კანონთა დაცვითა და ტრადიციით, ‘ბორჯღალოსნების’ მთავარმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა თამაშამდე 48 საათით ადრე გამოაცხადა 23-კაცა, სამატჩო რაზმი.
საქართველო ამ გუნდით შაბათს, 4 მარტს, ჩვენი დროით საღამოს შვიდზე (19.00), ვაია’დოლიდის ახლოს, ‘ლომებად’ წოდებულ ესპანეთს პატარა ქალაქ მედინა-დელ-კამპოში შეებმება 2017 წლის "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
თებერვალში გამართული ორ რაუნდის შემდეგ საქართველო ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ჩვენი გუნდი 5 ქულით (ბონუსიანი მოგებით) უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რუმინეთს და 6-ით – კიდევ სამ მდევარს >> რაგბი ევროპა 2017
ჰეიგი, სტრატეგიული გეგმის თანახმად, ახლების გამოცდას აგრძელებს, მაგრამ მეტოქის ძალის გათვალისწინებით, რაზმსაც აბალანსებს
ამის გამოა, რომ რუსთავში გერმანიის ძლევის შემდეგ, უკანა ხაზსა და შერკინებაში ოთხ-ოთხი, ანუ დამწყებ 15-ეულში – ერთბაშად რვა სიახლეა, და 23 კაცშიც ორი უკეპოა
კაჭარავა მოკეთდა
ამჯერად ისვენებენ რუსთავში თავგამოჩენილი ჭაბუკები – შუამარბი გიორგი კოშაძე და 8 ნომერი ბექა გორგაძე, აგრეთვე 10 ნომერი რეზი ჯინჭველაშვილი და უნივერსალი ბექი, ვეტერანი ლაშა მალაღურაძე
მოკეთდა 96 კეპის პატრონი დავით კაჭარავა და ჩვეულ პოზიციაზე, 13 ნომრად იწყებს
ცხრაზე დაგვიბრუნდა ვასო ლობჟანიძე; მგეზავად ჰეიგმა ლაშა ხმალაძე აღადგინა, გარემარბად კი დააყენა ახალბედა – "დიდი 10"-ის აღმოჩენა, აკადემიელი სოსომათიაშვილი: ჩინებული მოშვიდკაცე და კარში დამრტყმელი დასაბამიდან 249-ე ბორჯღალოსანი გახდება
წონა და გამოცდილება
მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდა მონპელიელი კოტე მიქაუტაძე, რითაც შერკინებას წონა და გამოცდილება მოემატა. კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე მარქაფაშია და იწყებს შალვა მამუკაშვილი, გორგაძის ნაცვლად კი მესამე ხაზში რომ დაწინაურდა ოთოგიორგაძე, ლაშა ლომიძე შერკინების ფრთიდან 8 ნომრად გადავიდა
ჰეიგი აგრძელებს ბურჯთა როტაციას, რადგან ამ რგოლში ამოუწურავი რესურსი გვაქვს, 250-ე ბორჯღალოსანი კი უნდა გახდეს თადარიგში მყოფი შუამარბი, არმაზელი ბადრილიპარტელიანი
ცხრილში არ ეთვლებათ
ესპანეთს 2000 წლიდან სისტემატურად ვერაგბებით. 17 მატჩის ჯამური ბალანსია 13-3*1 (ქ 547:260, ლ 76/27), მაგრამ "ლომები" მათსავე მოედანზე 8 თამაშიდან მხოლოდ 4-ჯერ დაგვიმარცხებია >> წარსული
ერთი კია, რადგან ესპანეთს ჩვენთან რკენის შედეგი ცალკე, "2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ" ცხრილში არ ეთვლება და მარტში უმაგალითოდ ინტენსიურადაც – ზედიზედ სამი ვიქენდზე უწევს თამაში – წინასწარი მონაცემებით, ჩვენს წინააღმდეგ ბირთვის ბარემ ნახევარს დაასვენებს
საქართველოს ბორჯღალოსნები"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2017 * III რაუნდი - ესპანეთი
შაბ 4/03 * ვაია’დოლიდ, მედინა-დელ-კამპო * 19.00 საქ
რაგბი ევროპა 2017 * წლევანდელი რაზმი * მონაგარი 1989-2016
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
| |||||
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 100 | 14ლ 139გ 142ჯ 3ა [783 ქ] 5სბ |
14 | სოსო მათიაშვილი | აკადემია [საქ დ 10] | 1993 | 0 | : |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 96 | 20ლ [4 კაპ] 2სბ |
12 | მერაბ შარიქაძე^კაპ | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 49 | 9ლ [3 კაპ] |
11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 61 | 7ლ 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 50 | 7ლ 4გ [43 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 18 | 3ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | გიორგი თეთრაშვილი | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 6 | : |
2 | შალვა მამუკაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1990 | 43 | 3ლ |
3 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 2 | : |
4 | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ პრემ] | 1984 | 67 | 12ლ 4სბ |
5 | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 45 | 2ლ 3სბ |
6 | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 3 | ლ |
7 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 35 | 9ლ სბ |
8 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 27 | 5ლ სბ |
მარქაფა [თადარიგი] | |||||
23 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 26 | 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ] |
22 | ბადრი ლიპარტელიანი | არმაზი [საქ დ 10] | 1995 | 0 | : |
21 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 53 | 2სბ |
16 | ჯაბა ბრეგვაძე | ვუსთერ [ინგ პრემ] | 1987 | 40 | ლ 2სბ |
17 | თორნიკე მატარაძე | ლიონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 2 | სბ |
18 | ლაშა ტაბიძე | ბორდო [სფრ ტოპ 14] | 1997 | 1 | : |
19 | გიორგი ცუცქირიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 1 | : |
20 | საბა შუბითიძე | აკადემია [საქ დ 10] | 1994 | 8 | : |
11.50 @ 2/03_2017
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორც იქნა დამთავრდა ეს ნერვების წყვეტა ! ასეთი ცუდი თამაში მე არ მახსოვს ეტყობა ჩვენებმა იფიქრეს მოდი ერთი ვნახოთ როგორი გემო აქვს ესპანეთთან წაგებასო 3-10 ზეც აგრძელებდნენ ისევ იგივე თამაშს რაც ნაღდად არ გამოსდიოდათ და ალბათ ბედმა გაგვიღიმა 2-3 ლელო რომ არ დაგვიდეს ესპანელებმა @ ერთადერთი რაც კარგი მოხდა 2 მაგარი ახალგაზრდა დაგვემატა ლიპარტელიანი და მატიაშვილი
ხო და კიდევ კაჭარავა ყოჩაღ ძალიან კარგად ითამაშა ეგ რომ არ გვყოლოდა არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა ეს თამაში
ჩვენებმა მოუმატეს თამაშს და დაიწყო მსაჯების დადააფეთებები ამ მეორე ტაიმში უკვე 3-4 ჯერ "შეცდა" ესპანეთის სასარგებლოდ@@@
ლელოც არ ჩაგვითვალა, მაგრამ მაინც არ ასცდათ იმ მომენტში ლელოო
როგორც იქნა დავდეთ პირველი ლელო ! 10-10
ლომიძე გასაყვანია აშკარად აჭრილია პირველ ტაიმშიც რამოდენიმე ცუდი შეცდომა ქონდა !
ჯერ უნდა გამოგვეყენებინა სანსი და მერე უნდა ვიზრუნოთ ხელით თამაშზე, პატარა ზომის მოედანია და არ გამოვგდის ხელით თამაში, ხომ უნდა მივხვდეთ
ხოო ზუსტად ! ისე თამაშობენ გეგონება 50-0 ს ვიგებთ და ექსპერიმენტებს ატარებენ @@
3-10 ს ვაგეწბთ პირველი ტაიმის შემდეგ @ საზიზღრად ვთანაშობთ მოლებზე და შერკინებაში წინ წაწევაზე პრაქტიკულად უარი ვთვით და ვერც ხელით ვერ ვაკეთებთ ვერაფერს ნუ არ ვიცი რაა მეორე ტაიმშიც ასე თუ გაგრძელდა ალბათ სამარცხვინოდ წავაგებთ @@@@@
Ra ngarishia daceret ra kacurad
ვაგებთ I ტაიმს 3-10-ს
მაივიდეო არ ირთვება ჩემთან და სად ვუყურო ხო არ იცით?
თუ ვინმეს შეგიძლიათ დამილინკეთ
stripslashes((strlen('http://rugger.info/news/12546')>0?'http://rugger.info/news/12546':'http://rugger.info/news/12546'))
ბრწყინავალები ხართ ბიჭებო ! ! !
მშვენიერია ამდენნაირი როტაციის საშუალება რომ გვაქვს,რაც მომხვდა თვალში მესამე ხაზელები უფრო დაცვითი და შედარებით დაბლები შეურჩევიათ
კოკის და სათადარიგოებს ვგულისხმობ თანაც მეორეხაზელიც არ გვაყვს მარქაფაში, მაგრამ ასეც არამგონია გაგვიჭირდეს აუტებში
აუტებში ნამდვილად არ გაგვიჭირდება, მითუმეტეს შალვა და ჯაბა აწვდიან. დაცვით სტილზე კიდე რა გითხრა, კოკისაც და ლაშასაც საკმაოდ ლელოები აქვთ უკვე დადებული, დაცვაში კი ბექაც არ თამაშობს ცუდად. საინტერესო იქნება გიორგაძის თამაში.
მართალია კოკიმ ბოლო დროს შეტევაშიც ძალიან მოუმატა, მე ვიგულისხმე ასევე ცუცქირიძე და შუბითიძე გამოდის რომ ვერც მეორე ხაზში და ვერც მესამეშე მაღალი შემცვლელი არ გვყავს არავინ, აქ არაფერია ეს მაინც მოვიგებთ აუტებს მაგრამ ასაკობრივ ნაკრებებშიც ცოტა გვიჭირს მაღალი ჯანიანი ბიჭები უფრო კონკრეტულად მეორე ხაზელები
ნამდვილად აღარ მაქვს ნერვიულობის საბაბი
ნერვიულობის გარეშე უნდა ვაჯობოთ
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=_D-dUJOveJY')>0?'https://www.youtube.com/watch?v=_D-dUJOveJY':'https://www.youtube.com/watch?v=_D-dUJOveJY'))
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=_D-dUJOveJY')>0?'https://www.youtube.com/watch?v=_D-dUJOveJY':'https://www.youtube.com/watch?v=_D-dUJOveJY'))
+1
ამათაც ბონუსებით მოუგებთ
ლოგიკური იქნებოდა ესპანეთს,რუსეთს და რუმინეთს, ვისი მიზანია მსოფლიო თასზე მოხვედრა ჩვენთან თამაშის დროს ჩვენსავით რეზერვი გამოეცადათ!!!
ისე ამათ შანსი გაუჩნდათ მეორე საგზურს თუ არა, რეპეშაჟში მაინც მოხვდნენ..არ შემოგვაკლავენ თავს მაინცდამაინც
აბა თქვენ იცით ბიჭებო..
ოოო, ესპანელთა რბევის დრო ახლოვდება. მშვენიერი შემადგენლობაა შეკრებილი. დებიუტანტებს წარმატებულ დებიუტს ვუსურვებ. მეორე ტაიმში მატარაძე-ტაბიძის შემოსვლას ველი - აღდგება ახალგაზრდული ტანდემი.