ერთა თასი

15:08 | 2.03.2017 | ნანახია 4530 - ჯერ

მეტოქის შესახებ - ესპანეთი

შაბათს, 4 მარტს, ბორჯღალოსნები ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს ესპანეთში, ვაია’დოლიდის შემოგარენში, დაბა მედინა-დელ-კამპოში გამართავენ.

ესპანეთში რაგბს საუკუნოვანი ისტორია აქვს. იქ ოვალური ბურთით პირველად 1901 წელს ითამაშეს. ესბილბაოში მცხოვრები ინგლისელის, სთიუართ ნიქოლსონის დამსახურებაა.

ფრანგებმაც – პირველი მსოფლიო ომის შემდეგ – რაგბი, უპირველეს ყოვლისა, საზღვარს გადაღმა მოსახლე ბასკებს შორის გაავრცელეს,ხოლო დედაქალაქ მადრიდში პირველი თამაში 1920 წელს ჩატარდა და 12 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1923 წელს დაარსდა ესპანეთის რაგბის ფედერაცია. 1934 წელს კატალონია გახდა კონტინენტური გაერთიანების, "ფირა"ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ოთხი კერა

ესპანეთი "მსოფლიო რაგბის" (ყოფილი ირბ) წევრი 1988 წლიდანაა. ოვალურ ბურთს პირენეებზე თანდათან უმრავლდება მიმდევარი და ქომაგი. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 221 კლუბი და 51 123 რეგისტრირებული მოთამაშეა.

ესპანური რაგბის ცენტრებია ორივე კასტილია (მადრიდი და ვაია’დოლიდი), კატალონია (ბარსელონა) და ბასკეთი (ბილბაო). ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1929 წლის 20 მაისს, ბარსელონაში, იტალიის წინააღმდეგ გამართა და 9:0 გაიმარჯვა.

ესპანელთა თიკუნია ‘ლომები’ (ლოს ლეონეს). გუნდმა უდიდესი სხვაობით 1995 წლის 2 აპრილს იმარჯვა – ჩეხეთი მადრიდში 90:8დაამარცხა, თავად კი 2001 წლის 1 ნოემბერს, ასევე მადრიდში, იმხანად მსოფლიოს ჩემპიონ ავსტრალიასთან 10:92 დამარცხდა.

ესპანელთა ყველაზე დიდი მიღწევა 1999 წლის მსოფლიო თასზე გასვლაა. ეს "იღბლიანი" წილისყრით მოხერხდა – ლომებს ზედიზედ სამ შესარჩევ ეტაპზე მთავარ მეტოქედ მეზობელი პორტუგალია ერგოთ, ფინალურ სტადიაზე კი მათ ჯგუფში სამივე თამაში ლელოს გაუტანლად (0/18), ჯამში 18:122 წააგეს.

უხერხული მეტოქე

ახალ ათასწლეულში სახე’ცვლილ – საფრანგეთ და იტალია გამოკლებულ – "ერთა თასში" ესპანეთი პირველივე სეზონიდან (2000) ჩაება და ჩვენთან გამარჯვებით ვერცხლიც აიღო, მაგრამ შემდეგ ბასკები და კატალანები ნაკრებს განუდგნენ, რის გამოც "ლეონესი" დაკნინდა - გავარდა (2004) და ორი წელი გაუცდა.

15 წელში ესპანეთმა ამ დონეზე მხოლოდ ქულათა 36.7% მოკრიფა, მაშინ როცა 17 წელში ჩვენი იგივე მაჩვენებელია 87.6% – საქართველომ 11სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.

ბორჯღალოსნებისა და ‘ლომების’ ურთიერთ-შეხვედრების ისტორია უკვე 17 მატჩს ითვლის. ესპანეთი ერთი ხანობა ჩვენთვის უხერხულ მეტოქედაც კი ითვლებოდა.

შაბათის რკენის წინ ქართველთა აქტივში 13 გამარჯვებაა; 3 თამაში ესპანელებმა მოიგეს; 1 მატჩი ფრედ დასრულდა, სანიშანსვეტო რკენათაგან კი ქვემოთ ოქმურად გავიხსენეთ:

"რუსთავული რბევა", 20 მორაგბის ამარა ჩატარებული ვაკური შესარჩევი და გორგოძის ჰეთ’თრიქი ეროვნულზე + ბოლო ორი წლის "რაგბი ევროპა"

საქართველო - ესპანეთი

2000

04/03

მადრიდი

ეთ

32:36

5/5

2001

17/03

რუსთავი

ეთ

43:10

6/1

6ლ: [საჯ^ზედგინიძე] ურჯუკაშვილი კაცაძე აბაშიძე შველიძე გიორგაძე; 5გ ჯ: ჯიმშელაძე –
ლ: კ.სოუტო; გ: ალონსო; ჯ: კოვალენკო
რეფ მალარტიკ (სფრ) 7:0(2) 12:0(4) 19:0(8) 19:3(40) 22:3(40+4) / 29:3(50) 36:3(68) 43:3(78) 43:10(80+6)

2002

24/03

მადრიდი

ეთ

34:18

5/3

2003

22/02

ეროვნული

ეთ

34: 3

5/0

2004

22/02

ტარაგონა

ეთ

6: 6

0/0

2006

28/10

ვაკე

მთშ

37:23

4/2

4ლ: უდესიანი ზირაქაშვილი კოპალიანი ურჯუკაშვილი; 4გ 2ჯ: ურჯუკაშვილი; ა: ი.გიორგაძე სბ ზ.მაისურაძე ურუშაძე –
2ლ: სემპერე გონსალეს; 2გ: სემპერე კოვალენკო; 3ჯ: როკე სბ ასტარლოა
რეფ ალენ (შტლ) 0:3(7) 0:6(10) 7:6(20) 14:6(23) 14:9(29) 17:9(37) /
20:9(47სბ) 27:9(51) 34:9(54) 34:16(60)სბ(64ს) 34:23(70) 37:23(74ა) სბ(76ს)

2007

17/03

მადრიდი

ეთ

17:31

3/3

2008

26/04

ეროვნული

ეთ

22:20

4/2

4ლ: გორგოძე (1 2 3) ურუშაძე; გ: ბარკალაია –
2ლ: კანო ფეიხო; 2გ 2ჯ: გრატონ სბ სემპერე
რეფ დამასკო (იტა) 0:7(6) 0:14(16) 0:17(24) 5:17(31) 12:17(40+6) / 12:20(48) 17:20(51) სბ(54ე) 22:20(55) ბოლო(80+11)

2009

28/02

მადრიდი

ეთ

55:11

8/1

2010

27/02

ეროვნული

ეთ

17: 9

3/0

2011

12/02

ვაკე

ეთ

60: 0

9/0

2012

11/02

მადრიდი

ეთ

18:25

3/3

2013

09/03

ვაკე

ეთ

61:18

8/2

2014

08/03

მადრიდი

ეთ

24:17

2/2

2014

14/06

ავჭალა

ირბ

23:13

3/1

2015

28/02

მადრიდი

რეჩ

26:13

2/1

2ლ: ჟვანია კაჭარავა; 2გ 4ჯ: კვირიკაშვილი სბ ნემსაძე დათუნაშვილი –
ლ: გოია; გ 2ჯ: ლინქ’ლეითერ სბ დე’ხუან
რეფ რუის (სფრ) 0:3(2) 3:3(12) 3:10(26) 10:10(29) 13:10(35) 13:13(38) / 16:13(56) სბ(58ს) 19:13(64სბ) სბ(65ს) 26:13(80)

2016

27/02

ვაკე

რეჩ

38:07

6/1

6ლ: [საჯ^1 ლომიძე, 2 აფციაური] თოდუა კვირიკაშვილი მჭედლიძე კაჭარავა; 4გ: კვირიკაშვილი –
ლ: ხ.გოია; გ: გრიფითს სბ ლოპეს ობანელ
რეფ ვაით’ჰაუს (უელ) სბ(10ე) 7:0(14) 7:7(21) 14:7(26სბ) 21:7(33) / 26:7(52$) 33:7(56) 38:7(66)

სულ

17 (9შ ' 8გ)

13-3*1

547:260

76/27

ყველა ოქმი (1989-2016)

საკადრო პოლიტიკა

2017-2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატში ესპანელთა მიზანი 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებაა.

საამისოდ ‘ლომების’ საზრიანმა თავკაცმა, სანტიაგო სანტოსმა მარტივი გზა ირჩია – გუნდი აავსო ფრანგებით, რომლებსაც საზღვარს გადმოღმა, ესპანეთში დაბადებული წინაპრები ჰყავთ, და პირენეებზევე რაგბის სათამაშოდ გადასული, უკვე ნატურალიზირებული ანგლო-საქსებიც დაიმატა.

ამგვარი საკადრო პოლიტიკის შედეგად ტურნირისთვის შერჩეულ მოთამაშეთაგან 25 სხვადასხვა დივიზიონის ფრანგული კლუბებიდანაა და მხოლოდ 8 წარმოადგენს შიდა ჩემპიონატს - "ღირსების დივიზიონს"

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანელებმა რუსეთს უმასპინძლეს და 8 ათასი გულშემატკივრის წინაშე 16:6 გაიმარჯვეს,მეორეში კი ‘ლომები’ რუმინეთს ბუქარესტში ეწვივნენ და 3:13 დამარცხდნენ.

ჩვენთან რკენის შედეგი ესპანეთს "შესარჩევ ცხრილში" არ ეთვლება, ბოლო ორ ტურში კი შედარებით იოლი მეტოქეები ჰყავს – გერმანია (გარეთ) და ბელგია (შინ)

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:59 | 04.03.2017
federer (17) (469)

მაივიდეო არ ირთვება ჩემთან და სად ვუყურო ხო არ იცით?
თუ ვინმეს შეგიძლიათ დამილინკეთ

11:38 | 03.03.2017
buratino (480)

ესპანეთთან გასვლაზე სულ გვიჭირს მაგრამ არჯერად ასე აღარ იქნება. ცოტა შეიძლება თავიდან გაგვიძალიანდნენ მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება

19:16 | 02.03.2017
dinamo222 (692)

კარგია მილტონამ ძირითადი მოთამაშეებიც რომ დაიმატა ამ თამაშისთვის სტუმრად ვთამაშობთ და რა იცი რა ხდება ! ერთი თამაშის შემთხვევით წაგების უფლებაც არ გვაქვს ამ ერთა თასზე !!

19:15 | 02.03.2017
giogobi (68)

სხარტები არიან შეტევაში და იაპონელებივით ვერა მაგრამ მეტოქის შეცდომებს კარგად იყენებენ. ისე რუმინეთით ესპანელების განსჯა ცოტა რთულია, რუმინელებმა მაგრად აურიეს წელს განსაკუთრებით

16:31 | 02.03.2017
maxo_65 (458)

ამ გუნთთან სიფრთხილე გვმართებს..ვნახე ამათი თამაში რუმინეთთან, თავს ძალიან კარგად იცავენ, არაფერი დაუთმიათ რუმინელებისთვის..

17:11 | 02.03.2017
kommarkos (35)

სიფრთხილე ყველასთან გვმართებს, მაგრამ ესპანეთან ამ წყობის ნაკრებითაც ფონს გავალთ ისინი ჩვენთან მეორე შემადგენლობით გამოდიან, მთავარი ბირთვი შიდა ჩემპ. მოთამაშეებით შეცვალეს მათი მიზანი მსოფლო არის თავს არ შეგვაკლავენ!

17:48 | 02.03.2017
maxo_65 (458)

ვიცი რომ შეცვალეს, მაგრამ იმათი მწვრთნელი დიდ გულზეა, მოგება უნდათ..D..ისე ცოტა მეშინია მსაჯებმაც არ მოგვიშალონ ნერვები, ამიტომ უნდა ვიყოთ თავიდანვე მობილიზირებულები..

18:21 | 02.03.2017
BEERTRANCE (1073)

მსაჯები ნერვებს მოგვიშვლიან, მაგრამ ვთვლი რომ მშვიდად მოვუგებთ.

17:53 | 02.03.2017
kommarkos (35)

მე უფრო იმის მეშინია ჩვენი ახალგაზრდების მდუღარე სისხლმა დისციპლინაზე არ იმოქმედოს!

0.097312