ერთა თასი

13:43 | 25.02.2017 | ნანახია 5860 - ჯერ

რაგბი ევროპა: ესპანური შეკრება

"რაგბი ევროპის" პირველობის ერთპიროვნული ლიდერი საქართველო მესამე ტურში "ლომებს" (Los Leones - ესპანეთის ნაკრების თიკუბი) ოდნავ შეცვლილი რაზმით ეწვევა. თამაში "სარაგბო ქალაქის", ვალიადოლიდის შემოგარენში, დაბა მედინა დელ კამპოში, შაბათს, 4 მარტს, ჩვენებურად 19 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთისკენ გეზი დღეს აიღეს. ისინი ჯერ ბარსელონის მახლობლად, სან ვოიში დაბანაკდებიან, სადაც 2 მარტამდე დარჩებიან და შემდეგ მედინა დელ კამპოში გაემგზავრებიან.

რაზმში ცვლილებებით და ნამატით

თებერვალში "ბორჯღალოსნებმა" ორჯერვე ბონუსით და ლელოს გაუშვებლად ძლიეს წინდაწინვე სუსტებად შერაცხული მეტოქეები - გასვლაზე ბელგია 31:6 და შინ გერმანია 50:6. ამ მატჩში რომ დაგვემტვრა ორივე კვაჭი, მილთონ ჰეიგმა საესპანეთოდ იხმო "ძველი გვარდია" - ჯაბა ბრეგვაძე და შალვა მამუკაშვილი.

რადგან ესპანეთი ბელგიასა და გერმანიაზე ძლიერია, ჰეიგმა შერკინებას "მონპელიეს" მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძეც დაუმატა. ნაკრებში წლეულს პირველად ვათამაშებთ ძირითად 9 ნომერს, ჯერაც მხოლოდ 20 წლის ვასილ ლობჟანიძეს, უკანა სამეულში კი გამოიცდებიან პერსპექტიული ნორჩები - ირაკლი სვანიძე და სეზონის აღმოჩენა, აკადემიელი სოსო მათიაშვილი.

მწვრთნელის მოსაზრებანი

კივმა სპეციალისტმა საკადრო ცვლილებები ასე დაგვისაბუთა:

"ჯაბასა და შალვას იმიტომ დავუძახეთ, რომ ორივე კვაჭი დაგვიშავდა: ბადრი ალხაზაშვილი მინიმუმ 4 კვირით გამოგვაკლდა, ხოლო გიორგი ჭყოიძე - ორით.

კოტე დავიბრუნეთ, რათა უკეთ დავაკომპლექტოთ მეორე ხაზი - მაგ რგოლში ვინმე რომ დაგვიშავდეს, გაგვიჭირდება.

ვასკა ტოპ 14-ის ძირითადში ცოტას თამაშობს. მისი დამატებით უკეთ ვირაგბებთ იმ ყაიდაზე, რაც მიზნად დაგვისახავს.

სოსო და ირაკლი ჩვენი "განვითარების გეგმის" წევრებად მოიაზრებიან. ისინი თავიდან არ ვიხმეთ, მაგრამ მარტში მათ გამოცდას წინდაწინვე ვგეგმავდით. დავაკვირდებით, როგორ ივარჯიშებენ დამდეგ კვირაში, და თუ ესპანეთთან თამაშის შანსი მიეცათ - რამდენად გამოიჩენენ თავს, განსაკუთრებით - შეტევაში".

ჰეიგმა ასევე აღნიშნა, რომ ტურნირის დარჩენილი ორი მატჩისთვის რაზმს "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი ესპანეთის შემდეგ დაასახელებს.

ზედიზედ სამიქ-ენდზე

ესპანეთი, ბელგია-გერმანიისგან განსხვავებით, ხელწამოსაკრავი მეტოქე არაა. მართალია, "ლომებს" 17 მატჩის ჯამში ქულებით 547:260 ვჯობნით, ხოლო ლელოებით - 76:27, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ 8 გასვლიდან წაგვიგვია სამი (2000, 2007, 2012) და ერთხელაც (2004) ფრეს დავჯერებივართ.

ესპანეთმა წელს ისევ იხმო ბლომად ძირით ფრანგი და ნატურალიზებული უცხოელიც. ერთი ისაა, რომ "ლომებს" ჩვენთან თამაშის შედეგი 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში არ ეთვლებათ, რის გამოც, ლოგიკით, ალბათ ძალებს დაზოგავენ ბოლო ორ ტურში სუსტებთან შებმის წინ - ფინიშზე ზედიზედ სამ უიქ-ენდზე თამაში ხომ წლევანდელი "რაგბის ევროპის" სიახლეა!

საქართველოს ბორჯღალოსნები

2017 წლის "რაგბი ევროპა" * ესპანეთი [4/03]

რაგბი ევროპა 2017 * ბოლო განახლება [50:6 გერმანია 19/02_2017] * მონაგარი 1989-2016

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

100

14ლ 139გ 142ჯ 3ა [783 ქ] 5სბ

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

26

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

61

7ლ 2სბ

ირაკლი სვანიძე

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1996 1

:

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 0

:

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

96

20ლ [4 კაპ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

49

9ლ [3 კაპ]

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ Iლ]

1996

3

3ლ

ბადრი ლიპარტელიანი

არმაზი [საქ დ 10]

1995

0

:

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

75

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

50

7ლ 4გ [43 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10]

1995

3

:

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

53

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

18

3ლ

9

გელა აფრასიძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1998

1

:

შერკინება [ფორვარდები]

1

გიორგი თეთრაშვილი

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

6

:

1

თორნიკე მატარაძე

ლიონ [სფრ ტოპ 14]

1996

2

სბ

2

შალვა მამუკაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ14]

1990 43

3ლ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

40

ლ 2სბ

3

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

3

:

3

სოსო ბეკოშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1993

2

:

3

ლაშა ტაბიძე

ბორდო [სფრ ტოპ 14]

1997

1

:

2ხ

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

67

12ლ 4სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

45

2ლ 3სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1990

6

:

3ხ

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

35

9ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

27

5ლ სბ

3ხ

ბექა გორგაძე

მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2]

1996

9

5ლ სბ

3ხ

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

8

:

3ხ

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

3

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

1

:

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:43 | 25.02.2017
giorealist (26)

დავიჯერო, რუსეთთან თამაშში მამუკა გორგოძე არ ჩამოვა?? ვინმეს ხომ არა გაქვთ ინფორმაცია, როგორ არიან შეთანხმმებულები?

13:28 | 27.02.2017
BEERTRANCE (1073)

ღრუსებს გორგოძეს გარეშეც ადვილად უნდა აჯობონ. მაგ პატივი არ უნდა დავდოთ მაგ ღორის ჯიშებს რომ მამუკა შევარკინოთ.

12:27 | 01.03.2017
ჰუკერი (22)

მგონია, აჯობებს, თუ ღრუსებთან დავიმატებთ რამდენიმე გამოცდილს - ერთი, მამა-პაპურად გადავთელოთ, რომ კავკასიის მთებმა ვერ შეაკავონ მათი ყმუილი!

18:21 | 25.02.2017
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

0.091536