ეროვნული ნაკრები

22:34 | 4.03.2017 | ნანახია 7832 - ჯერ

არცთუ იოლი გამარჯვება მედინა დელ კამპოში

ეს არ იყო იოლი გამარჯვება. მოედანზე გასულ „ბორჯღალოსნებს“ ფაქტობრივად ბოლომდე დახარჯვა დაჭირდათ, რათა ესპანეთის ნაკრებს გამკლავებოდნენ. საქართველოს ნაკრები პირველად მხოლოდ 58-ე წუთზე დაწინაურდა, მანამდე კი მუდმივად მდევრის როლში იყო, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სულაც არაა საუკეთესო პოზიცია.

ესპანელებმა მედინა დელ კამპოს მატჩი ყოჩაღად დაიწყეს და მალევე მოიპოვეს ხელსაყრელი პოზიციიდან კარში დარტყმის უფლება. ფულბეკმა ბრედ ლინკლეიტერმა უნაკლოდ დაარტყა - 3:0. ამის შემდეგ ქართული შერკინება ამუშავდა. ესპანელები ფაქტობრივად წამითაც ვერ უძალიანდებოდნენ „ბორჯღალოსან“ მორკინალებს, ყოველ ჯერზე იქცეოდნენ, მაგრამ უელსელი რეფერი წესების ამ დარღვევებს ან არ აქცევდა ყურადღებას, ან გადაწყვეტილების მიღებისას თითქოს ყოყმანობდა. მთლიანობაშიც, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, ზოგიერთ მოთამაშეზე ბევრად ახალგაზრდა კრეიგ ევანსმა ბევრი შეცდომა დაუშვა - თვალშისაცემი და აშკარა. მაგალითად, მეორე ტაიმის დასაწყისში შებოჭილმა ლაშა ხმალაძემ მოახერხა ბურთის ლელოს ხაზს იქით დამიწება, მაგრამ ევანსმა ლელო არ ჩათვალა და არც ვიდეორეფერის რჩევა უთხოვია. სხვა უხეში შეცდომებიც არაერთი მოუვიდა, თუმცა, მკითხველისთვის უფრო საინტერესო ქართველთა თამაშის მიმოხილვაა, ვიდრე 24 წლის რეფერის კვალიფიკაცია...

შერკინების უდიდესი უპირატესობის გამოყენებას ვერა და ვერ ვახერხებდით, რადგან ერთხელ მეკომ ჯარიმა დაარტყა და ააცილა, სხვა შემთხვევებში კი ხან ბურთი გვივარდებოდა უწყინარ სიტუაციაში, ხან პასი არ ვარგოდა, თანაც ესპანელებიც ძალზე მობილიზებულები იყვნენ და პრაქტიკულად უშეცდომოდ იცავდნენ თავს. რაქებში აგრესიულობამ მასპინძლებს უფრო ღონიერი ქართველების შევიწროების საშუალება მისცა და ასე მივიდნენ „ლომები“ ჩვენს ლელომდე. ესპანელთა შეტევა გაიშალა და ნატურალიზებულმა ფიჯელმა მეორეხაზელმა ილაიტია გავიდიმ ბურთის ხაზს იქით დადება მოახერხა. ლინკლეიტერმა (ასევე ნატურალიზებულმა) უნაკლოდ გარდასახა და ესპანეთი 10:3 დაწინაურდა. ეს 26-ე წუთზე მოხდა და ტაიმის ბოლომდე ჩვენებმა შეტევების დალაგება ვერაფრით მოახერხეს.

აქ დიდი როლი კაპიტნის დაკარგვამ ითამაშა - მერაბ შარიქაძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში დებიუტანტი ბადრი ლიპარტელიანი ჩაერთო. პრინციპში, ამ უკანასკნელს არაფერი გაუფუჭებია, მაგრამ შარიქაძის დონის ცენტრის დაკარგვა ჩვენი ნაკრებისთვის ნებისმიერ მეტოქესთან სერიოზული დანაკლისი იქნებოდა.

მე-2 ნახევარი „ბორჯღალოსანთა“ იერიშით დაიწყო. ჯერ იყო და, მარცხენა ფლანგზე კვაჭი შალვა მამუკაშვილი ლელოში ბურთიანად შეფრინდა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა მისი ფეხის გვერდით ხაზს მიღმა გადადენა მოასწრო და ლელო ჩაშალა. მომდევნო შეტევაში კი ხმალაძის არჩათვლილი ლელო იყო, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. მაგრამ შტურმი გაგრძელდა და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ვასილ ლობჟანიძემ შეტევის განვითარების მიმართულება მოულოდნელად შეცვალა და მარჯვენა ფრთაზე იერიშში თხილაიშვილი ჩართო. კოკიმ ორ მეტოქეს ვირტუოზულად აუარა გვერდი, მესამე მას უკვე ლელოში დაეჯახა, მაგრამ ჩვენმა მესამეხაზელმა წონასწორობა შეინარჩუნა და ლელო გარდასახვისთვის ხელსაყრელ წერტილში დააფიქსირა - 10:8, ხოლო მეკოს ზუსტი დარტყმის შემდეგ - 10:10.

ათიოდე წუთში მოგებული დერეფნიდან გამოტანილი ბურთი სწრაფად გადავიდა რამდენიმე ხელიდან ხელში და მეკოს მიუვიდა, ვინც ლელოსკენ ფეხით შეაცურა, იქ კი ყველას კიდევ ერთმა დებიუტანტმა, აკადემიელმა გარემარბმა სოსო მათიაშვილმა დაასწრო და ტექნიკური შეხებით ბურთი დაალელოვა - 10:15 და საქართველოს ნაკრები პირველად დაწინაურდა. კვირიკაშვილმა ეს ლელოც გარდასახა და ჩვენი ნაკრები 7 ქულის უპირატესობით დააწინაურა.

მომდევნო 20 წუთში ქართველებს ფაქტობრივად არ შეუტევიათ. ესპანელები თავგანწირვით იბრძოდნენ, უშიშრად ასკდებოდნენ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ დაცვაში არანაკლები თავდადებით ითამაშეს, განსაკუთრებით ამის თქმა დავით კაჭარავას შესახებ შეიძლება, ვისი ზუსტი, დროული და ეფექტური ბოჭვების წყალობით ჩვენმა ნაკრებმა დიდი პრობლემები აიცილა თავიდან.

ბოლოს კი, 79-ეზე, ჩვენმა შერკინებამ ერთხელაც იძალა, ოპონენტებს წესები დაარღვევინა, მეკო კვირიკაშვილმა კი თავის 101-ე სანაკრებო მატჩში პირადი მონაგარი 793 ქულამდე აიყვანა და თამაშს წერტილი დაუსვა - 10:20, საქართველომ გაიმარჯვა, თუმცა ბონუსს ვერ შეწვდა და ცხრილში 4 ქულა ჩაიწერა.

ჩემპიონატის ორ დანარჩენ მატჩში ასეთი შედეგები დაფიქსირდა: რუმინეთმა რუსეთი სტუმრად 30:10 დაამარცხა, ხოლო გერმანელებმა შინ ბელგიელებს უხვქულა თამაშში 34:29 აჯობეს.

ესპანეთი - საქართველო 10:20

ესპანეთი: ლოპეს პერესი, ბერნსი, ალბერტო ბლანკო ალონსო, გავიდი, სანჩეს ბორეგო, ვილიანუევა მარტინი, კანოსა, ფონტანა, რუე, ბელი, ჟორბა, ალვარესი, სნი, კასტეჯონი, ლინკლეიტერი

შეცვლაზე შევიდნენ: ფრანსისკო ბლანკო ალონსო, აუსკი, საბალა არიეტა, გიიომი, ფოულდსი, რამოს მარტინი, ხიმენო სორია, მინგიიონი

მწვრთნელი: სანტიაგო სანტოსი

ლელო: გავიდი

გარდასახვა: ლინკლეიტერი

ჯარიმა: ლინკლეიტერი

საქართველო: თეთრაშვილი, მამუკაშვილი, ბეკოშვილი, ნემსაძე, მიქაუტაძე, გიორგაძე, თხილაიშვილი, ლომიძე, ლობჟანიძე, ხმალაძე, თოდუა, შარიქაძე, კაჭარავა, მათიაშვილი, კვირიკაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბრეგვაძე, მატარაძე, ტაბიძე, ცუცქირიძე, ბეგაძე, ლიპარტელიანი, წიკლაური

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ლელო: თხილაიშვილი, მათიაშვილი

გარდასახვა: კვირიკაშვილი (2)

ჯარიმა: კვირიკაშვილი

რუსეთი - რუმინეთი 10:30

გერმანია - ბელგია 34:29

3 რაუნდი

მ-წ

+:-

$

საქართველო

3-0

101:22

14

2

რუმინეთი

2-1

81:54

10

2

გერმანია

2-1

81:117

8

0

ესპანეთი ^

1-2

29:39

4

0

რუსეთი

1-2

41:64

4

0

ბელგია

0-3

53:90

2

2


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:35 | 07.03.2017
BEERTRANCE (1073)

რაც არ უნდა იყოს ქე მაინც ეგ ხარვეზები უკვე მოხდა და გამოსწორების დრო არის რომ რუმინეთთან ეგეთი იაღლიშები არ მოგვივიდეს, მაგენი ტრადიციულად აბრაგანებით ეცდებიან ფონის გავლას და ბურთის დაჭერა იქნება მნიშვნელოვანი.

19:58 | 06.03.2017
maxo_65 (458)

შედარებისთვის, ესპანეთის შერკინება მაგრად დაუდგა რუმინეთისას, ჩვენთან შანსი არ ქონდა, ის კიარა მეორე ტაიმში ორი 20 წლის ბურჯი გვყავდა..თან რაც ვნახე წელს რუმინეთის თამაშები, შერკინებაში მიწოლაზე ლომის წილი ტურაშვილზე მოდის, სავარაუდოდ საქართველოსთან არ ითამაშებს, რომც ითამაშოს არა მგონია შერკინებას პრობლემები შეუქმნან...ტიტულია შესანარჩუნებელი და რუმინელები თავს სემოგვაკლავე, ამიტომ ძირითადი შემადგენლობა აუცილებელია ჩემი აზრით..არ ღირს გარისკვა..ჩემი არჩევანი რომ იყოს,გორგაძეს ვათამაშებდი 8-ზე, ძალიან მაგარი ხელის ტექნიკა აქვს ამ ბიჭს, კონტაქტშიც ძალიან მაგარია და მიწოლაშიც, თამაშს კითხულობს გადასარევად..არ უნდა დაესვენებინა ჰეიგს ესპანეთთან და ერთ ლელოს დადებდა უეჭველი...

22:46 | 06.03.2017
federer (17) (469)

ფიზიკურად ლომიძე ძლიერი ნამდვილად არ არის და არც კონტაქტშია უკეთესი, მაგრამ ტექნიკა და ინტელექტით აშკარად უკეთესია გორგაძე და მეც 8 ნომერზე გორგაძეს ვისურვებდიი

18:17 | 07.03.2017
maxo_65 (458)

ფიზიკურად ძლიერია ლომიძე უფრო, მაგრამ კონტაქტის მერე წინ წაწევას გორგაძე უფრო ახერხებს, მოქნილია ძალიან..

22:47 | 06.03.2017
federer (17) (469)

გორგაძე ლომიძეზე ძლიერი არაა თქო მაგის თქმა მინდოდაა

21:37 | 06.03.2017
jarjjj (2)

გორგაძე მეც ძალიან მომწონს

19:03 | 06.03.2017
buratino (480)

კიდევ მინდოდა მეთქვა რამდენიმე რამ: აშკარად ჩანდა რომ შარიქაძის დამტვრევამ გუნდი ნაწილობრივ არია. თუმცა ისიც მკაფიოდ გამოჩნდა რომ გადამწყვეტი როლი ამ ძნელ გამარჯვებაში 5-6 გამოცდილ მორაგბეს მიუძღვის (ახალგაზრდები იმედია არ მიწყენენ). ამიტომაც, ჩემი აზრით, ჰეიგმა და სამწვრთნელო შტაბმა უკვე დროა რაზმი გააძლიერონ. ზოგი იკითხავს, სუსტ რუსეთთან რა საჭიროაო. იმიტომ რომ სტადიონზე მოსული მაყურებლის უმეტესობა რუსეთის განადგურების იმედით მოდის და ამიტომაც რუსები უნდა შევმუსროთ ჩვეულ სტილში. აი რუმინეთს რაც შეეხება, მაგათ ძლიერი შერკინება ჰყავთ და მთელი ძალისხმევა იქნება საჭირო გასვლაზე მათ დასამარცხებლად (თანაც ვიცი რომ განსაკუთრებით ემზადებიან და "კბილებს ილესავენ" შარშანდელი მარცხის გამო). მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ დროა ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბოთ!

22:53 | 06.03.2017
federer (17) (469)

მთლად მსოფლიოზე რო გვყავდა მაგ შემადგენლობას ამ ტურნირისათვის ვერ შევკრებთ, მაგრამ ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა კი უნდა დავაყენოთ რუმინეთთან და დალშე არაა სხვებთან საჭიროო.
როტაცია გარდაუვალი საკითხია და ახალგაზრდების გამოცდა უნდა გაგრძელდეს რადგანაც 2-3 წლის მერე ეს ბიჭები იქნებიან ნაკრების ძირითადი ბირთვი

19:29 | 06.03.2017
პანტელეიმონი (1218)

გეთანხმები მეგობარო. იმის გარდა რომ გულშემატკივრის მოლოდინი უნდა გაამართლონ ბორჯღალოსნებმა, ამის გარდა მოგვენატრა ჩვენი პიველი კოჰორტის ყურება და ამასთან არ აწყენდათ ბიჭებს მეტი სავარჯიშო დროის ერთად გატარება, რუმინეთის დამარცხების გარდა, უმნიშვნელოვანეს საგაზაფხულო ტესტებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ.

18:55 | 06.03.2017
buratino (480)

ბევრი კრიტიკა შეიძლება, მაგრამ რადგან მოვიგეთ, თავდაპირველად მსურს მივულოცო ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გამოცდილ მოთამაშეებს (უპირველესად კაჭის, მეკოს და კიდევ 3-4-ს), რომელთა ძალისხმევა რომ არა, შესაძლოა ცუდი შედეგი გვქონოდა.
ახლა თამაშის ჩემებური მოკლე გარჩევა:
1. რა მომეწონა - პირველ ყოვლისა, თავდადება და შემართება. ეს თვისება ჩვენს ბორჯღალოსნებს ისედაც ახასიათებთ, მაგრამ აქ იმიტომ გამოვყავი, რომ ბიჭებმა მეტოქე მსაჯიანად დაამარცხეს. და საერთოდ ის მომწონს, რომ ჩვენი გუნდი უკვე იმდენად გაიზარდა რომ, თუ არ ჩავთვლით 1-ლი დონის ნაკრებებს, სხვა მეტოქის დამარცხება მსაჯიანად შეუძლია. ეს კი სულაც არაა პატარა საქმე.
ასევე კარგი იყო დერეფანი (მეტოქის ბურთებიც მოვიგეთ) და რა თქმა უნდა შერკინება. ზოგადად კი, ამ თამაშში სხვა არაფერია მოსაწონი.
2. რა არ მომეწონა - ამ მხრივ ბევრი რამის თქმა შეიძლება მაგრამ გამოვარჩევ ისეთებს, როგორიცაა ხელით თამაში, რაქების გაწმენდა, თამაშის გაშლა, ერთმანეთის მიყოლა და ფაზების აკინძვა. მოკლედ ის ყველაფერი, რისი გამოსწორება-დახვეწის გარეშეც ძლიერ მეტოქეებთან გამარჯვებაზე ფიქრიც ზედმეტია. იმედია, სამწვრთნელო შტაბი ამას გაითვალისწინებს

18:08 | 06.03.2017
jarjjj (2)

რუსეთი-რუმინეთის შეხვედრას ვუყურე ,და ორი თავით მაღლა იდგა რუმინეთი რუსეთზე მთელი თამაში. და აუცილებლად უნდა ავღნიშნო შერკინებაში რუმინეთმა რუსეთი იმაზე მეტად დაჩაგრა დაჩაგრა კი არა დაამცირა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიდრე ჩვენ ესპანეთი ან თუნდაც გერმანიია. ამით იმის თქმა მინდა წარმომიდგენია კვირას 18:00-საათზე რუსეთის შერკინებას განსაკუთრებით მეორე ტაიმში რა დაემართება)))) უბრალოდ გაფიქრებითაც კი მეცინება)) ნარიაშვილი ჩილაჩავა და ასეიშვილი თუ დაემატებიან რუსეთთან სათამაშოდ თუ არის ინფორმაცია ??

16:27 | 06.03.2017
zangura (109)

არაუშავს ხარისხი არ ვარგოდა წინა თამაშებთან შედარებით, მაგრამ კლასით რო მაღლა ვდგევართ ერთა თასზე (თან გადახალისებული შემადგენლობით) ეგეც გამოჩნდა. ეგ კი ძალიან ბევრს ნიშნავს.
ხარისხს რაც შეეხება რამოდენიმე ფაქტორს დავაბრალებ:
1. საშინელზე საშინელი მსაჯობა. პირველ ტაიმში ლელო რო ჩათვლილიყო და კიდევ რამოდენიმე ჩვენი უპირატესობა რო არ გაუქმებულიო ანგარიშში აისახებოდა და უფრო ლაღად ითამაშებდნენ ბიჭები.
ასევე ავღნიშნავ, რომ სინბინში შერკინების მორაგეები ბევრად ადრე უნდა გაეშვა მსაჯს. ეგეთი სუსტი შერკინება არ მინახავს.

2. საშინელი მოედანი, რომელიც სტანდარტებში არ ჯდება. როგორ შეიძლება საერთაშორისო დონეზე (მითუმეტეს სანაკრებო დონეზე) ესეთ არასტანდარტულ მოედნებზე ათამაშონ ნაკრებები. ხო უნდა მოწმნდებოდეს ან რამე ზომებს ხო უნდა მიმართავდეს ეს "რაგბი ევროპაა" თუ რაღაც "შპს"??? ხაზზე რამოდენიმეჯერ რო გაშალეს ბურთი ეგ უფრო გამიკვირდა, ვიდრე რო ვერ შლიდნენ.

3. მუშავდებოდა ახალი ტაქტიკები. მაგალითAდ ის რომ დერეფნიდან პირდაპირ ხაზზე გაჰქონდათ ბურთი და მოლით და შერკინებით არ ვუტევდით. თორე დარწმუნებული ვარ მინიმუმ ერთი ორ ლელოს კიდევ დავუდებდით მაგ სტილში.

4. ახალბედების გამოცდა - მათიაშვილი, ლიპარტელიანი, გორგაძე, ცუცქირიძე, ტაბიძე, მატარაძე, შუბითიზე, თეთრაძე, ბეკოშვილი - იცდება ახალი რეზერვი რაც აუცილებელია. მართალია ხარისხზე მოქმედებს მაგრამ საბედნიეროდ კარგად მიდის ყველაფერი და გაახალგაზრდავების პროცესი შედეგზე არ აისახება.
ესეც კლასზე და პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ცალკე დავამატებ, რომ იმედია ლომიძე მე-2 ხაზში გადავა, თუნდაც ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე. შერკინების ხაზებიდან ყველაზე მეტად მეორე ხაზში გვიჭირს. გვყავს მხოლოდ მიქაუტაძე, ნემსაძე (რომელიც ასაკშია უკვე) და ჭეიშვილი.
ლომიძე მესამე ხაზში ბევრ შეცდომას უშვებს, არ აქვს ის ტექნიკა, რომელიც 8 ნომერს სჭირდება.

მესამე ხაზში ისედაც დიდი კონკურენცია გვაქვს: გორგოძე, გორგაძე, გიორგაძე, კოლელიშვილი, თხილაიშვილი, ბიწაძე, შუბითიძე, სამომავლოდ პაპავაძე, რავი კიდევ მოდიან ბიჭები.

ისე ვინმემ თუ იცის ბიწაძე რატომ არაა გამოძახებული? ტრამვირებულია?

წარმატებები ბიჭებს ..

13:51 | 06.03.2017
BEERTRANCE (1073)

მსაჯობა მუდამ გვერჩის, ჩვენს ხარვეზებს უნდა მივხედოთ. სხვა რო არაფერი კაცნაკლულები თავზე გვაჯდენ, რამაც მაგრად გამაკვირვა. მთავარია რო მოვიგეთ, მარა ხარვეზები უნდა გამოსწორდეს.

14:28 | 05.03.2017
meleksa (132)

ისე ლომიძემ მეორე ხაზში გადაინაცვლოს არ უნდა? ან იმაზე ნაკლებად არ ითამაშოს როგორც გერმანიასთან ითამაშა.

02:48 | 06.03.2017
federer (17) (469)

ის გერმანია იყო და სულ სხვა თამაში იყოო
ისე ლომიძე არაა ცუდი ბიჭი, მაგრამ ხანდახან იჭრება ხოლმეე

13:28 | 05.03.2017
federer (17) (469)

კაჭისაც როგორ მოუმატია წონაში
არ გამიკვირდება მამუკაშვილზე მძიმე რო იყოს 3-4 კილოთიი

13:22 | 05.03.2017
federer (17) (469)

როგორც ასეთი თამაში ცუდი ქონდა ნაკრებს, მაგრამ გამოცდილმა მოთამაშეებმა მოიგეს ეს თამაში ინდივიდუალურობის ხარჯზეე.
კაჭი და მეკო უდიდესი დასაყრდენია ერთა თასზე და მაგათზე გადაივლის ეს ტურნირი ძირითადად.
პირველზაზელები ვინც არუნდა დააყენო ყველას და ყველაფერს გადაუვლიან.
თხილაიშვილს, ნემსაძეს, ლომიძეს და სხვა შერკინების მორაგბეებს არაუშავს მაგრამ ძირითადი ხერხემალი ამ გუნდში მიქაუტაძეა და უდიდესი შავი სამუშაო გაწია კოტემ, ძალიან გაზრდილია კოტე როგორც ფიზიკურად ასევე ინტელექტუალურად.
ალბათ ოთია გიორგაძეც უფრო დაიხვეწება და სხვა მხრივ არაფერი უნდა, ძალიან ძლიერია ფიზიკურად და კიდე გაძლიერდება თორე არ დასუსტდებაა.
ხაზშიც გამოჩნდენენ ახალგაზრდა ბიჭები და მგონია რო 2-3 თამაშის მერე სხვა რაგბს ვიხილავთ ჩვენი ნაკრების შესრულებით.
მუდმივი როტაციაა და ნუ გვიკვირს რო შეცდომებია ხოლმე ხელით თამაშის დროს

13:56 | 05.03.2017
johna (12)

მეკო მაგარი კლასნია.

12:44 | 05.03.2017
ოვალური კორბენი (276)

მე პირადად არაფერს არ ვაქცევ ამ ტურნირზე ყურადღებას. ერთადერთი მინდა, რომ ხელით თამაშში წინსვლა დავინახო. ჯერჯერობით კარგს ვერაფერს ვამჩნევ ამ მხრივ. ბოლო 10 წუთი კაცნაკლული ესპანეთიც კი ჩვენზე უკეთესად ბურთაობდა.

11:12 | 05.03.2017
meleksa (132)

ძალიან უღიმღამოდ ვითამაშეთ

07:44 | 05.03.2017
geogoli (367)

რა თქმა უნდა გამარჯვება კარგია და შერკინებაში უპირატესობა კარგია, მაგრამ გუშინ ესპანეთმა ხელდახელ თამაშში გვაჯობა. მშვენივრად კინძავდნენ ფაზებს და სრაფ ტემპში გვიტევდნენ, ბურთსაც კარგად ათამაშებდნენ. ჩვენებს კიდევ რა სჭირდათ ვერ ვხვდები, თითქოს ალღო ვერ აუღეს სტადიონის ზომებს, უამრავი ხარვეზი ჰქონდათ - წინ დავარდნილი ბურთი, არაზუსტი პასები, გაჩერებულ კაცზე გაკეთებული პასები, ფეხით ცუდი თამაში, რაქების გაწმენდა და ბურთზე მიყოლა. თითქმის ვერ ვიყენებთ ფრთებს და ვერ ვქმნით რიცხობრივ უპირატესობას, რაც ჩემი აზრით მთავარი პრობლემაა დღეს საქართველოს ნაკრების.
ბიჭებს მაინც დიდი მადლობა გამარჯვებისთვის და წარმატებები შემდეგ თამაშებში

02:24 | 05.03.2017
პანტელეიმონი (1218)

დაძაბული თამაში გამოვიდა, ძირითადად მაინც მსაჯის ტენდეციურობის და არაკომპეტეტურობის ხარჯზე, მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ მაინც თავისი ქნა.
ვულოცავ დებიუტანტებს დამაჯერებელ თამაშს.

00:52 | 05.03.2017
alfadhirhaiti (110)

ავტორ მსაჯზე და მინდორზე რატომ არ დაგცდა არაფერი????

სულ კი ვერ მოვიგებთ ასეთ პირობებში...

01:56 | 05.03.2017
alfadhirhaiti (110)

ბლიად : (

00:50 | 05.03.2017
alfadhirhaiti (110)

მოიგეს და მსაჯი აღარავის გახსოვთ, მაგრამ არ შეიძლება ეგრე

ახლაც გამწარებული ვარ

ნეტა რუმინეთსაც ასეთ ყანაში ეთამაშა ის ქათმების ჯოგი?

00:51 | 05.03.2017
alfadhirhaiti (110)

ადმინ დარეფრეშებაზე რო აღარ ამეორებდეს კომენტარებს, გაასწორე რა.

00:20 | 05.03.2017
test (124)

მსაჯმა გააფუჭა ეგ თამაში, საბავშვო ბაღი იყო თავიდან ბოლომდე, მსაჯები სტადიონი რეპორტაჟი.

23:44 | 04.03.2017
alfadhirhaiti (110)

მოიგეს და მსაჯი აღარავის გახსოვთ, მაგრამ არ შეიძლება ეგრე

ახლაც გამწარებული ვარ

ნეტა რუმინეთსაც ასეთ ყანაში ეთამაშა ის ქათმების ჯოგი?

23:38 | 04.03.2017
Kala94 (151)

მთავარია მოვიგეთ და ეხლა ყველა თამაშში სპექტაკლის დადგმას ნუ მოვთხოვთ რა ბიჭებს.. ძლიერ მეტოქეებთან აშკარად ბევრად კარგად გამოგვდის თამაში ვიდრე ესპანეთთან და თუნდაც პორტუგალიასთან.. ბიჭებს მადლობა ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის !

23:29 | 04.03.2017
alfadhirhaiti (110)

ავტორ მსაჯზე და მინდორზე რატომ არ დაგცდა არაფერი????

სულ კი ვერ მოვიგებთ ასეთ პირობებში...

23:27 | 04.03.2017
ogafa (407)

საუკუნე ვერ მოგვიგებს ესპანეთი

23:22 | 04.03.2017
maxo_65 (458)

ისე რა ლელო არ ჩაგვითვალა ამ დებილმა...

23:20 | 04.03.2017
maxo_65 (458)

ასეთი კატასტროფული მსაჯობის და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ძნელია რამის თქმა, მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდადებისთვის, იყო მომენტები თამაშში, ეჭვიც კი შემეპარა მოგებაში (ჩემდა სამარცხვინოდ),კარგია რომ არ გატყდნენ და მოიგეს თამაში, მით უმეტეს ასეთი შემადგენლობით პირველად თამაშობდნენ..ერთი რაზეც მინდა შენიშვნის სახით ვთქვა, გამოსასწორებელია აუცილებლად რაქებში თამაში, ძალიან ცუდად ვთამაშობთ, თითქოს რაღაცას ვუცდით, მეტი სწრაფად უნდა გავწმინდოთ..ამხელა უპირატესობა ძალაში უნდა გამოვიყენოთ..დებიუტანტებით კმაყოფილი ვარ..განსაკუთრებით მათიაშვილით..ძალიან კარგი სისწრაფე აქვს სტარტზევე..აუცილებლად გამოგვადგება შემდგომში..თან არც ისე ახალგაზრდაა, 24 წლისაა და გამოცდილებაც არ აკლია..ლომიძეს 8 ნომრობა არ მომწონს..ვფიქრობ 6-ან შვიდზე უფრო უკეთესია, მეორე ხაზშიც კარგი იქნება..წარმატებები ბიჭებს და დროა არტილერიის ჩართვა საქმეში, არ ღირს ჩემი აზრით გარისკვა..რუსებს ისე უნდა მოვუგოთ, საშვილიშვილოდ ახსოვდეთ, მერე რუმინელი მუხებიც უნდა დავამყნოთ რუმინეთში....

0.220513