავი უნარ-ჩვევებით.
ერთი კია, დასკვნითი ორი თამაშისთვის რომ უპრიანია გამოცდილ ლიდერთა ამატება, მაგიტომ ვიხმეთ მიხო და მამუკა.
ზურა ჰუქერად შეცვლის შალვას, რადგან ეს ახალ კლუბში - "ტულონში" - მედ-ჯოკერია და მისი გათავისუფლება გვმართებდა.
დაშავებულ შარიქაძეს ყოველდღიურად ვაკვირდებით. მერაბი ცოტათი მოკეთდა, მაგრამ შეძლებს თუ ვერა თამაშს, ეგ კვირის ბოლოსკენ გამოჩნდება", - დასძინა მილტონ ჰეიგმა.
თამაში კვირასაა
რუსეთთან რკენა, ტრადიციული შაბათის ნაცვლად, კვირადღესაა, პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", და 18 საათზე იწყება.
ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ TKT.ge/geovrus, ისე სტადიონის სალაროებში (ყოველდღე 11:00-19:00).
საქართველოს ბორჯღალოსნები
2017 წლის "რაგბი ევროპა" * რუსეთი [12/03 შ] და რუმინეთი [19/03 გ]
რაგბი ევროპა 2017 * ბოლო განახლება [20:10 ესპანეთი 4/03_2017] * მონაგარი 1989-2016
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
| |||||
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 101 | 14ლ 141გ 144ჯ 3ა [793 ქ] 5სბ |
15 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 27 | 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ] |
გ | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 62 | 7ლ 2სბ |
გ | ირაკლი სვანიძე | გორის ჯიქი [საქ დ 10] | 1996 | 1 | : |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 97 | 20ლ [4 კაპ] 2სბ |
შ | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 50 | 9ლ [4 კაპ] |
შ | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ Iლ] | 1996 | 3 | 3ლ |
შ | ბადრი ლიპარტელიანი | არმაზი [საქ დ 10] | 1995 | 1 | : |
10 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 75 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 51 | 7ლ 4გ [43 ქ] |
10 | რევაზ ჯინჭველაშვილი | ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10] | 1995 | 3 | : |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 54 | 2სბ |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 19 | 3ლ |
9 | გელა აფრასიძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1998 | 1 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 39 | 2ლ სბ |
1 | გიორგი თეთრაშვილი | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 7 | : |
1 | თორნიკე მატარაძე | ლიონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 3 | სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ვუსთერ [ინგ პრემ] | 1987 | 41 | ლ 2სბ |
2 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 26 | 8ლ 2სბ |
3 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 3 | : |
3 | ლაშა ტაბიძე | ბორდო [სფრ ტოპ 14] | 1997 | 2 | : |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ პრემ] | 1984 | 68 | 12ლ 4სბ |
2ხ | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 46 | 2ლ 3სბ |
2ხ | ნოდარ ჭეიშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1990 | 6 | : |
3ხ | მამუკა გორგოძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1984 | 69 | 26ლ [11 კაპ] 5სბ |
3ხ | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 36 | 10ლ სბ |
3ხ | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 28 | 5ლ სბ |
3ხ | საბა შუბითიძე | აკადემია [საქ დ 10] | 1994 | 9 | : |
3ხ | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 9 | 5ლ სბ |
3ხ | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 4 | ლ |
3ხ | გიორგი ცუცქირიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 2 | : |
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1
ისე რუმინელებს ფეიქრიშვილის ნახვა გაახარებდათ ყველაზე მეტად.
3 მოთამაშეს თუ არ ჩავთვლით (მჭედლიძე, ვიტო, ჩილაჩავა) ოპტიმალური შემადგენლობაა.. ამ 2 თამაშში ნამდვილად საჭიროა.. ბოლო ბოლო იმიტომ რომ შეთამაშებულები იყვნენ ბიჭები.. დანარჩენზე უნდა შევთანხმდეთ - ერთა თასი არი ჩვენთვის ახალგაზრდების წინ წამოწევის შანსი, ამიტომ მაქსიმალურად ჩემპიონატიდან და საფრანგეთის დაბალი დივიზიონებიდან გამოძახებული მოთამაშეებით უნდა დაკომპლექტდეს ნაკრები..
*ჩვენი ჩემპიონატიდან..
2 გარემარბი ორი თამაშისთვის აქედან 1 სრულიად გამოუცდელი თანაც იმის ფონზე რომ სხვა უნივერსალებიც არ გვყავს მაინცდამაინც ისეთი ფლანგზე რომ გადაიწიოს ალბათ უფრო კოშაძე მაგრამ ფრთების გარეშე ვერ ვერ გავფრინდებით![](/img/Smileys/1.gif)
კარგია, რომ ჰეიგმა რაზმს ზოგიერთი გამოცდილი დაუმატა (ნარიაშვილი-გორგოძე და განსაკუთრებით ჟვანია), მაგრამ ჩილაჩავა ან ფეიქრიშვილი რატომ არ არიან?! ჩემი აზრით, 3 ნომრის პოზიციაზე ერთ-ერთი მაინც უნდა გამოეძახებინა. რადგან დუდუ დამტვრეულია, ხოლო ბეკოშვილი და ტაბიძე გამოუცდელები არიან, ვშიშობ, რუმინეთთან შერკინებას გაუჭირდება (აბა რუსეთს არც ვთვლი არაფრად). ჰეიგის კიდევ ერთი შეცდომა ფრუიძის არდაძახება მგონია, რადგან მეორე ფლანგზე კარგი გარემარგი გვჭირდება ისევდაისევ რუმინეთთან. შარიქაძე რუსეთთან ალბათ დაისვენებს და კაჭის სარუმინეთოდ შეუწყვილდება, ხოლო რუსებთან ცენტრში კოშაძის დაყენებას მოველი. მოკლედ, ეს ჩემი აზრია და დანარჩენი უკეთ მწვრთნელებმა და ბიჭებმა იციან
არამგონია რუმინელებს ბეკოშვილზე უფრო მაგარი ბურჯი ჰყავდეთ , მაგრამ 3 ნომრად კიდე შეიძლებოდა ვინმეს დამატება თუნდაც ისევ მელიქიძის