საფრანგეთი პრო დ2

16:11 | 28.02.2017 | ნანახია 5074 - ჯერ

თამაზ მჭედლიძე: „როგორც იქნა, საუკეთესო ფორმაში ვარ“

ერთ-ერთ ფრანგულ ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნდა „აჟენისა“ და საქართველოს ნაკრების უკანახაზელ თამაზ მჭედლიძესთან ინტერვიუ, რომლის თარგამნსაც ქვემოთ გთავაზობთ.

„ბოლო სამ მატჩში თითო ლელოს გამტანი თამაზ მჭედლიძე „აჟენს“ ამ დელიკატურ პერიოდში ლიდერად ევლინება. შაბათს საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან „ევროპის რაგბის“ ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი ელის და მჭედლიძე თავდაპირველად „ბორჯღალოსნებში“ იყო გამოძახებული, თუმცა ხუთშაბათის საღამოს ის მონტობანში „აჟენის“ გამარჯვებისთვის იბროლებს. აჟენელთა ქართველი ცენტრის მეუღლე ტყუპებს ელოდება, დღე-დღეზე იმშობიარებს და თამაზმა საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს დაეთხოვა, რათა ამ რთულ პერიოდში ცოლის გვერდით იყოს.

- „პერპინიანთან“ და „ბეზიესთან“ ორი მარცხის შემდეგ „ნარბონთან“ მოგება ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო...

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან დადებითი მომენტია, თან არა მხოლოდ ჩვენთვის, მოთამაშეებისთვის, არამედ ყველა ჩვენი გულშემატკივრისთვის. ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა მოდიოდა, ერთად შევიკარით მორაგბეები და ხალხი, 5 ქულაც ერთად მოვიპოვეთ. ეს იყო მატჩისწინა მიზანი, რომელსაც მივაღწიეთ.

- 32:22 მოიგეთ და ხომ არ შეგეშინდათ, როცა „ნარბონმა“ ანგარიში 25:22 გახადა?

- ძალიან რთული მომენტი იყო, მაგრამ მობილიზებულები ვიყავით და მაინც ვიმარჯვეთ.

- ნეგატიური მომენტი - დაცვაში ხარვეზების მასშტაბი...

- ასეა, ბევრი ქულა გავუშვით, ხშირად ვჯარიმდებოდით. მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. მატჩის ვიდეოს შევისწავლით და მონტობანში უკეთ მომზადებულები ვითამაშებთ.

- ზელანდიელ ჯორჯ ტილსლისთან ერთად ცენტრში პირველად ითამაშეთ. რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

- საუკეთესო. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მრავალფეროვანი მორაგბეა, შეტევა უყვარს, ხაზის გარღვევა ეხერხება. მე უფრო მეტ ბოჭვას ვაკეთებ. ჯამში გამოდის, რომ ერთმანეთს კარგად ვავსებთ.

- გასული შემოდგომიდან მოყოლებული ასეთ ფორმაში არ ყოფილხართ. რით ახსნით ამას?

- მე ვიტყოდი, რომ როგორც იქნა, კონდიციების 100%-ს მივაღწიე. შემოდგომის ტესტების მერე რამდენიმე ტრავმა მქონდა, ახლა კი სრულად ჯანმრთელი ვარ.

- როგორ ხვდებით მონტობანის მატჩს?

- ეს გარდამტეხი მომენტია. მძიმე ჯახი გველის, რადგან „მონტობანმა“ გასულ ტურში ფაქტობრივად გავარდნილ „ბურგუენთან“ წააგო და გამწარებული იქნება. თუმცა, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს გუნდი და ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებთ კიდეც“.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:24 | 01.03.2017
პანტელეიმონი (1218)

თაზო, წარმატებული ყოფილიყავი პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.

მალე მოგველოცოს ტყუპების დაბადება ! ! !

10:40 | 01.03.2017
buratino (480)

თაზო, წარმატებებს გისურვებ. იმედია, მეუღლის მშობიარობა მშვიდობიანად ჩაივლის და მსურს წინასწარ მოგილოცო მამობა

20:34 | 28.02.2017
temuchin (431)

წარმატებები თამაზ!

16:56 | 28.02.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები, და წინასწარ გილოცავ მამობას.

0.085424