საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე პრო დ2-ის 23-ე ტურში წითელი ბარათით დასაჯეს. ეს მისთვის მეორე წითელი ბარათია მიმდინარე სეზონში.
23 წლის მორაგბე, შარშანდელის მსგავსად, ძალიან კარგ სეზონს ატარებს - განვლილ 14 მატჩში 7 ლელო დაამიწა, თუმცა, მე-15 შეხვედრაში მეორე წითელი ბარათი მიიღო და ორივეჯერ ჩხუბისთვის დაისაჯა. პირველი შემთხვევა 19 იანვარს, „ბიარიცთან“ ჯახისას მოხდა, როდესაც მეტოქის მეორეხაზელს წაეჩხუბა.
ამჯერად მისი გუნდი ტურის ცენტრალურ მატჩში უახლოეს მდევარ „მონტობანს“ სტუმრობდა. თამაში დაძაბული გამოდგა და 47-ე წუთზე ეს დაძაბულობა გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. ფრანგული პრესა წერს:
„მასპინძელთა მეორეხაზელმა პიერიკ ეკლოზმა მეტოქის 9 ნომერი უხეშად შებოჭა და მიწაზე დაახეთქა. თაზო თანაგუნდელს გამოექომაგა და ამ ეპიზოდში ბევრი არაფერი დაუშავებია, მაგრამ გუნდურ ჩხუბში მსაჯის თვალწინ ტაილანდური კრივის ილეთები გამოიყენა და ამას რეფერი ვეღარ აპატიებდა“.
რეფერიმ თაზოსთან ერთად წითელი ბარათით ეკლოზიც დასაჯა და გუნდებმა თამაში 14-14 კაცით ჩაამთავრეს. დარჩენილ დროში „აჟენმა“ ერთი ჯარიმა გაიტანა, 22:18 იმარჯვა და 66 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა, ოღონდ მისი კონკურენტები თავიანთ თამაშებს დღეს გამართავენ. ერთიც: სტუმართა შორის 50-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ვახტანგ ახობაძემ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა რთული თამაში გამოვიდაა
არ მეგონა ასეთ წინააღმდეგობას თუ გაგვიწევდა ესპანეთიი
მაივიდეო არ ირთვება ჩემთან და სად ვუყურო ხო არ იცით?
თუ ვინმეს შეგიძლიათ დამილინკეთ
stripslashes((strlen('http://rugger.info/news/12546')>0?'http://rugger.info/news/12546':'http://rugger.info/news/12546'))
მადლობა გაიხარე
ლინკი დადეთ ვინმემ რა ეპიზოდი იყო მეც მაინტერესებს
stripslashes((strlen('https://www.myvideo.ge/v/3178763')>0?'https://www.myvideo.ge/v/3178763':'https://www.myvideo.ge/v/3178763')) 9 ნომერს წაქცეულზე შედგა მოწინააღმდეგე და ვერ მოითმინა თაზომ
ვინც ვიდეო ნახეთ მიხვდებით, რომ ამ შემთხვევაში ვერცერთი ნამდვილი ადამიანი და ვაჟკაცი ვერ მოთოკავდა ნერვებს, ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს, თაზო 100% იანია ამ საქმეში და ეს სულაც არ უსვამს მის კონფლიქტურობას ხაზს.
...................................................................
მაგ ჩხუბებს უნდა შეეშვას თორენმ დაირუპავს კარიერას !!
ღღღღღღღღღღღღღღღღღ