6 ერი

22:18 | 11.02.2016 | ნანახია 1038 - ჯერ

შოტლანდია კარდიფში მოსაგებად მიდის

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ ამბობს, რომ გუნდს სერიოზული ამბიციები აქვს და უელსშიც მხოლოდ გამარჯვებისთვის მიდის.

ექვსი ერის პირველ ტურში სქოთებმა ინგლისს უმასპინძლეს და 9:15 დამარცხდნენ, ხოლო უელსი ირლანდიას სტუმრად 16:16 დაუზავდა. უელსისა და შოტლანდიის მატჩი 13 თებერვალს, თბილისის დროით 20:50 საათზე კარდიფში, „მილენიუმზე“ დაიწყება.

„ექვსი ერი მოკლევადიანი ტურნირია, სადაც თავის დაზოგვა დაუშვებელია. ჩვენთვის აუცილებელია, რომ პროგრესი უმოკლეს ვადებში განვიცადოთ და თამაში გავაუმჯობესოთ. არ გვაქვს უფლება, რომ უელსთან იგივე შეცდომები დავუშვათ, რაც ინგლისთან. „მილენიუმი“ შესანიშნავი სტადიონია და კარდიფში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩავდივართ. უელსელებმა ფიზიკურად ძლიერები არიან და ირლანდიასთან საუცხოო თამაში ჩაატარეს. მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ისინი ეფექტურად განვახორციელოთ“ - თქვა ლეიდლოუმ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078935