დიდი 10

19:23 | 26.02.2017 | ნანახია 2263 - ჯერ

„ლელომ“ შემოატრიალა და თავში დაბრუნდა

საქართველოს ბოლო წლების უცვლელმა ჩემპიონმა „ლელო-სარასენსმა“ ქუთაისის „აიას“ ბოლოსწინა წუთზე ლელო დაუდო, 28:25 იმარჯვა და სატურნირო ცხრილის თავში დაბრუნდა.

სტუმრებმა კარგი რაგბი ითამაშეს, პირველ ტაიმში 13 ქულით დაწინაურდნენ და დასკვნითი მეოთხედის წინ 10-ქულიანი ჰანდიკაპი ქონდათ, თუმცა „ლელო-სარასენს“ თამაშების შემობრუნება ჩვევია და დიდდიღმელი ქომაგი ნერვიულობის შემდეგ ამჯერადაც გაახარა.

თამაში კარგი საყურებელი გამოდგა, თუმცა მასზე ძლიერმა ქარმა გავლენა იქონია. „ლელო-სარასენსს“ საქართველოს ნაკრების წევრები აკლდა, მაგრამ ძალაში უპირატესობას ფლობდა და მორკინალებს გარჯას ხაზის მოთამაშეები უფასებდნენ. ქუთაისის „აიას“ წარმატებისთვის სწორედ ეს ძალა დააკლდა, ხაზმა კი კარგი თამაში აჩვენა მეტოქეს არაერთი ხიფათი შეუქმნა.

პირველ ტაიმში ქუთაისელებს ზურგს ქარი უმაგრებდა, მაგრამ დებიუტშივე უხეში შეცდომის შედეგად 0:7 ჩამორნენ: აუტიდან სწრაფად შემოგდებული ბურთი უმისამართო იყო და ის ჩათვლის მოედანში ბუბუტეიშვილმა დაამიწა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა ზუსტად გარდასახა. მალე მასპინძლებმა ჯარიმით 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს, მიზანი მიუღწეველი დარჩა და „აიას“ ჯერი დადგა.

სტუმრებმა ბაბუნაშვილის მიერ საშუალო დისტანციიდან გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მე-17 წუთზე ხელდახელ ლამაზი შეტევა განახორციელეს, ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ხაზი მოდებაძემ გაჭრა, დროული პაუზის შემდეგ ბოლო მცველი აიყვანა და ბურთი ლელოში აბრამიძეს შეაყოლა, ხოლო 5-იოდე წუთში 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი მღებრიშვილმა გაიტანა, თუთბერიძემ კიდესთან მანაგაძეს გადააწოდა და მანაც ალამთან დაამიწა. ბაბუნაშვილმა ორივე გარდასახვა გაიტანა, მონაგარი ჯარიმიდან კიდევ 3 ქულით გაზარდა და „აია“ 20:7 დაწინაურდა.

31-ე წუთზე მანაგაძე სახიფათო ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა და „ლელო-სარასენსმა“ მეტობით მალევე ისარგებლა - იერიში ხაზზე გაიშალა, მამუკაშვილმა ბოჭვა აიცილა და ლელო დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, პასუხად ბაბუნაშვილს ჯარიმა გაუფუჭდა და ტაიმი 12:20 დასრულდა.

მეორე ტაიმში ყიასაშვილმა ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, თუმცა „აიამ“ პირქარშიც შეძლო კარგი შეტევის განხორციელება და რამდენიმე ფაზის შემდეგ ალამთან ლელოს ხარებავა მიწვდა. სამაგიეროდ, ქარმა ბაბუნაშვილს გარდასახვის გატანა არ დაანება. მეორე ტაიმის შუაში „ლელო-სარასენსის“ მოლმა საქმე შეასრულა, მეტოქის მორაგბეები ჩაითრია და როცა ბურთი ხაზზე გაიშალა მეტობა ლელოთი ახობაძემ დააგვირგვინა. ყიასაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა 64-ე წუთზე მან ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.

მატჩის დასკვნითმა წუთებმა თბილისელთა იერიშებში ჩაიარა და 79-ე წუთზე გამარჯვების ლელო გავიდა. მასპინძლებმა ხაზი გაჭრეს, ბურთი საპირისპირო ფლანგზე ბოლომდე ჩაათამაშეს და ლელოში კვლავ ახობაძე შევიდა. ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა ამან დიდ დიღმელებს ხასიათი ვერე გაუფუჭა - 28:25 „ლელო-სარასენსი“ პირველ ადგილზე დაბრუნდა, ხოლო „აიამ“ მცირედი მარცხისთვის 1 ქულა მიიღო და მეორე პოზიციაზეა.

დღის დანარჩენ ორ მატჩში გორში „ჯიქმა“ ბოლნისის „ყოჩები“ უშანსოდ, 37:0 დაამარცხა, ბონუსიც ჩაიწერეს და ერთი საფეხურით დაწინაურდა (მე-4), ხოლო თბილისში „აკადემიამ“ „არმაზს“ 20:11 სძლია და ერთდღიანი შესვენების შემდეგ ექვსეულში დაბრუნდა.

2016/2017 წლების დიდი 10

XIV ტური

ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 24:24

ბაგრატი (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 8:28

არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 11:20

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 28:25

ჯიქი (გორი) - ყოჩები (ბოლნისი) 37:0

26/02

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

14

9

2

3

4

1

0

317:258

+59

41/22

45

2

აია ქუთაისი

14

10

0

4

1

3

0

253:204

+49

26/19

44

3

ბათუმი ბათუმი ^

14

9

1

4

2

3

0

315:181

+134

30/13

43

4

ჯიქი გორი

14

8

1

5

6

3

0

295:168

+127

36/14

43

5

ლოკომოტივი თბილისი

14

8

2

4

1

4

0

252:191

+61

27/19

41

6

აკადემია თბილისი

14

8

0

6

1

3

0

219:196

+23

21/22

36

7

არმია თბილისი

14

7

0

7

1

3

0

230:240

-10

22/26

32

8

ბაგრატქუთაისი

14

3

0

11

0

6

0

195:391

-196

18/52

18

9

არმაზი თბილისი

14

3

0

11

1

3

0

216:296

-80

22/37

16

10

ყოჩები ბოლნისი

14

2

0

12

0

3

0

171:338

-167

22/41

11

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

26/02 @ 16.15

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები

XV ტური (4-5 მარტი): ჯიქი - ბაგრატი, ყოჩები - ლოკომოტივი, ბათუმი - ლელო-სარასენსი, აია - არმაზი, აკადემია - არმია

სლავა გასპაროვი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:01 | 28.02.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

23:27 | 27.02.2017
buratino (480)

მართლაც ჩინებული მატჩი იყო სანახავად. მქონდა ბედნიერება ტრიბუნებზე ვყოფილიყავი და მექომაგა ჩემი გუნდისთვის რომელმაც ჩვეულ სტილში ბოლოსკენ გატეხა მეტოქე. და მაინც, მე პირადად მოხიბლული დავრჩი ქუთაისელთა ჩინებული გარჯით (ხელით თამაშს და გაშლილ რაგბს ვგულისხმობ). კარგია რომ ნელ-ნელა ეროვნული პირველობა წინ მიიწევს, თუმცა მისი დონის გასაზრდელად აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ევროტურნირზე ერთი ან ორი გუნდი

23:41 | 26.02.2017
temuchin (431)

ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, ყოჩაღ აია ლამაზი, სწრაფი და გაშლილი რაგბისათვის!

0.088563