საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ საფრანგეთის პრო დ2 დატოვა. 24 წლის მორაგბე თავისი აწ უკვე ყოფილი კლუბის, „ბეზიეს“ ხელმძღვანელებს შეხვდა. ლომიძემ კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა, რადგან კლუბში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა. „ბეზიეს“ მესვეურები დათანხმდნენ და ამიერიდან ლაშა ლომიძე „ბეზიეს“ წევრი აღარაა.
როგორც ცნობილია, ლაშა მომავალ სეზონში მთავარ ფრაგულ ლიგას დაუბრუნდება, კერძოდ კი „მონპელიეს“, რომლის ესპუარებში თავის დროზე ორი სეზონი აქვს გატარებული. „ბორჯღალოსანი“ მესამეხაზელის თქმით, ის ეროვნულ ნაკრებს მთელ გამოთავისუფლებულ დროს დაუთმობს და „მონპელიეშიც“ ასე უფრო მომზადებული მივა.
ლაშა ლომიძეს საქართველოს ნაკრებში 27 კეპი დაუგროვდა. მის ანგარიშზე 5 ლელოა. რაც შეეხება „ბეზიეს“, მიმდინარე სეზონის 22 ტურიდან ლომიძე მხოლოდ 10-ში ათამაშეს. ამ 10 მატჩიდან ქართველი მხოლოდ 5-ში იყო სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა 2 ლელოს მითვლისთვის ესეც იკმარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლაშა წარმატებას გისურვებ ! ! !
ზოგადად, მართალი იყო როცა ასე ცოტას ათამაშებდნენ, მაგრამ კითხვები მაინც გამიჩნდა. ჯერ ერთი, ზაფხულში ხომ მაინც მიდის მონპელიეში და ცოტა ხნის შემდეგ არ შეიძლებოდა? მე მის ადგილას ოდნავ მოგვიანებით გადავდგამდი ამ ნაბიჯს, თუმცა შესაძლოა რაიმე ვადები იწურებოდა და მერე ვეღარ გაწყვეტდა კონტრაქტს. მოკლედ, თვითონ იცის თავისი საქმე
სწორი გადაწყვეტილებაა რა უნდა იმ ს ირ ებთან თუ არ ათამაშებენ ? აწი იპოვონ ლაშზე უკეთესი ! DD
ძალიან კარგი. ლაშა უკლუბოდ არ დარჩება, უთამაშებლობა ზრდის შეწყვეტას და ხანდახან კარიერის დასასრულსაც იწვევს ხოლმე.