საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი დღეს „ტულონში“ გამოცხადდება. ამ კლუბის მთავარი ჰუკერია საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გილემ გირადო, ხოლო მისმა დუბლიორმა ჟან-შარლ ორიოლმა 20 თებერვალს ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. ცხადია, ეულად დარჩენილი გირადო მარტო ვერ გაართმევდა თავს სამ ფრონტზე ბრძოლას (ნაკრები, ტოპ-14 და ჩემპიონთა თასი), ანუ ამბიციური კლუბი სერიოზული საკადრო პრობლემის წინაშე დადგა, რომლის მოგვარებაც სამედიცინო ჯოკერის მეშვეობით გადაწყდა.
გარკვეული ფიქრის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი სწორედ ქართველ ჰუკერზე შეაჩერა, რომელმაც ბოლო თვეები იგივე სტატუსით „მონპელიეში“ დიდი წარმატებით გაატარა. იქ 26 წლის „ბორჯღალოსანი“ „ქურციკ“ ბისმარკ დი პლესის ცვლიდა. მაგრამ აფრიკელი დაბრუნდა და მამუკაშვილს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს.
ხოლო როვა გამოჩნდა „ტულონის“ ვარიანტი, ორივე მხარე აბსოლუტურად კმაყოფილი იყო - უკონტრაქტო მამუკაშვილს აქტიური კარიერის გაგრძელების საშუალება მიეცა, ხოლო „ტულონი“ შემადგენლობაში უზარმაზარ ნაპრალს საიმედო კადრიდ ამოავსებდა. მაგრამ ამასობაში, ვიდრე იურიდიული საკითხები გვარდებოდა, საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან შეხვედრაში ერთბაშად ორი კვაჭი დაემტვრა და საესპანეთოდ მილტონ ჰეიგს გამოცდილების გამოძახება მოუხდა - ჯაბა ბრეგვაძისა და შალვა მამუკაშვილის.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ. ქართველთა ზელანდიელი მწვრთნელს კარგად ესმოდა, რომ მამუკაშვილს საკლუბო საქმეების მოგვარება სჭირდებოდა, გაგებით მოეკიდა სიტუაციას და შალვა რუსეთთან და რუმინეთთან მატჩებისგან გაათავისუფლა. ამ ამბავმა ფრიად გაახარა „ტულონის“ ხელმძღვანელობა და ფანობა, ხოლო ქართველი ჰუკერის ახალ კლუბში ჩასვლის ამბავი ამჟამად ტოპ-ნიუსია საფრანგეთის წამყვან სპორტულ თუ ვიწრო სარაგბო გამოცემებში - „ეკიპში“, „ფიგაროში“, „რაგბი365“-სა და სხვებში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები შალვა. დღეს მისი საკლუბო კარიერა არანაკლებად მნიშვნელოვანია.
ჩვენ სხვები გამოცადოთ მის პოზიციაზე
წარმატებას გისურვებ შალვა.
ნამდვილად გასაკვირია მისი უგუნდოდ ყოფნა.
ძალიან კარგი მორაგბეა მამუკაშვილი და რატო არ გაუფორმა რომელიმე ტოპ-14 -ის გუნდმა კონტრაქტი ძალიან მიკვირს
მაინცდამაინც მონპელიეში და ტულონში თუ არ ითამაშებს, ხო შეიძლება ცოტა უფრო სუსტ გუნდში ითამაშოს
შალვას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ რუმინეთთან რა უნდა ვქნათ, მარტო ჯაბა ბრეგვაძემ უნდა ითამაშოს 80 წუთი?
ჟვანია იქნება მეორე ჰუკერი..
წარმატებები