სხვა

14:36 | 1.03.2017 | ნანახია 5733 - ჯერ

„კრასნი იარი“ ჩელენჯ კაპზე რუსთავში ითამაშებს

რუსეთის სარაგბო კლუბ „კრასნი იარის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა: კრასნოიარსკელები რუმინულ „ტიმიშოარა სარასენსს“ ჩელენჯ კაპის საკვალიფიკაციო ტურნირის პლეი-ოფის მატჩში რუსთავის ახალ სარაგბო სტადიონზე უმასპინძლებენ. თამაში 1 აპრილს გაიმართება.

სარაგბო საკლუბო ევროტურნირების გამართვაზე პასუხისმგებელმა EPCR-მ „კრასნი იარს“ მიმდინარე გათამაშებაში მშობლიურ ქალაქში თამაში კლიმატური მიზეზებით აუკრძალა, ამიტომ ციმბირელებს სამხრეთული არენის ძებნა მოუხდათ. კლუბის ხელმძღვანელობამ არსებული ვარიანტები შეისწავლა და არჩევანი რუსთავის ახალ სტადიონზე შეაჩერა. რატომ რუსთავი? იმიტომ, რომ შარშან „კრასნი იარი“ ამ ქალაქს სტუმრობდა, ხსენებულ არენაზე ვარჯიშობდა და ტესტ-მატჩებს ატარებდაო. თანაც, „ტიმიშოარასთან“ წინასამატჩო მოსამზადებელი შეკრების ადგილად იგივე რუსთავის ახალი სტადიონი ადრევე იყო შერჩეული. გარდა ამისა, საკლუბო საიტი აღნიშნავს, რომ საქართველო სარაგბო ქვეყანაა და „კრასნი იარის“ შარშანდელმა ვიზიტმა რაგბის მოყვარულთა დიდი ინტერესი გამოიწვია. იქვე მოყვანილია ციტატა შარშანდელი, „კრასნი იარისა“ და თბილისის „აკადემიას“ რუსთავური მატჩის მიმოხილვიდან:

„ატმოსფერო ძალიან მეგობრულია, მათ შორის ტრიბუნებზე მაყურებელთა ქცევაც. ხშირად ისმოდა რუსული შეძახილები. რუსეთის ჩემპიონის მიმართ ალალი ინტერესია - მოდიან, გვეკითხებიან, იხსენებენ სსრკ-ის ჩემპიონატს, ქართული გუნდების მატჩებს კრასნოიარსკში“...

საიტის ჟურნალისტი დასძენს, რომ ძალიან ცუდია, „კრასნი იარს“ საერთაშორისო მატჩის გამართვა კრასნოიარსკში რომ არ შეუძლია, მაგრამ EPCR-ს დაყოლიება და კრასნოიარსკის არაპროგნოზირებად ამინდთან გამკლავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მატჩი საქართველოში არის საუკეთესო ვარიანტი დღეს არსებულთა შორის.

ჩვენგან იმასღა დავამატებთ, რომ „კრასნი იარის“ ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე, მის გარდა გუნდშია 31 წლის ბურჯი მიხეილ წიკლაურიც.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:54 | 02.03.2017
maxo_65 (458)

თუ მაინდამაინც საქართველოში უნდათ თამაში ჩამოვიდნენ რა პრობლემაა, პირიქით რუსთავის სტადიონი ცოტა ფულს გააკეთებს..რაც შეეხება გულშემატკივრობას არაა სავალდებულო ვინმეს მიმართ სიმპათიის გამოხატვა, მით უმეტეს მეორე გუნდი ჩვენი მეგობარი ქვეყნის გუნდია(ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ასეა) უბრალოდ უყურეთ კარგ თამაშს

11:44 | 02.03.2017
kommarkos (35)

ეხლა იმათ ვინც სტუმარ-მასპინძლობაზე და დაახლოებაზე წერს, მაგათი გამოსწორება არ იქნება გინდ პუტინისტი იყოს გინდ ლიბერალ ოპოზიცია გინდ რაგბისტი გინდ ზეინკალი. ერთ კომენტარი რუსული ფორუმიდან ამ სიახლეზე "Пусть Грузия открывает границу через Абхазию. Ибо не фиг."ეს ერთმა ვერ მოითმინა და "წაიიზვა" და არა მგონია დანარჩენები სხვანაირად ფიქრობდნენ!

19:02 | 02.03.2017
dinamo222 (692)

და მაგ ფორუმებს რომ უყურებ მე შემიძლია უარესი მაგალითიც მოგიყვანო ! პუტინის აგენტებს რა გამოლევს სხვადასხვა ფორუმებზე ? მე ვლაპარაკობ თვითონ რაგბისტების კაცობაზე და არა ვიღაცა რუსი სკინჰედის ს ი რ ო ბაზე

11:33 | 02.03.2017
kommarkos (35)

გინდ ისე და გინდ ასე სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის გადახლართულია ერთმანეთში. და რა მაინტერესებს რამდენს გადაიხდიან სტადიონის ქირაში, რამდენ ქართველ რაგბისტ დაიმატებენ (მალაღურას და წიკლაურის გარდა) თორე ტიმოშუარამ ერთი ქართველიც რომ დაიმატოს(მაგ.სამხარაძე სტადიონი რუმინელებს უბალეშიკებს) გამოვა რომ ორივე თამაში ურჩევნოდათ რუმინეთში ჩაეტარებინათ ვაი მაგათ პატრონს!

09:56 | 02.03.2017
alfadhirhaiti (110)

რას ქვია კლიმატური პირობები????

თქვე დედა მო****ლებო

მაშინ რუსეთის ნაკრებთან რატომ გვათამაშთ ქარბუქებსა და შტორმში????

06:07 | 02.03.2017
dinamo222 (692)

მე მგონია რომ კარგი იქნება აქ თუ ჩაატარებენ თავიანთ თამაშენს ესს დაახლოებისთვისაც კარგი იქნება (თუმცა რუსი მორაგბეები სხვებისგან განსხვავებით არასდროს არ დაგვშორებიან)

23:03 | 01.03.2017
temuchin (431)

სტუმარ-მასპინძლობის ამბავი არ გვესწავლება, მაგრამ მასპინძლობა უცხო ქვეყანაში არ გამიგია, თუ უკვე შეგვტენეს რუსეთის გუბერნიად და ჯერ არ ვიცით?

06:05 | 02.03.2017
dinamo222 (692)

არ გაგიგია ?? აქ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო მაგრამ იგივე რაგბზე და რუსეთის ნაკრებზე გეტყვი--ომის მეერე ქართველებმა რუსებს თურქეთში უმასპინძლეს დარუსებმა კი უკრაინაში

17:51 | 01.03.2017
buratino (480)

ზოგადად ნათქვამია, სტუმარი ღვთისააო. თუმცა, ეს ის შემთხვევაა როცა ამ გამონათქვამის ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დგება. დავიჯერო, სხვაგან ვერსად მონახეს მატჩის გამართვის ადგილი? კი ბატონო, ევარჯიშათ რუსთავში მაგრამ თამაში სხვა ადგილას (საქართველოს გარეთ) ჩაეტარებინათ.
მალაღურას და წიკლაურს ღმერთმა გაუმარჯოთ, მაგრამ ნუთუ ახლა რუსული გუნდის ქომაგებიც უნდა გავხდეთ?!

06:01 | 02.03.2017
dinamo222 (692)

და რა გინდა მაგით რომ თქვა ? ძალიან მაგარი პატრიოტი ხაარ ?? რუსეთის რაგბზე გეტყვი თუ არ გაგიგია --ისტორიულად რუს რაგბისტენთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და 2008 წლის ომშიც რუსული რაგბის სამყარომ ჩვენებს თანადგომა გამოუცხადა!! და ალბათ ამის გამოც რუსმა დერჟიმორდებმა დაფინანსება შეუმცირეს ნაშინ და მაგიტომაცა რუსული რაგბი სულს რომ ღაფავს ! იმათ შეეძლოთ სხვებივით შეძრომოდნენ მთავრობას და შეექოთ იმ ომის გამო და მსუქანი ლუკმებიც მიეღოთ პუტინისგან და მთავრობისგან მაგრამ იმ სხვებთან შედარებით კაცები არიან !! ეს კაცური ნაბიჯი თუ არ გახსოვს ახლახანს კვირიკაშვილს ეს უბედურება რომ დაემართა რუსმა კოლეგებმა როგორი მხარდაჭერა გამოუცხადეს და რაღაც არ მახსოვს სხვებისგან ასეთი მხარდაჭერა !

22:53 | 01.03.2017
jora84 (183)

ვინ გაძალებს უქომაგეო წადი სტადიონზე და არ უქომაგო

19:55 | 01.03.2017
pedrito27 (1)

მეგობარო აკაკი წერეთლის "გამზრდელი" გაქვს წაკითხული?

15:51 | 01.03.2017
BEERTRANCE (1073)

WTF?

14:56 | 01.03.2017
kakhaberry (30)

ჰოდა ჩამოვლენ რუსი ფანები, ზოგი ქართველიც წალაყუნდება, გამოვა მერე მინდორზე ვიღაც ვასია და მიკროფონში იტყვის: დღეს პირველი აპრილი, მოტყუება ადვილიაო

0.09723